„ხუანიტა“-  როგორ გამოიყურებოდა ზეზვას და მზიას „შორეული ნათესავი“ პერუდან, რომელიც 500 წლის წინ მსხვერპლად შესწირეს | Allnews.Ge

„ხუანიტა“-  როგორ გამოიყურებოდა ზეზვას და მზიას „შორეული ნათესავი“ პერუდან, რომელიც 500 წლის წინ მსხვერპლად შესწირეს

სპეციალისტებმა პერუს ყველაზე ცნობილი მუმია აღადგინეს.

მუმია, რომელიც ცნობილია როგორც "ხუანიტა" ან "ინკას ყინულის ქალწული", იყო ინკას ტომის გოგონა, რომელიც, სავარაუდოდ, 500 წელზე მეტი ხნის წინ რიტუალის დროს შესწირეს.

6c8441392-130729-science-icemaiden-1698297071.jpg

მუმიის სილიკონის ქანდაკების ასაგებად მეცნიერები სახის რეკონსტრუქციის სპეციალისტთან ერთად მუშაობდნენ.

თინეიჯერი გოგონას სილიკონის ქანდაკების ასაგებად პერუელი და პოლონელი მეცნიერების ჯგუფი მუშაობდა.

მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 400 სამუშაო საათი დასჭირდა სახის მოდელირებას, რომელსაც გამოხატული ლოყები, მუქი თვალები და ყავისფერი კანი აქვს.

„ხუანიტას“ მუმია არქეოლოგებმა 1995 წელს პერუში 6 400 მეტრი სიმაღლეზე იპოვეს. მსხვერპლთშეწირვის დროს გოგონას სპეციალური სადღესასწაულო ტუნიკი ეცვა.

131524834-dc39617b5ddebdf98c0ccdaf5ff669b61535b505-1698297082.jpg

სავარაუდოდ მას მსხვერპლთშეწირვამდე გარკვეული ტკივილგამაყუჩებელი საშუალება მისცეს. მსხვერლთშეწირვის მომენტში ის სავარაუდოდ 14-15 წლის იყო.