"აპოკალიფსი 2025 წელს დაიწყება, ომი გაანადგურებს ევროპის მოსახლეობას"- როგორია ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისა და კაცობრიობის მომავლის შესახებ?
ვანგას ნათელმხილველობის შესახებ მთელი მსოფლიოსათვისაა ცნობილი, თუმცა ყველამ არ იცის მისი წარმომავლობა და ხდება თუ არა მისი წინა საუკუნეში ნაწინასწარმეტყველევი რეალურად.
ვანგა, იგივე ევანგელია პანდევა გუშტეროვა, დაიბადა 1911 წელს ახლანდელი ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე. მისი მშობლები ღარიბი გლეხები იყვნენ და ჯერ კიდევ ევანგელიას პატარაობაში გარდაიცვალნენ. 13 წლის ასაკში ვანგა ქარიშხლისას სერიოზულად დაშავდა და თანდათან მხედველობის პრობლემები დაეწყო, 16 წლის ასაკში კი საერთოდ დაბრმავდა.
სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მას ნათელმხილველური ნიჭი ჰქონდა.
New York Post აქვეყნებს სტატიას, სადაც ბულგარელი ნათელმხილველის, ერთ-ერთი უახლესი საშინელი პროგნოზი არის მისი მტკიცება, რომ სამყაროს აღსასრული 2025 წელს დაიწყება. სტატიაში მოცემულია ვანგას წინასწარმეტყელებები, რომლებიც მომავალში უნდა მოხდეს.
⇒კაცობრიობა 5079 წლამდე არ განადგურდება, მაგრამ აპოკალიფსი 2025 წელს დაიწყება.
⇒2025 წელი - ევროპაში კონფლიქტი გაანადგურებს კონტინენტის მოსახლეობას; იწყება აპოკალიპსი.
⇒2028 - ადამიანები დაიწყებენ ვენერას შესწავლას, როგორც ენერგიის წყარო;
⇒2033 წელი - პოლარული ყინული დნება, რის გამოც მთელს მსოფლიოში ზღვის დონე ამაღლდება უზარმაზარ სიმაღლეებამდე;
⇒2076 წელი - კომუნიზმი გავრცელდა მსოფლიოს ქვეყნებში;
⇒2130 - ადამიანები დაუკავშირდებიან უცხოპლანეტელებს;
⇒2170 - გვალვა ანადგურებს მსოფლიოს უმეტეს ნაწილს;
⇒3005 წელი - დედამიწა ომში წავა მარსის ცივილიზაციასთან;
⇒3797 - ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დატოვება, რადგან ის საცხოვრებლად აღარ ვარგა;
⇒5079 - სამყარო დასრულდება.