"თინეიჯერობის წლებში შეყვარებული იყო... ბევრი გოგო ეპრანჭებოდა, მაგრამ სპორტისკენ იყო გადართული" - რას ჰყვებიან "მამარდაზე" კლასელები და პედაგოგები? | Allnews.Ge

"თინეიჯერობის წლებში შეყვარებული იყო... ბევრი გოგო ეპრანჭებოდა, მაგრამ სპორტისკენ იყო გადართული" - რას ჰყვებიან "მამარდაზე" კლასელები და პედაგოგები?

"გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს აქვს გა­სა­ო­ცა­რი უნა­რი, გა­მო­იც­ნოს, სად უმიზ­ნებს მე­ტო­ქე" - წერს მის შე­სა­ხებ მსოფ­ლიო მე­დია. მის თა­მაშს ხში­რად და­უ­ჯე­რე­ბელ­საც უწო­დე­ბენ. აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რეა, რომ მან 2024 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს ოც­ნე­ბა შე­უ­ნარ­ჩუ­ნა.

"მშვი­დი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, დინ­ჯი, მშრო­მე­ლი და უკონ­ფლიქ­ტო", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი.

"მე­გობ­რუ­ლი, ძა­ლი­ან თბი­ლი, კე­თი­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და მხი­ა­რუ­ლი", - ამ­ბო­ბენ მას­ზე მე­გობ­რე­ბი.

დღეს მო­გი­თხრობთ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც ქვეყ­ნის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა და ქარ­თვე­ლებს თით­ქოს და­ვი­წყე­ბუ­ლი, გა­მარ­ჯვე­ბის სი­ხა­რუ­ლი არა­ერ­თხელ გან­გვაც­დე­ვი­ნა.

ნა­თია შუ­კა­კი­ძე, პე­და­გო­გი:

- სა­ნამ გი­ორ­გის ბავ­შვო­ბა­ზე ლა­პა­რაკს და­ვი­წყებ­დე, მინ­და შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლო და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, ფეხ­ბურ­თის ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს მი­ვუ­ლო­ცო ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის ასე­თი წარ­მა­ტე­ბა. გი­ორ­გის და მთელ ნაკ­რებს მალე ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბა მინ­და ვუ­სურ­ვო, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია!

- გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი ყვე­ლა ქარ­თვე­ლის სი­ა­მა­ყეა, თქვე­ნი და 115-ე სა­ჯა­რო სკო­ლის - ალ­ბათ გა­მორ­ჩე­უ­ლად, არა?

- რა თქმა უნდა და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მის ასეთ ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში პა­ტა­რა წვლი­ლი მეც მი­მი­ძღვის. მისი კლა­სი ჩემი პირ­ვე­ლი სა­დამ­რი­გებ­ლო იყო, მათ მე­სა­მე კლა­სი­დან ვას­წავ­ლი­დი. ყვე­ლა გა­მორ­ჩე­უ­ლი და კარ­გი ბავ­შვი იყო.

- ამ გა­მორ­ჩე­ულ ბავ­შვებ­ში გი­ორ­გი რით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- მშვი­დი, დინ­ჯი ბავ­შვი იყო, სა­ოც­რად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი. ყო­ველ­თვის კარ­გად სწავ­ლობ­და და უკონ­ფლიქ­ტო იყო. არ მახ­სენ­დე­ბა, ოდეს­მე ეჩხუ­ბოს, ვინ­მეს და­პი­რის­პი­რე­ბო­დეს. გი­ორ­გი ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- გი­ორ­გი უკვე მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან უყ­ვარს. რო­დე­საც გეს­მით, რამ­დე­ნად მა­ღა­ლია მისი შე­ფა­სე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მხრი­დან, რა გან­ცდა გაქვთ?

- ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, აქამ­დე ფეხ­ბურთს არ ვუ­ყუ­რებ­დი, ყვე­ლა სპორ­ტსმენს პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ უნდა ვა­ღი­ა­რო, ინ­ტე­რე­სი არ მქონ­და. გი­ორ­გიმ ფეხ­ბურ­თის ყუ­რე­ბა და­მა­წყე­ბი­ნა. ამ ბი­ჭით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ.

