"დღე და ღამე ჩავჭრიტე წიგნსა და ქართული ასოები გავიცან" - ინტერვიუ ფერეიდნიდან, სადაც სამშობლო 400 წლის შემდეგაც ძლიერ უყვართ
ფერეიდნელი ქართველების შესახებ არაერთხელ წაგვიკითხავს და მოგვისმენია მედიის საშუალებით. თუმცა, დამეთანხმებით ძალიან რთულია იმის გააზრება თუ რას უნდა გრძნობდნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი მიწა-წყალი, სამშობლო, 400 წლის წინ იძულებით დაატოვებინეს და ამ დროის გასვლის შემდეგაც თაობები არ კარგავენ საკუთარ იდენტობასა და ფესვებს.
ისტორიული წყაროების მიხედვით, 1616 წელს შაჰ-აბასმა 100 000-მდე ქართველი უმთავრესად კახეთიდან და ჰერეთიდან ირანის პროვინციებში, ხორასანში, ისპაჰანსა და ფერეიდანში გადაასახლა.
ურთულესი პირობების გამო მათი უმრავლესობა გასპარსელდა, თუმცა, ფერეიდანში დასახლებული ქართველების ჯგუფმა შემოინახა ქართული ენა და ტრადიციები. ფერეიდნელი ქართველები მხარის 14 სოფელში ცხოვრობენ. სოფლებს დღემდე აქვს შემორჩენილი ქართული სახელები: მარტყოფი, ნინოწმინდა, თელავი, ვაშლოვანი და სხვა.
ფერეიდნელ ქართველებს შორის არაერთი წარმატებული ადამიანია. ისინი ფართოდ არიან წარმოდგენილები ირანულ საზოგადოებაში და ხშირად საკმაოდ მაღალ პოზიციებსაც იკავებენ. ზოგიერთმა მათგანმა არაერთი წინაღობის მიუხედავად მაინც მოახერხა საკუთარი წინაპრების ოცნების ასრულება და საქართველოს ესტუმრა.
საოცარი და იშვათი გრძნობაა, როდესაც საქართველოდან ასე შორს ასე ძალიან უყვართ სამშობლო და მის სიყვარულს თაობიდან თაობას გადასცემენ.
Allnews ერთ-ერთ გამორჩეულ და საამაყო ფერეიდნელ ქართველს, აბოლყასემ აჰმადს დაუკავშირდა, რომელიც ფერეიდნის ქართველებისა და საკუთარი მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ამბებს გვიზიარებს.
აბოლყასემ აჰმადი
- ბატონო აბოლყასემ, გვიამბეთ თქვენს შესახებ, როდის ისწავლეთ ქართულად წერა-კითხვა და დაინტერესდით სამშობლოთი, რომელიც არასოდეს გენახათ?
- გამარჯობა მოგესალმებით ყველა საქართველოს ხალხსა, და მთეილი მესოფლეოში სადაც ემიგრანტი ქართველები ცხოვრობენ, ვინც ჩემი გულის ხმას იგონებს ვინც ჩონი ისტორია იცის და იგონებს ცრემლსა ღრის სიხარულით! ემისთი რო ოთხასი წელია ჩონი სამშობლოსყე შორსა ვართ , და დღევანდელი დღემდი ქართული ენა კარგად შოგინახავ ირანში. ადამიანობის შუა საზღვარი არარი სუყელა და , და, ძმეიბი ვართ ძალა და დიდობა ერთობაში არი .
მე ვარ აბოლყასემ აჰმადი მიანდაშთი ჰეიდარის ძე. დავიბადე 1972 წელს ფერეიდანში. ისპაჰანის პროვინციაში ( ბუინ მიანდაშთის ) რაიონი ვცხოვრობ სოფელი თორელში. ჩემი მეუღლეც ქართველია. მყავ ერთი გოგო და ბიჭი. ფერეიდანში ვმუშავობ და მუშა კაცი ვარ. ბავშვობიდან დედა ენა ძალიან მიყვარდა, მაგრამ სასწავლო ქართული წიგნები არ გვქონდათ. ჯარის კაცი რომ ვიყავ პაკისტანის საზღვარზე ერთი ქართველი ფერეიდუნშაჰრელი (მარტყოფი ) ჩემი მეგობარი იყო ბატონი ალი თარვერდი. მან მომცა ქართული ანბანის წიგნი. ამ დღეს ძალიან დიდი სიხარული დღე იყო. ჩემთი ქართული ასოებსა არ ვიცნობდი ფოტოებზე, უჭრიტე და ნელა, ნელა დავიწყევ წერა კითხვა. დღე და ღამე ჩავჭრიტე წიგნსა და ქართული ასოები გავიცან. მართლაც ამ დღეს საქართველოს სარკეში უჭრეტევდი!
