როგორ მოიგო "თასების მფლობელთა თასი" ლეგენდარულმა თბილისის „დინამომ“? - 1981 წლის ტრიუმფი, რომელიც თბილისური კლუბის გულშემატკივართა გულებში სამუდამოდ დარჩა | Allnews.Ge

როგორ მოიგო "თასების მფლობელთა თასი" ლეგენდარულმა თბილისის „დინამომ“? - 1981 წლის ტრიუმფი, რომელიც თბილისური კლუბის გულშემატკივართა გულებში სამუდამოდ დარჩა

ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

ამ საოცარმა გამარჯვებამ ფეხბურთის გულშემატკივრებს ათწლეულების წინ მიღწეული გამარჯვება გაახსენა. ერთად გადავავლოთ თვალი, როგორ მოიგო თასების მფლობელთა თასი ლეგენდარულმა თბილისის „დინამომ“?

13 მაისი ქართული ფეხბურთისა და თბილისის „დინამოს“ ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია. სწორედ ამ დღეს „დინამოელებმა“ ისტორიაში დიდ წარმატებას მიაღწიეს – „ლურჯ-თეთრებმა“ ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგეს. 1981 წლის ტრიუმფი თბილისური კლუბის გულშემატკივართა გულებში სამუდამოდ დარჩა, ძველი თაობის მაყურებლებს კი განუმეორებელი შთაბეჭდილება და სიხარული აჩუქა.

dinamo-tbilisi-1981-1719467110.jpg

შემთხვევით მოხვედრილები

სხვათა შორის, თბილისის „დინამო“ თასის მფლობელთა თასის 1980/1981 წლების გათამაშებაში შემთხვევით მოხვდა. 1979 წლის სსრკ ჩემპიონატი ქართულმა გუნდმა მეოთხე ადგილზე დასრულდა, ხოლო 1980/81 წლების სეზონში, უეფას თასზე უნდა დაეწყო. უფრო მეტიც, ევროგათამაშების წილისყრა ივლისის დასაწყისში ჩატარდა, ხოლო 1980 წლის სსრ კავშირის თასის ფინალი მოსკოვის ოლიმპიადის გამო, კალენდარში 11 აგვისტოს ჩასვეს.

არსებული ვითარების გამო უეფამ უკმაყოფილება გამოხატა და დაიმუქრა, რომ თასის მფლობელთა თასზე სსრკ წარმომადგენელს არ დაუშვებდა. საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციას გაუმართლა, რომ თასის ფინალში გავიდნენ წინა ჩემპიონატის მეორე (დონეცკის „შახტარი“) და მეოთხე (თბილისი „დინამო“) ადგილზე გასული გუნდები და ეს მაისში იყო ცნობილი. ორივემ მიიღო უეფას თასის საგზურები, შემდეგ კი ფედერაციამ გადაწყვიტა: არ აქვს მნიშვნელობა როგორ დასრულდება ფინალი, უეფას თასზე „შახტარი“ ითამაშებდა, ხოლო „დინამო“ - თასების თასზე. უეფას თასის გათავისუფლებული ადგილი ჩემპიონატის მეხუთეადგილოსან გუნდს, მოსკოვის „დინამოს“ გადაეცა.

1980 წლის თასის გამარჯვებული „შახტარი“ გახდა, რომელმაც თბილისელები 2:1 დაამარცხა. ანუ „დინამოს“ უეფას თასზე უნდა ეთამაშა, ხოლო თასების მფლობელთა თასზე - „შახტიორს“, მაგრამ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც მოხდა.

dinamo-karl-cais1-1719467120.jpg

კარგი სტარტი

„დინამო“ ადვილად დაიწყო და მშვიდად შეასრულა მინიმალური დავალება - მეოთხედფინალში გავიდა. თუ 1979 წლის ზაფხულში წლისყრა თბილისის მიმართ უმოწყალო იყო და მეტოქეებად „ლივერპული" და „ჰამბურგი" შეახვედრა, თასების თასზე სასურველი მეტოქეები დაუწყვილა. პირველ ეტაპზე, თბილისელები ევროშეჯიბრებების დებიუტს, ნაკრებად ცნობილ ბერძნულ “კასტორიას” შეხვდნენ, რომელიც 20-ათასიან პატარა ქალაქს წარმოადგენდა და საერთაშორისო მატჩების მისაღებად ნორმალური სტადიონიც არ ჰქონდა. ამიტომ მატჩი კასტორიადან 220 კილომეტრში, სალონიკში ჩატარდა, სადაც, მიუხედავად ბერძნული სტანდარტებით მნიშვნელოვანი დისტანციისა, გუნდის მხარდასაჭერად ქალაქის მოსახლეობის მეოთხედი წავიდა! საბერძნეთში „დინამომ“ 0:0 ითამაშა, ხოლო თბილისში ორი უპასუხო გოლი 2:0 გაუტანეს.

