სად გაქრა 1 დოლარი? - თავსატეხი, რომელსაც ბევრი ვერ უმკლავდება | Allnews.Ge

სად გაქრა 1 დოლარი? - თავსატეხი, რომელსაც ბევრი ვერ უმკლავდება

თავსატეხი, რომელსაც დღეს გთავაზობთ არც ისე რთულია, თუმცა მისი ამოხსნისას ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომას უშვებს.

ყურადღებით წაიკითხეთ პირობა და მხოლოდ შემდეგ ამოხსენით ის.

თავსატეხი

სასტუმროს ნომერი 30 $ დოლარი ღირს და მასში გაჩერება 3–მა ადამიანმა გადაწყვიტა –თითოეულმა 10 დოლარი დადო.

შემდეგ, სასტუმროს დირექტორმა ადმინისტრატორს უთხრა, რომ მან არასწორად დაითვალა და სასტუმროს ნომერი 30 კი არა, სეზონური ფასდაკლების გამო, 25 დოლარი ღირდა და რომ მას, კლიენტებისთვის 5 დოლარი უნდა დაებრუნებინა.

ადმინისტრატორი იმაზე დაფიქრდა, თუ როგორ გაეყო 5 დოლარი სამ ადამიანზე და გადაწყვიტა, რომ თითოეულისთვის, თითო დოლარი მიეცა, ხოლო 2 თავისთვის დაეტოვებინა.

ამრიგად, გამოდის, რომ სასტუმროში ღამის გასათევად, თითოეულმა ადამიანმა 9 დოლარი გადაიხადა. მაგრამ:

9×3=27. კიდევ, 2 ადმინისტრატორმა დაიტოვა. 27+2=29.

მაშინ, 1 დოლარი სად წავიდა?

questions1-1701756869.jpg

პასუხი: ერთი დოლარი არ დაკარგულა.

აქ ხრიკი გამოცანის არასწორ ფორმურირებაშია:

რა თქმა უნდა, 9×3+2=29 და ამ შემთხვევაში 1 დოლარი მართლაც იკარგება.

მაგრამ! სწორი გაანგარიშება ამ ფორმით უნდა მოხდეს: 25+(1+1+1)+2=30 და ყველაფერი ადგილზე დგება.