აბოლყასემ აჰმადი ოჯახთან ერთად
დღე და ღამე ჩემი ფიქრი იყო ქართული დედა ენა კიდევ გავიცან. კარგი ნამდვილი ქართველი კაცი სოფელი ბოინში ბატონი ფაზლოლაჰ ალაი მკერავი იყო, ქონდა ქართული წიგნი და ნახა მე ძალიან მიყვარს ქართული. მან წიგნი მე მაჩუქა რაც ჩემ გულსა უნდოდა მოვნახე. ბატონი ალაის მამა მოლა მაჰამადჰოსეინი ამ დროსა ამბაკო ჭელიძეს მასპინძელი ყოფილა სოფელი ბოინში ეს წიგნი რომელიც ადრე ამბაკო ჭელიძემ თან წამაიღო ირანში. გავიცან კარგი მეგობრეიბი ქართული სოფელი მარტყოფში ბატონი საიდ მულიანი და შემდეგ ინტერნეთით დავუკავშირდი საქართველოს ენათმეცნიერებს, ირანისტების ოსტატებს და პროფესორებსა, უნივერსიტეტებში და ბევრი რაღაცები ვისწავლე ძალიან კარგად გავიცან ჩვენი სამშობლო საქართველო.
- მოგვიყევით თქვენი მოღვაწობის შესახებ. ვიცით რომ ძალიან მნიშვნელოვან ქართულ საქმეს აკეთებთ- დაწერილი გაქვთ წიგნები. ახლა მუშაობთ ეთნოგრაფიული მუზეუმის შექმნაზე ფერიდანში
- 2008 წელს ქართველ ენათმეცნიერთა პირველი ჯგუფი იყო ჩემი სტუმრები ფერეიდანში სოფელი თორელი (მიანდაშთი) და დამისვეს კითხვები ფერიდნის ქართულ დიალეკტზე რამაც გამაფრთხილა ჩემი ღირებული დედა ენაზე. ამის შემდეგ ჩავიწერე ძველი ქართული სიტყვები ,ანდაზები, ლექსები , იავნანები, შევადარე ისინი დღევანდელი ქართული ენას საქართველოში შემდეგ შევაგროვე ძველი ნივთექი და ჭურჭლები რაღაც ადრე ჩვენი წინაპრების სახლის იარაღი იყო. სამწუხაროდ რაღაც მე ნერვიულობ სწრაფად ცხოვრება იცვლების და მეტობა უპატრონობის ხელით დაიქცივა! ჩემი სოფელში ადრე ათორმეტი კომლი ერთი ეზო კარში ცხოვრობდეს კარგი მეზობლობა და და ძმობა სოფელში და მინდორის საქმებში ერთმანერთსა ხელზე კიდევდეს. სოფელის დიდი კაცი იყო ( ქადხოდა ) ყველა ხალხი უჯერებდის.
ეხლა მინდა გითხრა, როდისაც საქართველოსყე სტუმარი გყვანდა ფერიდანში ვინახევდით ჩონი სახლებში ემისთი რო ჰოთელი და სასტუმრო არ იყო და თუც დღეს იყოს ჩვენთი სირცხვილია ქართველი სტუმარი სადმე მარტო იყოს.
ბუინ მიანდაშთის რაიონი ქართული სოფელი თორელ ბოინი
რაღაც მე ფიქრობდი სუმიდამ გავაკეთო ჩემი სოფელში ეთნოგრაფიული ქართული მუზეუმი ! ამ დღეს რო ეს წერილი გამომიგზავნე მე ვმუშავობდი მაზამანანთ ეზოკარში რაღაც ძველი ქართული სახლი იყო ოთხასი წლისი ქართველებმა აშენეს მთას კალთებზე ამ ადგილზე ნამდვილი ქართველეიბი ცხოვრობდეს მეტობამ გარდაიცვალა ღმერთმა აცხონოსყე. სახლი გასყიდულა და სხვა პატრონია რაღაც აკეთებს ახალსა ქართული არარი სამწუხაროდ! მინდა ვთქო არადროსა ვერმინ ვერ გაკეთებს ქართული არქიტექტურის ორიგინალური ხელოვნების შექმნა სახლსა !?
