სოფიკო შევარდნაძის სახლი-სასტუმრო – როგორ ბინაში ცხოვრობს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილი ჯერჯერობით არ არის დაქორწინებული და ბინაში მარტო ცხოვრობს. თბილისში დაბადებულმა ბავშვობა პარიზში გაატარა, უმაღლესი განათლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო, მცირე ხანს ბოსტონში მუშაობდა, 2006 წლიდან კი მოსკოვში დაფუძნდა. რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი 1914 წელს აშენებულ ბინაში ცხოვრობს .
სოფო შევარდნაძე, აცხადებს, რომ თურმე ყოველთვის ოცნებობდა სასტუმროში ცხოვრებაზე. ახლა მისი ბინა ნამდვილად ჰგავს სასტუმროს.
ბინაც მოსკოვში ამოარჩია, ისტორიული. სახლი ცნობილი არქიტექტორის ვლადიმერ გლაზოვის მიერაა აშენებული. 1920-იან წლებში აქ ცნობილი ლიტერატურული კლუბი ფუნქციონირებდა, სადაც რეგულარულად დადიოდნენ ბულგაკოვი, ტოლსტოი და სხვანი.
ინტერიერის გაფორმება სოფიკომ ბავშვობის მეგობარს, აფხაზ დიზაინერსა და მხატვარს გია ჩაუშბას ანდო.
”მინდოდა, რომ ეს სივრცე მე დამსგავსებოდა, გია მე კარგად მიცნობს და ზუსტად განახორციელა ეს იდეა. მე მიყვარს ექსპერიმენტები, მალე მბეზრდება ყველაფერი და ამ ბინაშიც ბევრი ექსპერიმენტია”.
სოფო შევარდნაძე ამბობს, რომ უბანი, სადაც ის ცხოვრობს, ერთ-ერთია მოსკოვში იმ იშვიათ ადგილებს შორის, სადაც მეზობლები არ გადაჩვეულან ურთიერთობას და სადაც დარჩა სასიამოვნო ადგილები ფეხით სეირნობისთვის.