"ზღაპრის ბოლო კეთილია..." - მერაბ სეფაშვილის პირველი კომენტარი: როგორ შეიქმნა სიმღერა, რომელიც გამარჯვების ჰიმნად იქცა
26 მარტს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრების დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. საფეხბურთო მატჩის დროს, ქართველი გულშემატკივრების ტრიბუნებიდან თითქმის უწყვეტად ისმოდა მერაბ სეფაშვილის სიმღერა "გაიღიმე”, რომელიც პირველად 2001 წელს შეასრულა მომღერალმა.
27 მარტი გათენდა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში, ქუჩებსა და ყველა იმ ადგილას სადაც გულშემატკივრები იკრიბებიან, ისევ ისმის სიმღერა "გაიღიმე“. აღმოჩნდა, რომ სიმღერა, რომელიც წლების წინ სპორტის გულშემატკივრებისთვის არ დაწერილა, ახლა უკვე საქართველოს ნაკრების გამარჯვებასთან ასოცირდება.
როგორც "ნეტგაზეთთან“ ნაკრების „ქომაგების“ წევრს, ბექა ნოზაძეს ამბობს, გულშემატკივრებმა პირველად 2018 წელს ლატვიაში იმღერეს, როცა ნაკრებს გასვლით შეხვედრაზე თან ახლდნენ.
სიმღერა ნამდვილად პოზიტიური, მხარდამჭერი და ოპტიმისტურია. სიტყვები, "შენთვის, შენთვის ვმღერი ზღაპრის ბოლო კეთილია შენთან, შენთანა ვარ ნურაფრის ნუ გეშინია შენთვის, შენთვის ვმღერი ზღაპრის ბოლო კეთილია“ - ჯადოსნური აღმოჩნდა ნაკრებისთვის. გულშემატკივრების ნაწილი დღესაც ამბობს, რომ ეს სიმღერა ჩვენი ნაკრების ჰიმნად იქცეს.
სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი მერაბ სეფაშვილთან, რომელიც როგორც ყველა ქართველი გუშინდელი წარმატებით ძალიან ბედნიერია
- ბატონო მერაბ, მეორე დღეა მთელი საქართველო თქვენს სიმღერას მღერის, როგორი იყო თქვენი ემოცია, ხალხი ამბობს, დღეიდან "გაიღიმე" საფეხბურთო ჰიმნი იყოს...
- ჰო, რა ვიცი, იყოს, ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ, რომ ბიჭებმა ასე გვასახელეს. არაჩვეულებრივი განცდებით ვარ, დიდი ბედნიერებაა. სტადიონზე არ ვყოფილვარ, სახლში ვუყურებდი თამაშს. იხილეთ სრულად