1/8-ფინალში „დინამოს“ მეტოქე იმავე დონის გუნდი იყო - ირლანდიელი „უოტერფორდი“ (ინგლისურ „უოტფორდთან“ არ აგერიოთ). ლურჯ-თეთრებმა გასვლაზე დაამარცხეს 1:0, სახლში კი 4:0 დაამარცხეს და, ფაქტობრივად, ამით ევროსეზონის დავალება შეასრულეს.

dinamo-karl-cais2-1719467132.jpg

გუნდი ევროტურნირზე მეექვსედ თამაშობდა და მერვედფინალში ერთხელაც ვერ გავიდა. ამრიგად, თასების თასებზე თბილისელებმა აქამდე მიუწვდომელი ბარიერი გადალახეს, რაც ამ ევროსეზონის მთავარი ამოცანა იყო.

დასჯილი ვესტ ჰემი

მეოთხედფინალში, 1981 წლის მარტში, თბილისის მოწინააღმდეგე გაცილებით სერიოზული იყო - ინგლისელი „ვესტ ჰემი“. ლონდონელები ჩემპიონშიფის (მეორე დივიზიონის) ლიდერები იყვნენ და პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძოდნენ. 1980 წლის მაისში მათ სენსაციურად მოიგეს ინგლისის თასი, სადაც ფინალში ლონდონის „არსენალი“ დაამარცხეს. „ვესტ ჰემის“ რიგებში იმ დროის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი იყო ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ტრევორ ბრუკინგი, თავად გუნდი კი ბრიტანული ფეხბურთისთვის ატიპიურად აღიარეს, რადგან უპირატესობას კომბინაციურ სტილს ანიჭებდა.

საინტერესოა, რომ იყო შანსი, „ვესტ ჰემს“ მეოთხედფინალამდე არასპორტული მიზეზის გამო არ მიეღწია. პირველ ეტაპზე ლონდონელები მადრიდში "კასტილიას" შეხვდნენ და იქ მათმა გულშემატკივრებმა ნამდვილი ხოცვა მოაწყეს, რის შედეგადაც მათი ერთ ფანი გარდაიცვალა.

უეფას სადისციპლინო კომიტეტის შეხვედრა ინციდენტთან დაკავშირებით დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. შედეგად „ვესტ ჰემი“ 30 000 ფუნტით დააჯარიმეს, განმეორებითი მატჩი უმაყურებლოდ ჩაატარებინეს და რეპორტაჟის წაყვანაც აუკრძალეს. სტადიონზე მხოლოდ 70 ადამიანი დაუშვეს - ფეხბურთელები, პერსონალი, ოფიციალური პირები და ჟურნალისტები (თითქოს, მაშინაც კორონავირუსი იყო). იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთის დედაქალაქში „ვესტ ჰემი“ 1:3 დამარცხდა, გასვლის მცირე შანსები ჰქონდა. თუმცა, ლონდონში ძირითადი დრო მასპინძლებმა ზუტად იგივე შედეგით 3:1 მოიგეს, ხოლო დამატებით ნახევარ საათში კიდევ ორი გოლი გაიტანეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

981455425-1719467148.jpg

„ვესტ ჰემის“ „აპტონ პარკზე“ 40 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით, ნოდარ ახალკაცის გუნდმა მეტოქე 4:1 გაანადგურა. სხვათა შორის, მეორე შეხვედრაში საქართველოში ბრიტანელებმა 1:0 მოიგეს. ასე რომ, საუბარი, რომ „დინამომ“ სუსტი გუნდი დაამარცხა, უსაფუძვლო აღმოჩნდა. უფრო მეტიც, "ვესტ ჰემმა" იმ სეზონში პრემიერლიგაში გადავიდა და შემდეგ სამი სეზონი ათეულში ხვდებოდა.

