ვინ არის წყვილი, რომელთა "საუკუნის ქორწილიც" $89 მილიონი დაჯდა?
26 წლის მადლენ ბროკვეის ცნობადობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც მისი ქორწილი ინტერნეტის სენსაციად იქცა. ამერიკელმა ქალმა რჩეულზე, ჯეიკობ ლაგრონზე ამ თვის დასაწყისში იქორწინა. გრანდიოზული ქორწილის ვიდეოები კი TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა. ქორწილი საფრანგეთში გაიმართა, სტუმრების განწყობაზე კი ამერიკული ბენდი, Maroon 5 ზრუნავდა.
საქორწინო წვეულება იუტას კურორტ ამანგირიში დაიწყო, რომელსაც მხოლოდ ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. საღამო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი - პირველ ნაწილს „ლამაზი ვარდისფერი“ ერქვა და მასში აუზის პირას ვახშამი შედიოდა. მეორე - "უცხოპლანეტელები ჩვენს შორის", მესამე - "ოქროს საათი", ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი კი „მარია ანტუანეტა“ იყო - პატარძალი და სტუმრები მე-18 საუკუნის კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი.
მთავარი ღონისძიება პარიზში შედგა. რასაც მოჰყვა ვერსალის ბაღებისა და ეიფელის კოშკის დათვალიერება და სადილი მდიდრულ იახტაზე. ქორწილის ღირებულება $89 მილიონია. იხილეთ სრულად