მეცნიერი ქალების აღმოჩენები და გამოგონებები, რომლებიც მამაკაცებს მიაწერეს
ისტორიის განმავლობაში ქალებმა მეცნიერებაში უამრავ ტექნოლოგიურ მიღწევებს დაუდეს საფუძველი და კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებიც გააკეთეს. თუმცა, ბევრი მათგანი ჩრდილქვეშ დარჩა და მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაიწყეს მათზე საუბარი.
წარმოგიდგენთ მეცნიერ ქალებს, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები ეკუთვნით:
ლიზ მეიტნერი: ბირთვული დაშლა
ლიზ მეიტნერმა აღმოაჩინა ურანის ნამდვილი ძალა - კერძოდ ის, რომ ატომის ბირთვები ზოგიერთი რეაქციის დროს იყოფა. სამწუხაროდ, აღმოჩენა მიაკუთვნეს მის ლაბორატორიულ პარტნიორს ოტო ჰანს, რომელმაც 1944 წელს ნობელის პრემია მიიღო ქიმიაში.
მარგარეტ ნაიტი: ქაღალდის ჩანთა კვადრატული ფსკერით
1868 წელს მარგარეტ ნაიტმა გამოიგონა მანქანა, რომელიც კეცავდა და ქმნიდა ბრტყელ, კვადრატულ ფსკერიან ყავისფერ ქაღალდის ჩანთებს. მაღაზიაში მოდელის შემუშავებისას, კაცმა, სახელად ჩარლზ ანანმა მოიპარა იდეა და დააპატენტა. მოგვიანებით ნაიტმა შეიტანა სარჩელი და მოიპოვა მასზე უფლებები 1871 წელს.
ადა ლავლეისი: კომპიუტერული ალგორითმი
1800-იანი წლების შუა ხანებში ადა ლავლეისმა დაწერა ინსტრუქციები პირველი კომპიუტერული პროგრამისთვის. თუმცა, როგორც წინა შემთხვევებში, აღიარება ამ შემთხვევაში გამომგონებელ ჩარლზ ბაბიჯს ხვდა წილად.
ნეტი სტივენსი: სქესის ქრომოსომა
ნეტი სტივენსმა აღმოაჩინა კავშირი ქრომოსომებსა და სქესის განსაზღვრას შორის. სამწუხაროდ, მასზე ადრე ნაშრომი მისმა კოლეგან ე.ბ. უილსონმა გამოაქვეყნა და ეს აღიარებულია როგორც მისი აღმოჩენა.
ჰედი ლამარი: უკაბელო კომუნიკაცია (wifi)
უსადენო კომუნიკაციისთვის მადლობა ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰედი ლამარს ეკუთვნის. მეორე მსოფლიო ომის დროს, იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა ჯორჯ ანტეილთან, რათა შეემუშავებინა „სიხშირის ვიბრაციის“ იდეა, რომელიც თავიდან აიცილებდა სამხედრო რადიოების გაფუჭებას. სამწუხაროდ, აშშ-ს საზღვაო ფლოტმა უგულებელყო მისი პატენტი. წლების შემდეგ, ის ხელახლა აღმოაჩინა სხვა მკვლევარმა.
მარიონ დონოვანი: ერთჯერადი საფენები
მარიონ დონოვანის პირველი პატენტი იყო საფენის საფარი. მოგვიანებით მან დაამატა ღილაკები, რამაც გააუქმა უსაფრთხოების ქინძისთავები. მისი ორიგინალური ერთჯერადი საფენი საშხაპე ფარდებით იყო დამზადებული, ხოლო ბოლო ნაილონის პარაშუტის ქსოვილისგან. იხილეთ სრულად