თუ ხორვატიის ამ ქალაქში დასახლდებით, სახლის ყიდვას 13 ცენტად შეძლებთ- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ ამისთვის? | Allnews.Ge

თუ ხორვატიის ამ ქალაქში დასახლდებით, სახლის ყიდვას 13 ცენტად შეძლებთ- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ ამისთვის?

ბოლო რამდენიმე წელია, რაც იტალიის პატარა ქალაქებმა საკმაოდ უჩვეულო კამპანიები დაიწყეს- ისინი ქალაქებში დასახლების მსურველებს სახლებს უფასოდ, ან განსაკუთრებული პირობებით სთავაზობენ. პირობები განსხვავდება, თუმცა მათი მიზანია ერთია- იტალიის პატარა დასახლებები ხალხისგან არ დაიცალოს და მათ ახალი ფურცლიდან დაიწყონ ცხოვრება.

როგორც ჩანს, ასეთმა განსაკუთრებულმა შეთავაზებებმა გაამართლა და იტალიის მსგავსად სხვა ქვეყნებსაც გაუჩნდათ მსგავსი იდეა.

მსგავსი კამოანია ხორვატიაშიც დაიწყეს, თანაც სახლის მიზერულად დაბალ ფასად მისაღებად სულაც არის აუცილებელი ხორვატიის მოქალაქე იყოთ!

960x0-1706353288.webp

ლეგრადია - ჩრდილოეთ ხორვატიაში მდებარე ქალაქია, მინდვრებით და ტყეებით შემოსაზღვრული სივრცე, 2241 მოსახლით და ვაჭრობის დიდი ისტორიით. 1488 წელის ის მთავარი სავაჭრო ქალაქი იყო.

მეჩვიდმეტე საუკუნეში აქ იკრიბებოდნენ ვენეციელი და იტალიელი ვაჭრები, რადგან სწორედ ლეგრადში მდებარეობდა მსხვილფეხა საქონლის მთავარი სავაჭრო პუნქტები.

ლეგრადის მოსახლეობა 1918 წლის შემდეგ მცირდება, ეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლამ განაპირობა. დღეს, ქალაქი ახალ მოსახლეებს ეძებს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქ სახლების გაყიდვა 13 ევრო ცენტად დაიწყეს. ამ თანხად შესაძლებელია ასევე მიწის ნაკვეთის შეძენაც სამომავლოდ სახლის აშენების პერსპექტივით.

croatia-hopes-easing-travel-rules-brings-tourists-as-pandemic-recedes-1706353312.jpg

65aeb28e43bb77284b9f4acb-1706353335.webp

რაც შეეხება აუციელებელ კრიტერიუმებს:

  • მყიდველები აუცილებლად 45 წლამდე უნდა იყვნენ,
  • სავალდებულოა ქორწინებაში ყოფნაც,
  • არ უნდა იყვნენ ნასამართლევი და სხვა რაიმე ქონებასაც არ უნდა მფლობდნენ.
  • დამატებით შანსებს მიიღებენ წყვილები ბავშვებით.
  • ხორვატიული მოქალაქეობა საჭირო სულაც არ არის.

13 ცენტად სახლების გაყიდვა ქალაქში ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყეს. მას შემდეგ ახალი მოსახლეების დამსახურებით ლეგრადში საცხოვრებლად აუცილებელი დაწესებულებები გაჩნდა – სკოლა, აფთიაქი, ექიმი, სტომატოლოგი და ახალი მაღაზიები.

image-1706353391.jpg