„იმის თქმა, რომ თბილისელები ტაქტიკურად კომპეტენტურად, გონივრულად თამაშობდნენ, სიმართლეა, მაგრამ საკმარისი არაა. იმის თქმა, რომ ძალები მაქსიმალურად გაიღეს, მხოლოდ ფაქტის დაფიქსირებაა. იმის თქმა, რომ თითოეულმა მათგანმა განსაკუთრებული უნარი გამოავლინა, ეს ნიშნავს იმას, რომ არაფერი დაამატოთ იმაზე, რაც მათ შესახებ აქამდე ვიცოდით”- ასე დაიწყო მატჩის რეპორტაჟი ყოველკვირეულმა „ფუტბოლ-ჰოკეიმ“.

უტიფარი ავსტრიელი მსაჯი

„დინამო“ ნახევარფინალში ჰოლანდიურ „ფეიენორდს“ შეხვდა - ეს იყო გამოცდილი გუნდი, ვარსკვლავების გარეშე. „დინამომ“ საშინაო მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა და დამაჯერებლად გაიმარჯვა - 3:0.

”მე ვიცოდი, როგორ თამაშობენ ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი. ახლა ისინი ჩვენმა ფეხბურთელებმაც ნახეს. ფინალამდე გასვლის იმედს მაინც არ ვკარგავთ” - თქვა პრესკონფერენციაზე როტერდამის გუნდის მწვრთნელმა ვაცლავ ეჟეკმა, რომელმაც 1976 წელს ჩეხოსლოვაკიის გუნდთან ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში თბილისელები დიდი სირთულეეებსა და არაადეკვატურ მსაჯობას წააწყდნენ. ავსტრიელი მსაჯი ფრანც ვიორერი მასპინძლების მხარეს იჭერდა, 57-ე წუთზე კი, როდესაც მასპინძელთა სასარგებლოდ ანგარიში 1:0 იყო, თბილისელთა კარში გაუგებარი პენალტი დანიშნა, თუმცა ფეხბურთელის მოქმედებას აშკარა სიმულაციის სუნი ასდიოდა.

tengiz-sulakvelidze-05-scaled-44510-1719467167.jpg

”როტერდამის დროს ჰოლანდიელებმა და მსაჯმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ფინალში არ გავსულიყავით. სამი სწორი გოლი გავიტანეთ, მაგრამ ერთიც არ ჩათვალა! ორჯერ მსაჯმა ხელი ცენტრისკენ გაიშვირა, მაგრამ ასისტენტებთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა. ხოლო ”ფეიენორდმა” მეორე გოლი მოგონილი პენალტით გაიტანა. ჩემს ცხოვრებაში ასეთი მსაჯობა არასდროს მინახავს და არც მსმენია.

მთელი მატჩი ჩვენ ბინძურ სიტყვებს ვისმენდით, ხოლო ტრიბუნებზე ასობით ჩვენს გულშემატკივარს ლუდი დაასხეს და ცარიელი ბოთლები ესროლეს. ჩვენ მაინც გადავრჩით. ბოლო წუთებზე, როდესაც ჰოლანდიელთა ზეწოლა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო, ნამდვილად გავბრაზდი, თამაში საკუთარ თავზე ავიღე და მეტოქის მცველები ვაიძულე, საკუთარ ნახევარზე დარჩენილიყვნენ. შტურმისგან ამან გვიხსნა” - გაიხსენა წლების შემდეგ „დინამოს“ თავდამსხმელმა რამაზ შენგელიამ.

ფინალი

დადგა ფინალის დღეს - მოწინააღმდეგეა აღმოსავლეთ გერმანიის „კარლ ცეისია”. ახალგაზრდა გულშემატკივრებს ამ კლუბის შესახებ, სავარაუდოდ, არაფერი სმენიათ. თუმცა, მათი მის ძალასთან დაკავშირებით აზრი აუცილებლად შეეცვლებათ, როდესაც გერმანელების მიერ ფინალამდე გამოგდებული კლუბების სახელებს წაიკითხავენ - იტალიური „რომა", თასის თასის მოქმედი გამარჯვებული, ესპანური „ვალენსია" და პორტუგალიური „ბენფიკა".

