შოკისმომგვრელი ფოტოები ჩინური ხორცის ფესტივალიდან, სადაც ათასობით ძაღლსა და კატას კლავენ
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ბარბაროსული ტრადიცია - ჩინური ხორცის ფესტივალი, ყოველწლიურად იმართება. პრესაში ხშირად ვრცელდება სამზადისის ამსახველი შოკისმომგვრელი კადრები.
როგორც ცნობილია, ხორცის ფესტივალზე ათასობით ძაღლს კლავენ და საკვებ ხორცად ყიდიან. ფესტივალზე იყიდება კატის ხორციც. ბრიტანული გამოცემა dailymail გალიებში გამომწყვდეული იმ შინაური ცხოველების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც დასაკლავად ჰყავთ გამზადებული.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები თავს არ ზოგავენ, რომ ეს საშინელი ტრადიცია მოსპონ, ჯერჯერობით ფესტივალი არცერთხელ არ ჩაშლილა.
გამოცემის ინფორმაციით, რესტორნები უკვე მზად არიან კლიენტების მისაღებად. ბევრი ცხოველი კი, რომლებიც ჩინეთის ყველა კუთხიდან ჩამოჰყავთ, ტრანსპორტირებისას იღუპება.
ფესტივალში რამდენიმე რესტორანი მონაწილეობს და თითოეულს ერთდროულად 200-300 კლიენტის გასტუმრება შეუძლია.
იხილეთ: ჩინური სამზარეულოს ყველაზე შემზარავი საკვები, რომლის ნახვის შემდეგ შიმშილის გრძნობას დაკარგავთ!
10 ყველაზე საშიში საკვები მსოფლიოში, რომელსაც სიკვდილის გამოწვევა შეუძლია