იცოდით, რატომ ატარებენ ებრაელები ბეწვის უცნაურ ქუდს?- საიდან იღებს სათავეს "შტრაიმლის" ტრადიცია? | Allnews.Ge

იცოდით, რატომ ატარებენ ებრაელები ბეწვის უცნაურ ქუდს?- საიდან იღებს სათავეს "შტრაიმლის" ტრადიცია?

ებრაული ტრადიცია მოითხოვს რომ ყველა ებრაელმა თავდახურული იაროს, ამიტომ ისინი ხშირად შეიძლება თავზე კიპით იხილოთ, მაგრამ არიან ებრაელები, რომლებიც კიპას გარდა, თავზე უზარმაზარ ბეწვის ქუდებსაც ატარებენ.

ამ ქუდს "შტრაიმლი" ეწოდება. მას ყველა ებრაელი არ ატარებს. "შტრაიმლი" ყველაზე გავრცელებული ჰასიდებს შორის არის, ისინი მას როგორ წესი, შაბათს და ებრაულ დღესასწაულებზე ატარებენ.

shtreimel-2b-1718863070.jpg

ჰასიდიმები - რაბინული იუდაიზმის ერთ - ერთი სექტაა, რომელიც მე-18 საუკუნეში აღმოსავლეთ ევროპაში წარმოიშვა და ღმერთის ემოციურ შეცნობაზე აქცენტირებს. "შტრაიმლს" ასევე ლიეტუველებიც ატარებენ - ის უედეველები, როგორც წესი, ლიეტუვის დიდი საჰერცოგოდან არიან წამოსული. ჰასიდიზმისგან განსხვავებით, ლიეტუველები აქცენტს თალმუდის ინტელექტუალურ შესწავლაზე აკეთებდნენ და არა ემოციურ განცდებზე. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ "შტრაიმლს" მხოლოდ მამაკაცები ატარებენ. ისინი ქუდს ჩვეულებრივ ქორწილის ან ბარ -მიცვას შემდეგ ატარებენ. ბარ-მიცვა - იუდაიზმში სრულწლოვანების მიღწევას ნიშნავს.

"შტრაიმლის" მოკლე ისტორია

"შტრაიმლის" წარმოშობის ერთი ვერსია არ არსებობს, თუმცა ყველა მათგანი აღმოსავლეთ ევროპას უკავშირდება, სადაც ლიეტუველები და ჰასიდიმები წარმოიშვნენ. საყოველთაოდ აღიარებული ვერსიის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის ებრაელებმა თავადაზნაურობის თავსაბურავების ფორმა საკუთარ თავზე მოირგეს. ეს დაახლოებით მე-17 საუკუნეში მოხდა, როდესაც ბეწვის ქუდები გავრცელებული იყო მონარქებს, მთავრებს, ბოიარინებსა და დიდებულებს შორის.

2024061019061886669-1718863148.jpg

სხვა ვერსიის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის ებრაელებს საჯარო დამცირების მიზნით ცხოველის კუდი უნდა ეტარებინათ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ქუდი თავიანთი სიამაყის სიმბოლოდ აქციეს. სავარაუდოა, რომ ებრაელები უბრალოდ იმდროინდელ მოდას მიჰყვებოდნენ, ვინაიდან მათი ჰასიდელი და ლიტველი მასწავლებლები "შტრაიმლებს" ატარებდნენ, ამიტომაც მათ მიბაძეს და გადაწყვიტეს თავიანთი მასწავლებლების ვიზუალური იმიჯი კულტად ექციათ.

ებრაული ბეწვის ქუდების სახეობები

2024061019411186669-1718863299.jpg

სპოდიკები და კოლპიკები

გალიციელი, უნგრელი და რუმინელი ებრაელების მიერ "შტრაიმლი" ტრადიციულად შავი ხავერდის ნაჭრისგან იქმენოდა, გარშემო შემოვლებული ბეწვით. ბელორუსელი ჰასიდიმებისთვის კი ხავერდს თეთრი ფერი ჰქონდა, როგორც ეს რაბინ მენაჰემზე ჩანს ზემოთ მოცემულ ფოტოზე. "შტრაიმლების" გარდა ებრაელები ატარებენ სპოდიკებს და კოლპიკებს. ესენი ასევე ბეწვის ცილინდრული ქუდებია, რომელთაც "შტრაიმლისგან" გარკვეული განსხვავებები გააჩნიათ.

uk-london-passover-in-the-hasidic-jewish-community-593276624-591d2cfa5f9b58f4c07ebe52-1718863329.jpg

გვირგვინის მსგავსად "შტრაიმლის" ტარება დღესასწაულის პატივისცემის ნიშანია. "შტრაიმლი" საკმაოდ ძვირი ღირს, მისი ფასი მხოლოდ 1, 5 ათასი დოლარიდან იწყება, იმიტომ რომ ისინი მხოლოდ სპეც შეკვეთით - სიასამურის, კვერნას, წაულას, თახვისა და ნაცრისფერი მელას ბეწვისგან მზადდება. მდიდარ ებრაელებს ორ სახის "შტრაიმლი" აქვთ. იხილეთ სრულად