“ხვიჩაზე კიდევ უფრო ნიჭიერია” – რა ვიცით თორნიკე კვარაცხელიაზე, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ? | Allnews.Ge

“ხვიჩაზე კიდევ უფრო ნიჭიერია” – რა ვიცით თორნიკე კვარაცხელიაზე, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ?

საზოგადოების ნაწილმა შესაძლოა არც იცის, რომე ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა, თორნიკე ჰყავს, რომელიც ასევე ფეხბურთელია.

img-4928-750x375-1720157737.png

poto11-78-750x433-1720157760.jpg

სოციალურ ქსელში ვრცელდება თემურ უგრეხელიძის, ხვიჩა კვარაცხელიას პირველი საფეხბურთო აგენტის კომენტარი, რომელიც მან კვარასა და მისი ძმის, თორნიკეს შესახებ გააკეთა:

"ხვიჩას ძმა, თორნიკე კვარაცხელია კვარაზე კიდევ უფრო ნიჭიერია. ის ჯერ პატარაა და პოზიციით ძმისგან განსხვავდება, რადგან დაცვაში თამაშობს, თუმცა მერწმუნეთ, ძალიან ნიჭიერია.

ასეთი ტალანტი 50 წელში ერთხელ იბადება. ჩემი აზრით, ნაპოლიმ ინვესტიცია თორნიკეშიც ანალოგიურად უნდა ჩადოს."- აცხადებს ის.

ცნობისთვის, თორნიკე კვარაცხელია საფეხბურთო კლუბ ვიკინგებში თამაშობს.

სხვათაშორის, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც კვარას ოჯახი აეროპორტში დახვდა, თორნიკეს კი ვარჯიში ჰქონდა და ხვიჩასთან მისვლას ვარჯიშზე წასვლა არჩია, რაც მის პროფესიონალიზმზე აქედანვე მეტყველებს.

სოციალურ ქსელში გვერდი Geo Team ავრცელებს ვიდეოს, სადაც თორნიკეს მეტოქის კარში გოლი ხვიცას მსგავსად გააქვს.

myquiz