მე ჩემი საქმეს ვაკეთებ თავისუფალი დროს ვწერავ ქართული რაღაცებს ჩემი მოკლე ნაშრომი პარსული ენაზე დაიბეჭდა ირანში . ქართული დედა ენას სიყვარულით ცოცხალი ვართ ქართული სტუმრების მასპინძელი ყოფილვარ ჩონი რაიონი ბუინ მიანდაშთი სოფელი თორელში შემდეგ შავაგრუვე ძველი ნივთები და ყველა რომლებსაც სულიერი ღირებულება აქვე .მეგობრების დახმარებით ვცადე სტატიები წეს ჩვეულებებისა და კულტურის შესახებ .
- ბატონო აბოლყასემ, როდის ჩამოხვედით საქართველოში პირველად და როგორი გრძნობა იყო სამშობლოს მონახულება?
- პირველად 2012 წელს მეგობრებთან ერთად წმინდა ანდრიას უნივერსიტეტის მოწვევით ირანის საელჩოს თანამშრომლობით მონაწილეობა მივიღეთ ქართული ენის სასწაულო კურსებში ძალიან ბევრხანი იყო ვფიქრობდი სამშობლოზე და ამისრულდა ეს ოცნება რომ ჩვენი სამშობლო საქართველო ვნახე. ამ მოგზაურობაში ვეწვიეთ ბიბლოთეკებს , ეკლესიებსა, ეროვნული, მუზეუმს, ირანის საელჩოში , უნივერსიტეტებს, და საქართველს ლამაზი სხვა ქალაქები მცხეთა, კახეთი, სიღნაღი, რაც ბატარა სოფლეიბი რო ჩონი გზაში იყო და გავირაეთ მანქანით. ძალიან კარგი დღეიბი იყო ძალიან მიხაროდა ჩემი მთელი ცხოვრებაში ერთი კვირას ბედნიერი ვიყავ. საქართველოს გულთბილი ხალხი სადაც გაიგებდეს ფერეიდანის ქართველეიბი ვართ სიხარულით ცრემლსა ღრიდეს კოცნიდეს. მეტობამ ჩვენი ისტორია იცოდა რო ოთხასი წელია საქართველოსყე შორსა ვართ. კიდევ მინდა გითხრა ამ დღესა გავიცანით საქართველოს ძვირფასი ხალხი, საქართველოს ისტორია პოეტები და ბევრი რაღაცები ვისწავლეთ უნივერსიტეტში. მინდა მადლობა გადავიხადო ჩვენი ორი ქვეყნის კარგი ურთიერთობის შუა ირანი და საქართველოს.
- გვიამბეთ როგორია ფერეიდანში ქართველების ცხოვრება? რა ტრადიციებს იცავენ? საუბრობენ თუ არა ქართულ ენაზე?
- შაჰ-აბასის მიერ გადაყვანილ ქართველეიბი ფერეიდანში დასახლდნენ. ქართველებმა დაიწეს მეურნეობა და იყვნენ მესაქონეელები. შემდეგ ქართველებმა დროს განმავლობაში ირანული სკოლებში ისწავლეს პარსული ენა და ირანული მნიშვნელოვანი უნივერსიტეტებში სწავლობის შემდეგ გაიზარდნენ ექიმები, ენის მეცნიერები, ინჟინერები და სხვა.
ფერეიდნელი ქართველებმა ოთხას წელს შეინარჩუნეს ქართული დედა ენა ირანში და გადაიცეს მომავალ თაობას. ეხლაც კი ფერეიდნელ ქართველეიბი ქართულად ლაპარაკობენ და ისწავლიან წერა კითხვას. ქართული სკოლებში ფერიდანის ქართველის მიზანი უნდა ეს იყოს სუმიდამ თავის დედა ენა ცოცხარი შაინახოს. სახლში ქართული ენათ დაიბნან და ბავშვებსა ქართული ენა ასწავლონ.
- ხშირად ჩამოდიან თუ არა ირანში, ფერეიდნის მოსანახულებლად საქართველოდან?
