იცოდით, რატომ უმღერიან ბავშვებს ბატონების დროს? - მითი და რეალობა უძველეს ჩვეულებასთან დაკავშირებით | Allnews.Ge

იცოდით, რატომ უმღერიან ბავშვებს ბატონების დროს? - მითი და რეალობა უძველეს ჩვეულებასთან დაკავშირებით

ბატონებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საუკუნეების განმავლობაში არსებული ტრადიციის გაგრძელება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ მათ პრაქტიკული შედეგი არ აქვთ და ეს მხოლოდ ხალხში შემორჩენილი ჩვევაა.

ლეგენდარული კარდიოლოგი - 92 წლის გულიკო ჩაფიძე თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში სწორედ ამ თემის შესახებ უზიარებს მკითხველს საკუთარ აზრს:

chafidze1-52900-1719901316.webp

გულიკო ჩაფიძე: "უარყოფითი სტრესი რომ არაფრისთვის ვარგა, ყველამ იცის. გარემო და ხალხი უნდა იყოს დაწყნარებული. მეტი სიყვარული და პატივისცემა უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ. ადამიანიც უკეთ იგრძნობს თავს. გარემოა აგრესიული და ეს უნდა დაითრგუნოს, არ შეიძლება. რაც მეტი სიმშვიდე იქნება, ადამიანებიც კარგად იქნებიან.

მოფერება ყველას და ყველაფერს სჭირდება. ხომ გაგიგიათ, ბავშვი რომ ავად გახდებოდა და ინფექციური დაავადება (ბატონებს რომ ეძახიან) ემართებოდა, დედა, დეიდა თუ ბებია გიტარას უკრავდა, უმღეროდა, იცით, რატომ? ეს დადებითი ემოციით ავსებდა ბავშვს, ამშვიდებდა, ახალისებდა. კარგ გუნებაზე მყოფი ბავშვის დაავადებაც ადვილად სამართავი ხდებოდა...

სიყვარული და სითბოა საჭირო. სიყვარული, სიყვარული და სიყვარული! ნუ დაგვენანება, ვუთხრათ, მიყვარხარ, მომწონხარ. ბევრი თბილი გვაქვს და გავიმეტოთ ერთმანეთისთვის. ეს განწყობაზე მოქმედებს და ადამიანი უკეთ ხდება."- აცხადებს ის.

ასევე საინტერესოა ვნახოთ რას ფიქრობენ ბატონების შესახებ უფროსი თაობის წარმოამდგენლები. ერთ-ერთია გალის რაიონში მცხოვრები, 82 წლის ნაირა ტორუა, რომელიც ბატონების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის.

მისი მონაყოლიდან, თუ რა შეიძლება და რა არა, ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

302149362-3017634481861775-6274926800599736466-n-1719901763.jpg

ბატონების დროს არ შეიძლება - მშობლების თანაცხოვრება, დალევა (სიმთვრალე, მთვრალი სტუმარი), გავარვარებული ტაფა, გაბრაზება, ჩხუბი, ბავშვისთვის სარკეში ჩახედვა, დაბანა, კერვა, წვერის გაპარსვა, მიწის სამუშაოები, ოჯახში სისხლის დაღვრა (იგულისხმება პირუტყვის დაკვლა), შავი ფერის ტანსაცმელი, თავშალი, სამძიმარზე წასვლა (მისი ნებართვით შესაძლებელია), ადგილის მოცვლა (სადაც მობრძანდება, იქედანვე უნდა გააცილო), სახლის დალაგება, ნაგვის გადაყრა (გროვდება ერთ ადგილას და გაცილების შემდეგ იყრება).

რა არის აუცილებელი - მხიარულება, ოთახი ირთვება ნათელ ფერებში, უნდა შეუსრულო ნებისმიერი სურვილი, რასაც ბატონი ინებებს.

უხუცესი ბებო არც აცრას უარყოფს და აცხადებს, რომ ბატონები მობრძანდება და მარტივად მიბრძანდება თუ სავალდებულო აცრები გაკეთებულია.

batonebi-1719901703.jpg

„აუცრელობის და დაუცველობის შემთხვევაში, ბატონები ბრაზდებიან, ამ შემთხვევაში კი ხშირად ხდება მობრუნება დიდი ბატონების სახით, რომელიც ერთწლიანია. თუ ბატონები გაბრაზდა, აუცილებლად მლოცველები უნდა მოუყვანო. ჩემს შვილიშვილს გაურთულდა, 12 წლის იყო. ზუსტად იმ პერიოდში გარდაეცვალა ბაბუა, რაზეც ძალიან ინერვიულა. ჩვენ სამძიმარზეც ვერ წავედით, რადგან ბავშვი ცუდად იყო, მხედველობა და სმენა დაკარგა. მლოცველები მოვუყვანეთ, ღმერთს შევავედრეთ და დღეს ღვთის წყალობით კარგადაა, თუმცა წინასწარმეტყველური ნიჭი დაუტოვა. ცუდის მოახლოებას, ყოველთვის წინასწარ გრძნობს“, - აცხადებს ბებო.

ის კიდევ ერთ ისტორიას იხსენებს და გვიყვება, რომ მისმა შვილმა ზუსტად აღუწერა ის თოჯინა, რომელიც იმ დროს მაღაზიაში ახალი შემოტანილი იყო.

„ჩემი შვილი ახლა 58 წლისაა, ბატონები რომ უბრძანდებოდა, დამიძახა და მითხრა, რომ მაღაზიაში ახალი საქონელი მოიტანეს, დახლზე მაღლა დიდი თოჯინა დევს, აი ზუსტად ის მინდაო. რას ვიზამდი, ეგრევე გავიქეცი და მაღაზიაში რომ შევედი, ზუსტად ისეთი თოჯინა, რომელიც მან აღმიწერა, ზუსტად იმ დახლზე იდო. მეორე შვილმა ფელამუში მომთხოვა, მეორე სოფელში გავიქეცი, ჩემს ძირ სახლში, გავუმზადე და მოვუტანე. ასე იყო ბებო, მაშინ ასე ვიცავდით, ახლა ახალგაზრდებს არაფრის არ სჯერათ“, - აცხადებს ის.

myquiz