ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია გადაშენებული სახეობების აღდგენაზე მუშაობს - როდის შევძლებთ ტასმანიური მგლისა და მამონტის ხილვას?
ბიოტექნოლოგიური კომპანია უკვე გადაშენებული სახეობის, ტასმანიური მგლის, იგივე თილაცინის, ანუ ჩანთოსანი მგლის აღდგენას და მის ბუნებაში დაბრუნებას გეგმავს.
გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, ინიციატივა დალასში დაფუძნებულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Colossal Biosciences-ს ეკუთვნის, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ ჩამოაყალიბა მრჩეველთა კომიტეტი და ტასმანიური მგლის გარდა, მომავალში მამონტისა და ფრინველი დოდოს ჯიშის აღდგენას გეგმავს.
Colossal Biosciences იმედოვნებს, რომ ტასმანიური მტაცებლის აღდგენით, ეკოსისტემა მის ბუნებრივ წონასწორობას დაიბრუნებს. მეცნიერები კი მიიჩნევენ, რომ თილაცინის დაბრუნება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიომრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად და მომავალი თაობებისთვის შესანარჩუნებლად.
ოფიციალური თარიღი, თუ როდის შეიძლება დაიბადოს ტასმანიური მგლის პირველი ლეკვი, ცნობილი არ არის. თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ პირველ მამონტს, სავარაუდოდ, 2028 წელს გამოიყვანს. იხილეთ სრულად