რამდენი ადამიანი ესწრებოდა 28 აპრილს აქციას რუსთაველზე? - პროგრამის მეშვეობით დათვლილია ადამიანთა დაახლოებითი რაოდენობა
28 აპრილს რუსთაველზე აქცია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართა, რომელშიც უამრავი ადამიანი მონაწილოებდა.
აქციაზე დამსწრეთა რაოდნეობა ქვეყანაში ხშირად განხივლისა და სპეკულაციის საგანი ხდება.
გთავაზობთ, World Military / ანალიტიკა-ს პოსტს, სადაც სპეციალური პლატფორმის მეშვეობით დემონსტრაციაში მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობაა გამოთვლილი.
"დღევანდელი აქციიდან გავრცელებული დრონის რამდენინე კადრის გათვალისწინებით, საპროტესტო მსვლელობა რომელიც გადაჭიმული იყო რუსთაველის მეტროდან, რესპუბლიკის მოედნის გავლით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე.
კვადრატულ მეტრზე საშუალო სიმჭიდროვით, რაც არის 1მ² -ზე 3 ადამიანი, გვაძლევს მოცემულობას, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაახლოებით 106 000 ადამიანი იმყოფებოდა."- წერია პოსტში.