თქვენ გისმენენ! - 7 ნიშანი, რომ თქვენი ტელეფონი შესაძლოა გატეხეს და უსმენენ | Allnews.Ge

თქვენ გისმენენ! - 7 ნიშანი, რომ თქვენი ტელეფონი შესაძლოა გატეხეს და უსმენენ

აბონენტზე მეთვალყურეობა სხვადასხვა გზით შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ თუ სატელეკომუნიკაციო ოპერატორის აღჭურვილობა არ გამოიყენება, მაშინ ბოროტმოქმედი თავს ააშკარავებს. ტელეფონი განსხვავებულად იწყებს მუშაობს, ავლენს ფონის აქტივობას.

შევაფასოთ მთავარი ნიშნები.

სმარტფონი მოულოდნელად სწრაფად იცლება. შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს თქვენს მიერ არაკონტროლირებადი აპლიკაციის ჩართვა. ჯაშუშური პროგრამები შექმნილია იმისთვის, რომ რაც შეიძლება ფარულად იმოქმედოს, მაგრამ ენერგია მაინც სჭირდებათ.

2024052821102485085-1716963601.jpg

მოწყობილობა ხურდება არა საუბრის ან სხვა გამოყენების დროს, არამედ პასიურ რეჟიმში. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ მუშაობას რაღაც პროგრამა, რომელიც რესურსებს ხარჯავს.

2024052821104685085-1716963682.jpg

სმარტფონი თქვენი ბრძანების გარეშე ითიშება, იტვირთება, ნომერს კრეფს ან აპლიკაციას რთავს. ხშირად ეს არის არა ოპერაციული სისტემის შეფერხება, არამედ გატეხვის ნიშანი.

საპირისპირო სიტუაცია: ტელეფონს ვერ თიშავთ. გამორთვის ნაცვლად იხსნება სხვადასხვა აპლიკაციები, განათება და ა.შ.

უცხო ნომრები ჩნდება ზარების ჟურნალში ან იღებთ სმს შეტყობინებას ნაცნობი აბონენტისგან, მაგრამ შეტყობინება უცნაურად გამოიყურება. მაგალითად, იწყება ასოების ან სიმბოლოების უაზრო ნაკრებით.

სავარაუდოდ, მესიჯებს ჰაკერი აგზავნის. გახსენით შეტყობინება და თქვენი სმარტფონი თავად ჩამოტვირთავს ვირუსის პროგრამას.

2024052821113885085-1716963740.jpg

სატელეფონო საუბრისას ისმის ხმაური ან ექო. ან გირეკავენ და მაშინვე თიშავენ. ეს ყოველთვის არ არის გამოწვეული ოპერატორის ქსელთან დაკავშირებული პრობლემებით: შესაძლებელია, ვიღაც აქტიურად ცდილობს თქვენს სმარტფონში შემოღწევას.

განაგრძეთ კითხვა- როგორ დავიცვათ სმარტფონი?