„ფინალამდე ჩვენ შევხვდით ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც დიდხანს გვთხოვდა მოგვეგო, თანაც ისე, როგორც პატარა ბიჭი თავის კერპს - ავტოგრაფს. გამარჯვებისთვის კი ოქროს მთებს შეგვპირდა. ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელად შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე, შოთა გორგოძე დანიშნა და გვითხრა, თუ გავიმარჯვებდით, ის დაწინაურდებოდა, დამარცხების შემთხვევაში კი თანამდებობიდან გაათავისუფლებდა“ - იხსენებდა რამაზ შენგელიამ.

ფეხბურთელები ნერვიულობდნენ. მატჩის დაწყებამდე ოთარ გაბელიამ შერმეტიევოდან ფრანკფურტის მიმართულებით ფრენისას ფორმა დაკარგა. წარმოიდგინეთ მეკარე ფორმის გარეშე?! ალექსანდრე ჩივაძემ მას ბუცები აჩუქა. თავად ჩივაძე მინდორზე ტემპერატურით გავიდა.

გერმანელებმა „დინამოს“ ყველა მთავარი მოთამაშე გაანალიზეს და შეარჩიეს პირადი მეურვეობის ტაქტიკა, რომელიც ესპანეთის, იტალიისა და პორტუგალიის გუნდებთან წარმატებით გამოსცადეს.

დასასრული

ფინალური სასტვენის შემდეგ, მოედანზე „დინამოს“ ორი ფეხბურთელი აღმოჩნდა ... იტალიელ მსაჯს მივარდნენ. დაპირისპირების მიზეზი ბურთი გახდა - ყველას მისი სამსახსოვრად წაღება სურდა. შემდეგ ეს სპორტულფორმიანმა მამაკაცმა მოახერხა, რომელიც ასევე მივარდა და ბურთიანად გავარდა. ის გამარჯვებული გუნდის მასაჟორი ანზორ გაბიტაშვილი აღმოჩნდა. დიუსელდორფის ფინალი ასე კომიკურად დასრულდა.

1981 წელს პიკის შემდეგ, ნოდარ ახალკაცის გუნდი სწრაფად დაეცა მანამდელ პოზიციაზე. ერთი წლის შემდეგ, მან მიაღწია თასის თასის ნახევარფინალამდე, სადაც ბელგიურ „სტანდარტთან“ დამარცხდა. 1982 წლის სეზონის ბოლო „დინამო“ სხვადასხვა მიზეზის გამო წამყვანი მოთამაშეების დიდმა ჯგუფმა დატოვა, რაც მისი დაღმასვლის მიზეზი გახდა.

დავით ყიფიანმა, რომელსაც ფეხი მოტყდა, შეურაცხყოფილი დარჩა, მსოფლიო ჩემპიონატზე რომ არ წაიყვანეს და ბუცები ჩამოკიდა. ქუთაისის „ტორპედოში“ გაემგზავრნენ მცველები ნოდარ ხიზანიშვილი, თამაზ კოსტავა და მეკარე ოთარ გაბელია. 1982 წლის დეკემბერში, დიუსელდორფის ფინალის გამარჯვებული გოლის ავტორი ვიტალი დარასელია ავტოავარიაში გარდაიცვალა, ვლადიმერ გუცაევმაც კრიტიკულ ასაკს მიაღწია.

„დინამოსთვის“ ეს დანაკარგი აუნაზღაურებელი გამოდგა. შედეგად, თბილისელებმა სსრკ-ს 1983 წლის ჩემპიონატში მხოლოდ მე-16 ადგილი დაიკავეს და საბჭოთა კავშირის დაშლამდე მე-5 მაღალი პოზიცია ვერ დაიკავეს. საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გუნდის ისტორია ასე უცებ დასრულდა.

ახლაც, დიდი გამარჯვებიდან წლების შემდეგ, „დინამოს“ წარმატებას დიდი სიამოვნებით ვიხსენებთ. „ოქროს ბიჭები“, რომელთა თითოეულმა წარმომადგენელმა ისტორიაში თავისი სახელი სამუდამოდ დატოვა. გუნდი, რომელიც დღემდე ახსოვთ და რომლის თამაშითაც მოხიბლბი არიან. ჩვენ კი, ახალ თაობას, ამ კადრების ნახვის შემდეგ ღიმილისა და სიამაყის მიზეზი გვეძლევა!

წყარო

myquiz