- 1894 წელში ლადო აღნიაშვილი პირველი ადამიანი იყო, ვინც ჩამოვიდა საქართველოდან ფერეიდანში ქართველეიბის სანახვად . კიდეც 1924 წელს ჩამოვიდნენ ამბაკო ჭელიძე და მისი მეუღლე ფერეიდანში ქართველეიბის სანახვად ამბაკომ საქართველოში დაბრუნებისის გამოიცა წიგნი ფერედნელ ქართველებზე რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წიგნი ირანის ქართველებზე. ეს წიგნი გადაითრგმნა და გამოიცა 2017 წელზე ფერეიდანში პარსული ენაზე. ბატონი ლადო სეფიაშვილის მიერ 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ირანის და საქართველოს შორის ურთიერთობები გაფართოვდა და დაიწყო ბევრი ტურისტი ჯგუფეიბი, ენათმეცნიერები, ირანისტები, პროფესორები და უნივერსიტეტის სტუდენტები იმოგზავრეს ირანში, სადაც ქართველეიბი ცხოვრობენ მაზანდარანში ხუზესტანში ფერეიდანში და სხვა პროვენციაში.
მართლაც დღესა ჩვენი ფერეიდანის ქართველებზე ბევრი კარგი საქმე გაკეთეს საქართველოს ენათმეცნიებმა. რაღაც ამ დროსა ჩაიწერეს ფერიდნშლი ძველი ქართული სიტყვეიბი, ლექსები, ზღაპრები, ანდაზეიბი, იავნანები. ყველა დაიბეჭდა ბევრი წიგნი ფერეიდანის ქართველებზე კიდევ დაიბეჭდა გერმანიაში. გერმანული ენაზი და ინგილისურად და ილიას უნივერსიტეტში დაიბეჭდა ირანისტი წიგნეიბი მაზანდარანის ქართველექზე და ფერეიდანის ქართველებზე. დაიბეჭდა წიგნეიბი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში , ბათუბის შოთა რუსტაველის უნივერსიტეტში, კავკასის უნივერსიტეტში.
ფერეიდნელი ქართველები
- როგორ ფიქრობთ რა უნდა გაკეთდეს ფერეიდანში ქართული იდენტობის შესანარჩუნებლად?
- ქართული ენა რომელსაც ფერეიდანში ვლაპარაკობთ ძალიან ძველია და ამის შანახვა ძნელია. დღეს არამარტო ქართული ენა ირანში ბევრი ენა ადრე მესოფლეოში ყოფილა და გამქრალა. ეხლაც სუყელგან ნერვიულობენ ენაზე. ემისთი რო ცხოვრება იცვლების, ჩონი ახლო მეზობელი სოფლები არიან სომხები,თურქები, და ბახტიარები, მინახავ და ვიცი მეტობა თავინთ ბავშვები პარსული ენაზე ლაპარაკობენ.
ჩემი ერთი მეგობარი ბატონი ჰაიგაზ მირზახანი იყო სომხური სოფელი ზარნა (ბოლორან ) მითხრა ჩონ ახალგაზრდები რო წავიდეს ევროპაში სომხური ენა დაიმიწყეს და ინგილისურად ლაპარაკობენ. სამწუხროდ ვნახე ნერვიულობდა ენაზე. როგორ უნდა შავინახოთ ქართული ენა ადრე არც ქართული წიგნი არც ქართული სკოლა იყო ფერეიდანში და დღემდი შავინახეთ. მე არც წერა ვიცოდი, არც კითხვა. როგორ ვისწავლე ქართული წერა კითხვა, დედა ენას სიყვარული ჩემი ფიქრიყო. დღეს ყველას სახლში ინტერნეტი აქ და ბევრი ქართული წიგნეიბი აყე და ქართული სკოლაც ღია არი ფერეიდანში. სირცხვილია თუ ვინმემ თავის დედა ენა არ იცოდეს.
კიდევ ესეც მინდა დავამეტო ბატონი პროფესორ ტარიელ ფუტკარაძე 2014 წელს ჩამოვიდა ფერეიდანში და ქართველობის მდგომარეობა ფერეიდანში ნახა.
მისი აზრით უნდა გაძლიერდეს ქართული ენა ფერეიდანში დღეს ფერეიდუნშაჰრშის რაიონი და ბუინმიანდაშთის რაიონში ქართული სკოლეიბი არსებობს და ქართველები წერა კითხვას ისწავლიან. ამაყობენ რომ ქართველები არიან . ყველას უნდა უყვარს საქართველოში იმგზავროს. ბოლოზე ამას ვიტყი ფერეიდნელი ქართველებს საქართველოს დახმარება სჭირდების ...
ავტორი: ბექა ბერიაშვილი