იცით, რატომ ატარებენ მუსლიმი ქალები ამდენ ოქროს? - ჩვეულების რელური მიზეზი, რომელიც ცოტამ თუ იცის | Allnews.Ge

იცით, რატომ ატარებენ მუსლიმი ქალები ამდენ ოქროს? - ჩვეულების რელური მიზეზი, რომელიც ცოტამ თუ იცის

ამ თავისებურებას სრულიად გასაგები ახსნა აქვს, რომელიც ისტორიისა და კულტურის თავისებურებებზეა დაფუძნებლი.

ალბათ, ბევრი მიაქცევდა ყურადღებას აღმოსავლელი ქალბატონების ოქროსა და მისგან დამზადებული სამკაულებისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს, თუმცა დღესდღეობით ძვირფასი ლოთონის მიმართ ასეთი მკვეთრად გამოხატული დამოკიდებულება უკვე აღარ იგრძნობა.

2023080413121886669-1692005361.jpg

ბეჭდები, სამაჯურები, დიადემები, საყურეები, ძეწკვები, ყელსაბამები, სამოსის ელემენტებიც კი, როგორიცაა მაგალითად ქამარი ან ბალთები, ისინიც კი შესაძლოა ოქროსი იყოს.

საიდან ოქროსადმი ასეთი გადამეტებული სიყვარული? რატომ არიან აღმოსავლელი ლამაზმანები ასე დახარბებულები ამ ყვითელ მეტალზე? დღევანდელ სტატიაში სწორედ მათ ამ უცნაურ "გატაცებაზე" მოგიყვებით.

2023080413124086669-1692005372.jpg

სინამდვილეში პასუხი საკმაოდ მარტივია და ის სულაც არ უკავშირდება სიხარბეს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არც ის არის გამორიცხული. საქმე იმაშია, რომ მუსლიმური კანონების მიხედვით, განქორწინებად არ ითვლება, როცა მაგალითად განაცხადი განქორწინებაზე შეგაქვთ.

საკმარისია ქმარმა სამჯერ წარმოთქვას: "მე შენ გშორდები", რომ ქორწინება ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. ამასთან, მას შეუძლია თქვას ეს სიტყვები ზედიზედ სამჯერ დროის ერთ მომენტში ან თუნდაც რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ განქორწინება ანულირებულად სწორედ მესამედ წარმოთქმული ფრაზის შემდეგ იქნება.

adobestock-408270419-0-1692005432.jpeg

ამ შემთხვევაში კი ქალს შეუძლია თან მხოლოდ ის წაიღოს, რაც იმ მომენტში უკეთია, შესაბამისად, დიდი რაოდენობით ოქროს სამკაულები არა მხოლოდ სტატუსის სიმბოლოს და მეუღლის სიმდიდრის საზომს წარმოადგენს, არამედ ერთგვარ დეპოზიტსაც, რომელიც ქალს განქორწინების შემთხვევაში თავს გაატანინებს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წარსულში მუსლიმურ ქვეყნებში ქალებს სხვა ქონება ან პროფესია არ გააჩნდათ, რაც მათ განშრების შემდეგ თავის გატანაში დაეხმარებოდათ. შესაბამისად, ოქროს სამკაულები მათთვის მომავალში მატერიალური სტბილურობის გარანტი იყო, თუნდაც გარკვეული პერიოდი.

maxresdefault-1692005768.jpg

ახლა ეს ადათ-წესები მსოფლიოს მხოლოდ ზოგიერთ რეგიონში მოქმედებს, თუმცა სეკულარიზმი რელიგიურ ცხოვრებაში მაინც აღწევს და საფუძვლიანად ცვლის მას.

წყარო