პირველი საქორწინო ღამის უფლება- რას ნიშნავდა ეს ბარბაროსული ტრადიცია და რატომ იყო ნორმა ძველ დროში? | Allnews.Ge

პირველი საქორწინო ღამის უფლება- რას ნიშნავდა ეს ბარბაროსული ტრადიცია და რატომ იყო ნორმა ძველ დროში?

პირველი საქორწინო ღამის უფლება, რომელსაც ჩვენ დღეს ბარბაროსულ და დამამცირებელ ჩვეულებად მივიჩნევთ, ადრე ასე მძაფრად არ აღიქმებოდა. პირველ საქორწინო ღამეს პატარძლის გადაცემა შამანისთვის, ფეოდალისთვის, ნათესავისთვის ან უბრალოდ გამვლელისთვის ყველაზე ხშირად ყველასთვის სასარგებლო იყო საქმროს გარდა.

რატომ იღებდნემ პატარძლები ასე მშვიდად ინტიმური ცხოვრების დასაწყებად ამ არაბუნებრივ გზას?

ევროპის უმეტეს ქვეყნებში პირველი საქორწინო ღამის უფლება ფეოდალს ეკუთვნოდა. მას შეეძლო თავისი ვასალისგან ჩვეულების შესრულება მოეთხოვა და მას საცოლე ყოველგვარი შეპასუხების გარეშე უნდა დაეთმო.

2024060516123589693-1718259648.jpg

როგორც ცნობილია, პატარძალს ან საქმროს შეეძლოთ საკითხი ფინანსურ დონეზე გადაეტანათ და ბატონისთვის გამოსასყიდი გადაეხადათ. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო გადახდისუნარიანობაზე, ასევე გრძნობების სიძლიერეზე და ფულთან განშორების სურვილზე.

იმდროინდელი რიგითი ადამიანების უმეტესობა ქალწულობის პატივს საკმაოდ მშვიდად ეპყრობოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ გოგონას არ დაზარალდებოდა, თუ ჰერცოგი ან პრინცი მოითხოვდნენ მას და ფული შეიძლებოდა უფრო მნიშვნელოვანი მიზნებისთვის გამოოეყენებინათ ოჯახში. ასევე, ცოტას სურდა მიწის მესაკუთრესთან ჩხუბი და პრეტენზია რომც ჰქონოდათ, ვასალები ამჯობინებდნენ ჩუმად ყოფნას, რათა არ დაზარალებულიყვნენ.

აფრიკულ და ზოგიერთ აზიურ ტომში შამანს ან ქურუმს ჰქონდა უფლება პირველ ქორწილის ღამეზე. ამ შემთხვევაში ყველაფერი რელიგიაზე იყო დამოკიდებული და ზედმეტი კითხვა არავის უჩნდებოდა. ითვლებოდა, რომ სული ან ღვთაება გოგონასთან იზოლირებული იყო მისი წარმომადგენლის მეშვეობით. ეს რიტუალი წარმოდგენილი იყო როგორც პატარძლის სხეულიდან ბოროტი სულების განდევნა და ითვლებოდა კიდეც სამსახურად, რისთვისაც მათ დამატებით ანაზღაურებასაც აძლევდნენ.

800px-le-droit-du-seigneur-by-vasiliy-polenov-1718259661.jpg

საინტერესოა, რომ გოგონა ხშირად სარგებლობდა ამით ტრადიციით, ეს უფლება შესანიშნავი საშუალება იყო ქორწილამდე საქმროსა და მისი ახლობლებისგან ქალწულობის დაკარგვის დასამალად. ბატონთან შეთანხმება შეიძლებოდა, მაგრამ უფრო ხშირად მას თავად არ სურდა მონაწილეობა მიეღო თავისი ვასალების საქმეში. ხშირ შემთხვევაში, საქმროც არ იყო კმაყოფილი, ჯერ ერთი, მას ართმევდნენ პირველი საქორწინო ღამის უფლებას, მეორეც, ირგვლივ ყველამ იცოდა, რომ პატარძალი ბატონთან უნდა ყოფილიყო და მესამე, თავად ახალგაზრდა ცოლი ყოველთვის არ იყო კმაყოფილი ამ ვარიანტით.

პირველი საქორწინო ღამის უფლება არ იყო რეგულირებული რაიმე დოკუმენტური აქტით - ის უბრალოდ უძველესი დროიდან არსებობდა და ეგუებოდნენ მას. ფრიდრიხ ენგელსმა თავის ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნა, რომ ზოგიერთ ხალხში საქმრო იყო უკანასკნელი, ვისაც შეეძლო მოეთხოვა თავისი კანონიერი ახალგაზრდა ცოლის ფლობა.

2024060516242689693-1718259670.jpg

ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ პირველი ღამის უფლება რუსეთშიც გავრცელდა. ქრისტიანობამდელ პერიოდში პატარძალს პირველ ღამეს აძლევდნენ საქმროს მამას, უფროს ძმას ან ოჯახის სხვა გამოცდილ მამაკაცს, რათა ყველაფერი რიგზე ყოფილიყო და გოგონას თავიდანვე არ ჰქონოდა წარუმატებელი ინტიმური გამოცდილება ოჯახური ცხოვრების.

წყარო