კანადელ ქალს მუხა შეუყვარდა - ვინ არის 45 წლის ეკოსექსუალი ქალი, რომელიც თვლის, რომ ხისგან „ეროტიულ ენერგიას“ გრძნობს
ეკოსექსუალი, 45 წლის კანადელი ქალი ვანკუვერიდან გადავიდა კუნძულზე და შეუყვარდა მუხა.
თვითგამოცხადებულ ეკოსექსუალს კანადიდან მუხა შეუყვარდა და თავის გრძნობებზე ისაუბრა. ამის შესახებ New York Post-ი იუწყება.
45 წლის სონია სემენოვა 2020 წელს ბრიტანეთის კოლუმბიიდან ვანკუვერის კუნძულზე გადავიდა საცხოვრებლად. ქალი საკუთარ თავს უწოდებს "მკურნალს, ეროტიკულ გამნათლებელს და ჯადოსნური სიტყვების მწერალს". მისი თქმით, გადასვლიდან მალევე შეამჩნია, რომ მის სახლთან იზრდებოდა ძველი მუხა.
2021 წელს სემენოვამ იგრძნო „ეროტიული ენერგია“, რომელიც ხიდან გამოდიოდა.
„ის, რასაც ვგრძნობ ხის გვერდით, არის ის, რასაც ვეძებ. მაგრამ ეს არის რეალური ფანტაზია ახლომდებარე პიროვნებაზე, ”- თქვა მან.
კანადელმა ასევე აღნიშნა, რომ მას სიამოვნებს იმის განცდა, რომ იქ რაღაც ასეთი "უზარმაზარი და საიმედო" მის გვერდით არის.
სემენოვამ აღნიშნა, რომ ის არ შედის ფიზიკურ სექსუალურ ურთიერთობაში მუხის ხესთან, მაგრამ მის გონებაში ეროტიკული ენერგიების გაცვლა ხდება იმ დროს, როდესაც ის მუხის ხის გვერდით ჯდება.
„ მცდარი წარმოდგენაა იმის დაჯერება, რომ ეკოსექსუალობა ნიშნავს ადამიანის სექსს ბუნებასთან. ეს ეროტიზმის შესასწავლი განსხვავებული გზაა. წეილიწადის სეზონების ცვლილების ყურება ჩემთვის ეროტიკული აქტია. იწყებ ზამთრის ჭკნობიდან და გაზაფხულზე, სიცოცხლის დაბადებით ასრულებ“, - განმარტა სემენოვამ.
მას ასევე სჯერა, რომ ეკოსექსუალობის განვითარება ხელს შეუწყობს მრავალ გარემოსდაცვითი პრობლემის გადაჭრას, რადგან ეს საშუალებას აძლევს ადამიანებს „შეეხონ ფესვებს“. სემიონოვა ამბობს, რომ ადამიანები დადიან პარკებში, რათა დაუკავშირდნენ იმ სიცოცხლის ძალას, რომელიც ბუნებიდან მოდის, "და ეს არის ეროტიზმი".