როგორი იქნება 2024 წელი? - როგორ უნდა შეხვდეთ მწვანე ხის დრაკონის წელს და ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად
ბევრს სჯერა მთელ მსოფლიოში, რომ ყოველ წელს თავისი უნიკალური მახასიათებლები აქვს და ეს თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. ამიტომაც, ბევრს აინტერესებს, როგორი იქნება 2024 წლის ენერგია, რას გვპირდება მომავალი წელი და რა მიმართულებით უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2024 წელი მწვანე ხის დრაკონის წელია. დრაკონი სიძლიერის, კეთილშობილების, იღბლისა და წარმატების სიმბოლოა. მომდევნო წლის მთავარი ფერებია მწვანე და ხისფერი. იმის გამო, რომ აღმოსავლური კალენდარი თარიღების განსხვავებულ აღრიცხვას იყენებს, ახალი წელი, ყოველ წელს განსხვავებულ დროს აღინიშნება და 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში მერყეობს.
ოფიციალურად, მწვანე ხის დრაკონის წელი 2024 წლის 10 თებერვალს დადგება და იგი 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება. ჩინური მითოლოგიის მიხედვით, დრაკონს შეუძლია, ქარი, წვიმა გააკონტროლოს, გავლენა მოახდინოს ამინდსა და მოსავალზე და ამავდროულად, მსოფლიოს კეთილდღეობა მოუტანოს. აღმოსავლური ჰოროსკოპის სისტემაში, დრაკონი 12 ცხოველიდან, მეხუთეა. ლეგენდის მიხედვით, ის პირველი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ლიდერობა დაკარგა. ქვეყნიერების მპყრობელმა, იუ-დიმ, ცხოველთა შორის რბოლა მოაწყო, რომ მათი რიგითობა განესაზღვრა.
ლეგენდის მიხედვით, დრაკონს რბოლა უკვე დასრულებული ჰქონდა და ფინიშთანაც მალევე მივიდოდა, მაგრამ წააწყდა სოფელს, რომელსაც გვალვა და შიმშილი აწუხებდა. მან ღრუბლები გაფანტა და წვიმა წამოვიდა. შემდეგ კი, უხვი ნალექის გამო, წყალი გადაყლაპა და ადამიანები გადაარჩინა. როდესაც რბოლას დაუბრუნდა, დაინახა, რომ კურდღელს მგელი მისდევდა და წინ გაუშვა, რომ თავისი ბალახისმჭამელი მეგობარი გადაერჩინა. ამიტომაც, ითვლება, რომ დრაკონი ყველაზე კეთილშობილი, დიდსულოვანი და ღირსეული მითიური არსებაა და ჩინურ კულტურაში უძლიერეს სიმბოლოს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ხე, მისი მფარველი ნიშანი, ფიზიკურ და სულიერ ზრდას განაპირობებს, ამიტომაც მომდევნო წელს თავდაჯერებულ ადამიანებს, რომლებსაც კონკრეტული მიზანი და გეგმა აქვთ, წარმატება გარანტირებული აქვთ. მწვანე ფერი კი აღორძინებასთან, ახლის დასაწყისთან ასოცირდება. მწვანე ხის დრაკონის წელი არახელსაყრელ პირობებთან ადაპტირებას, სირთულეების ღირსეულად დაძლევასა და კიდევ უფრო გაძლიერებას გვასწავლის. რაც უფრო აქტიურად შევეცდებით, განსაცდელებს გავუმკლავდეთ და ბრძოლა არ შევწყვიტოთ, წლის მთავარი სიმბოლო მით უფრო მეტ ძალასა და მოტივაციას მოგვცემს.
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ის წელი, რომელსაც დრაკონი მართავს, წარმატებულია, ადამიანებს კარიერული ზრდის, ოჯახური ბედნიერების, ფინანსური კეთილდღეობის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს განიცდიან. წარმატება ელის მათ, ვინც ბევრს შრომობს და საკუთარ თავზე მუშაობს, შეცდომებზე სწავლობს. დრაკონი შრომიმოყვარე და მიზანდასახულ, პატიოსან ადამიანებს განსაკუთრებით აფასებს და მათ წინსვლაში ხელს უწყობს. თუმცა, წლის განმავლობაში, შესაძლოა, ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი აღმოაჩინოთ და გული დაგწყდეთ, იმედი გაგიცრუვდეთ, რადგანაც ბევრზე წარმოდგენა რადიკალურად შეგეცვლებათ.
დრაკონს ფინანსური ვალდებულებები არ უყვარს. ამიტომაც, 2024 წელს დიდი თანხის სესხება რეკომენდებული არ არის. არც საეჭვო გარიგებებსა და ხელშეკრულებებს უნდა დათანხმდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, წარუმატებლობა შეგხვდეთ.
როგორ შევხვდეთ მწვანე ხის დრაკონის წელს?
- დრაკონს რუტინული, ჩვეულებრივი რაღაცები არ მოსწონს. ამიტომ, უმჯობესია, თუ ბანალურ და მოსაწყენ ნივთებზე უარს იტყვით. გააფორმეთ სახლი ახალი, ნათელი დეკორაციებით. არანაირი სევდა და მოწყენილობა - შეიქმენით დადებითი განწყობა და ახალ წელს ღიმილით შეხვდით.
- მთავარია, დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ და მხიარულად იყოთ, იმას, სახლში აღნიშნავთ ახალ წელს, სტუმრად, თუ წვეულებაზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
- როგორც უკვე მიხვდით, წლის მთავარი ფერი მწვანე იქნება. აღნიშნული ფერის ყველანაირი ვარიაცია შეგიძლიათ სცადოთ. ღია მწვანიდან დაწყებული, ჭაობისფრით დამთავრებული. გარდა ამისა, დრაკონის 2 ყველაზე საყვარელი ფერი ოქროსფერი და წითელია. ამიტომაც, ახალ წელთან შესახვედრად სამოსის შესარჩევად, სუფრის გასაფორმებლად თუ დეკორაციების შესაქმნელად მწვანეს, წითელს, ხისფერსა და ოქროსფერს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. უპირატესობა მიანიჭეთ ხავერდის, აბრეშუმის, ატლასის, შიფონის ქსოვილებს. იხილეთ სრულად