მსოფლიოს რომელ ქვეყნებში ითვლება საყვარლის ყოლა "ნორმალურად"? | Allnews.Ge

მსოფლიოს რომელ ქვეყნებში ითვლება საყვარლის ყოლა "ნორმალურად"?

ურთიერთობებში ღალატის თემა ამოუწურავია. ღალატის მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის ყურადღების ნაკლებობაც, თუმცა საყვარლებს იმიტომ არ იჩენენ რომ მათთან ერთად გამოფენებსა თუ კინოპრემიერებს დაესწრნონ.

განმსაზღვრელი ფაქტორი მაინც სექსია. შედეგები, რომელიც შეიძლება ღალატს მოჰყვეს შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადი, მაგრამ ნუთუ ყველა ქვეყანაში ასე მტკივნეულად განიცდიან საყვარლის ყოლას? - არა. არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, სადაც საყვარლის ყოლა სრულიად ნორმალურია.

იაპონია

2024012814445086669-1706514701.jpg

ქალებს სასტიკად ეკრძალებათ საყვარლის გაჩენა, მაშინ როდესაც საზოგადოება მამაკაცების მიმართ გაცილებით ლმობიერია. საქმე იმაშია, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ საყვარლის გაჩენა და ეს "ამომავალი მზის" ქვეყანაში სრულიად ნორმალურად აღიქმება.

მეტიც, მამაკაცს შეიძლება ქორწინების მიღმა რამდენიმე ურთიერთობაც კი ჰქოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას ფინანსურად ყველა ქალის უზრუნველყოფა შეუძლია, ხოლო ძველ დროში მამაკაცს ქალების რამდენიმე მიზნით არჩევის უფლება ჰქონდა. გეიშასთან მას ინტელექტუალური საუბრები აკავშირებდა, ცოლთან ის შთამომავლობის გაგრძელებაზე ზრუნავდა, ხოლო მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ის უბრალოდ სიყვარულით კავდებოდა.

კორეა

კორეაში სამოქალაქო ქორწინება დიდად არ უყვართ. მათთვის ურთიერთობის ეს ფორმატი აკრძალულ ხილს წარმოადგენს, თუმცა ეს მამაკაცებს ცოლების ღალატში ხელს მაინც არ უშლით. მათ თავიანთი საყვარლები კარაოკე ბარებში სრულიად თავისუფლად და დაუფარავათ დაჰყავთ, მაშინ როდესაც ცოლს განქორწინების მოთხოვნის უფლება მაშინაც კი არ აქვს თუ ქმარი სახლში ღალატის აშკარა ნიშნებით ბრუნდება.

საფრანგეთი

2024012814570086669-1706514777.jpg

რაც შეეხება ფრანგებს, ამ მხრივ ისინი ცოტა ფრთხილები არიან, რადგან აშკარა ღალატმა შეიძლება მათ ქორწინებას საბოლოოდ ძირი გამოუთხაროს, ამიტომ ისინი საყვარლებს ფარულად იჩენენ. ამ ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის საყვარლის ყოლა სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება.

ტაილანდი

ინტიმურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ტაილანდელები ძალიან ლოიალურები არიან. ამ ქვეყნის მაცხოვრებლის მიერ სხვისთვის ინტიმური მომსახურების გაწევის შემთხვევაში, იქნება ეს ქალი თუ კაცი, მას არავინ გაკიცხავს. მეტიც, თუ ტაილანდელი ქალი ურთიერთობას უცხოელთან ფულის გამო დაამყარებს, ამის შესახებ ის საკუთარ ქმართან აუცილებლად დაიკვეხნის. იხილეთ სრულად