იცოდით, რატომ ატარებდნენ ევროპელები ძველად ასეთ უზარმაზარ, მოუხერხებელ საყელოებს? | Allnews.Ge

იცოდით, რატომ ატარებდნენ ევროპელები ძველად ასეთ უზარმაზარ, მოუხერხებელ საყელოებს?

თეთრი ფერის ფართო საყელო თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი მხატვრების უამრავ პორტრეტზე შეგიძლიათ იხილოთ. ამ აქსესუარს განურჩევლად სქესისა ყველა ატარებდა. ამ უზარმაზარი მაქმანიანი საყელოების ხილვისას ადამიანს უნებურად გარკვეული დისკომფორტი გიპყრობდა, ხოლო რაც შეეხება მის ვიზუალურ მხარეს ის რბილად რომ ვთქვათ საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა. რაში მდგომარეობდა ამ აქსესუარის ტარების აუცილებლობა? საქმე იქნებ მოდის ტენდენციაში ან კონკრეტული პირის სტატუსის ხაზგასმაში იყო?

რაფის ისტორიიდან

2024061709163886669-1718607655.jpg

ამ უჩვეულო აქსესუარს რაფი, იგივე გორგერა, იგივე ფრეზა ან მეტიც, "წისქვილის ქვა" ეწოდებოდა. მრგვალი ფორმის ნაკეცებიანი, გოფრირებული უხეში საყელო XVI საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა. მისი წინაპარი კი ჩვეულებრივი საყელო იყო, რომელსაც კაცები მრავალი საუკუნის განმავლობაში ატარებდნენ.

გორგერას ზომა თავდაპირველად მოკრძალებული იყო. ის ჩაცმულობის დამატებით დეტალად ითვლებოდა, თუმცა მისი გამოჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოდაში ნამდვილი ბუმი დაიწყო - უფრო კონკრეტულად კი 1564 წელს ინგლისში ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით სახამებლის დამზადება ისწავლეს.

ახლა სახამებელში ამოვლებული აქსესუარები უწინდელთან შედარებით ფორმას გაცილებით უფრო დიდხანს ინარჩუნებდნენ და მათი დასველება თავსხმა წვიმაშიც კი არ იყო მარტივი, სწორედ მაშინ გამოჩნდნენ "ექსპერიმენტატორები", რომლებიც სახამებელიან საყელოს ზომისა და სიგანის გაზრდას შეეცადნენ, მათი იდეა მალევე სხვებმაც აიტაცეს. თავიდან რაფი საყელოზე იყო მიმაგრებული, მაგრამ შემდეგ ის გარდერობის დამოუკიდებელ ელემენტად იქცა, რომლის მოხსნაც შეიძლებოდა, რაც მის მოვლასა და შენახვას კიდევ უფრო იოლს ხდიდა. მასიური საყელოს შესაქმნელად სელის ქსოვილი გამოიყენებოდა.

2024061709094686669-1718607689.jpg

რაფის შესაქმნელად საჭირო იყო არა მხოლოდ ნაჭრის სახამებელში ამოვლება, არამედ მისი დაპრესვა, რკინის მსგავსი სპეციალური ხელსაწყოთი გაშრობა, გარკვეული სახით გოფრირება და საყელოსთვის ფორმის მისაცემად ლითონის ჩარჩოს დაყენება. საყელომ "საწისქვილის ქვის" სახელწოდება იმის გამო მიიღო, რომ 20 სანტიმეტრიანი დეტალისთვის დაახლოებით 5 მეტრი ქსოვილი იყო საჭირო, რომელსაც 600 ნაკეცად პრესავდნენ.

2024061709150686669-1718607705.jpg

და მაინც რატომ ატარებდნენ გორგერას?

გორგერას ტარების მიზანი - პიროვნების სოციალური სტატუსის, მისი მნიშვნელობისა და სიმდიდრის ხაზგასმა იყო. ამ ნივთის ფასი იმდენად მაღალი იყო, რომ მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ საკუთარი თავისთვის მისი შეძენის უფლება მიეცათ - რიგით ლონდონელს მის შესაძენად რამდენიმე თვის ხელფასი სჭირდებოდა. საყელოს მოუხერხებლობას ასევე თავისი განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა. თუ ადამიანს შეეძლო თავისთვის რაფის ტარების უფლება მიეცა, ეს ნიშნავდა რომ მას რიგითი მუშის სამუშაოს შესრულება არ უწევდა. იხილეთ სრულად