იცით, როგორ უნდა განასხვავოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისგან? - მარტივი ხერხები, რომლებიც მათ გარჩევას გასწავლით
პოპულარული ბრენდული დასახელების ტექნიკის, ლეპტოპის, ტაბლეტის (პადი), ტელეფონის და სხვათა გაყალბება დღეს ისე ოსტატურად ხერხდება, რომ თუ ყველაფერში ვერ ერკვევით, ნამდვილად ძნელია ორიგინალისგან გაარჩიოთ. ამიტომ გვსურს თქვენი ყურადღება სწორედ იმ დეტალებზე გავამახვილოთ, რომელთა ცოდნის შემთხვევაში მარკეტინგულ ხრიკებს აღარ წამოეგებით.
1. თავდაპირველად ყურადღება მიაქციეთ აუცილებლად შეფუთვას. გამყალბებელი ფირმა არასოდეს აქცევს ყურადღებას დეტალებს, ორიგინალს კი წვრილმანი ხარვეზიც არ გამოეპარება და ბეჭვდისა და შეფუთვის ხარისხიც კი აქვს უბადლო და იდეალური.
2. აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება მითითებაზე (ინსტრუქცია), რადგან ის ამა თუ იმ პროდუქციის ე.წ პასპორტია. წარწერები აუცილებლად უნდა იყოს იმ ენებზე, სადაც დამზადდა და სადაც მოხდა მათი იმპორტირება, თუ სხვა ენასთან გვაქვს საქმე, ხელთ ყალბი საქონელი გვიპყრია.
იხილეთ: Facebook გვითვალთვალებს? - როგორ ახერხებს ჩვენი ფიქრების გაგებას სოციალური ქსელი?
3. ყურადღება მიაქციეთ ასევე შიფტს. ფირმის გრაფიკული ნიშანი (ლოგო) ნებისმიერი ბრენდის სახეა, რომელიც აუცილებლად იპყრობს ჩვენს ყურადღებას. ტექნიკაზე ის ისეა დატანილი, რომ ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაშიც არ გაიცრიცება და არ წაიშლება, თუმცა ყალბ საქონელზე ამ სხვაობასაც ნათლად შეატყობთ.
4. შეამოწმეთ ასევე ტელეფონების დამტენი მოწყობილობა. ორიგინალის შემთხვევაში ჩამრთველსა და პლასტმასის კორპუსს შორის გადაბმის ადგილს შეამჩნევთ, მაგრამ თუ კი ის არ არსებობს, საქმე ყალბ დამტენ მოწყობილობასთან გვაქვს. (იხილეთ ფოტო)
5. დაფიქრება გმართებთ მავთულ-ჩამრთველების (USB უესბი) შეძენის დროსაც, რადგან ძალიან გახშირდა მათი დაპატენტებული ვარიანტები, თუმცა შემდეგი ნიშნულების ცოდნის შემთხვევაში, ადვილად აღარ შეცდებით. ყურადღება მიაქციეთ მითითებული სიმბოლოს ან წარწერის ფერებსა და თვითონ კონექტორის სიგრძეს.
იხილეთ: 7 შემთხვევა, როდესაც საბანკო ბარათით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიხადოთ
6. ასევე იმატა გაყიდვების ბაზარზე ყალბმა ტელეფონებმა, რომ არ შეცდეთ ამ შემთხვევაშიც, ყურადღება მიაქციეთ ფასს, ორიგინალი ისე იაფი ვერ ეღირება, როგორ ფასადაც გთავაზობენ გამსაღებლები. აუცილებლად გადაამოწმეთ საქონელი მწარმოებლების ვებგვერდებზე.
იხილეთ: თქვენი მობილური ტელეფონის 7 საიდუმლო კოდი: როგორ გავიგოთ, გვისმენენ თუ არა?
ამ 5 ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით - ნახეთ მარტივი რჩევები