- სკო­ლა­ში ფეხ­ბურ­თის სიყ­ვა­რულს რამ­დე­ნად ამ­ჟღავ­ნებ­და?

- როცა ბავ­შვე­ბი ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­დნენ, გი­ორ­გი ყო­ველ­თვის ჩარ­თუ­ლი იყო, სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ვარ­ჯი­შობ­და, სკო­ლის მას­შტა­ბით შე­ჯიბ­რე­ბე­ბი ხში­რად ტარ­დე­ბო­და.

- არას­დროს გა­უბ­რა­ზე­ბი­ხართ?

- არა, იცით, რო­გო­რი ბავ­შვი იყო? სულ თვა­ლე­ბით მე­ფე­რე­ბო­და. ხომ არი­ან ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რო­ბენ, მო­დი­ან, გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, გი­ორ­გი ასე­თი არ იყო. კლას­ში, ჩემს მა­გი­დას­თან შო­რი­ახ­ლოს დად­გე­ბო­და და მომ­ღი­მა­რი თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებ­და. შე­ვე­კი­თხე­ბო­დი ხოლ­მე, - გიო, რამე ხომ არ გინ­და? - "არა, მასწ", მე­ტყო­და და გა­მი­ღი­მებ­და. ძა­ლი­ან თბი­ლი ბავ­შვი იყო, ჩემ­და­მი სიყ­ვა­რულს ასე თა­ვი­სე­ბუ­რად გა­მო­ხა­ტავ­და.

- კლა­სე­ლებ­თან მე­გობ­რობ­და?

- ძა­ლი­ან, სა­ო­ცა­რი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ, არ მახ­სოვს, ერ­თმა­ნე­თი და­ე­ჩაგ­როთ. რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა თუ მოხ­დე­ბო­და, იქვე აგ­ვა­რებ­დნენ. მათ­თან კონ­ფლიქ­ტი არ ხდე­ბო­და.

448715264-476558585023871-7200775378179644514-n-copy-1720522832-63668-1721201265.jpg

კლა­სე­ლებ­თან ერ­თად

- გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მე­ლი სა­გა­ნი უყ­ვარ­და?

- ქარ­თუ­ლი და მა­თე­მა­ტი­კა. გი­ორ­გის და მის კლა­სე­ლებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ შე­მეც­ნე­ბი­თი სა­უბ­რე­ბი, გაკ­ვე­თი­ლის თე­მი­დან ცო­ტა­თი გა­დახ­ვე­ვა, ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბე­ბის მოს­მე­ნა, შე­კი­თხვებ­საც ხში­რად მის­ვამ­დნენ.

- გი­ორ­გის ერთი და ჰყავს, მა­საც ას­წავ­ლი­დით?

- არა, მაგ­რამ ნინი ექ­სკურ­სი­ებ­ზე დაგ­ვყვე­ბო­და ხოლ­მე. გი­ორ­გის ძა­ლი­ან კარ­გი მშობ­ლე­ბი ჰყავს. რო­გორ გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღებ­და მათი შვი­ლი, ამ სა­კითხს დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­დნენ. 115-სკო­ლა­ში მე­ა­თე კლა­სამ­დე სწავ­ლობ­და, შემ­დეგ სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა­ში გა­და­ვი­და.

- მას შემ­დეგ, რაც გი­ორ­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და, ხომ არ მი­გიწ­ვე­ვიaთ სკო­ლა­ში ან თა­ვად ხომ არ მო­სუ­ლა?

- არა, ბავ­შვებს და მას­წავ­ლებ­ლებ­საც ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს, მო­ვიწ­ვი­ოთ, მაგ­რამ ვი­ცით, რომ ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის არ არის. იმე­დი გვაქვს, ჩვენ­გან მიწ­ვე­ვის მი­ღე­ბის შემ­დეგ, დრო­ის გა­მო­ნახ­ვას მო­ა­ხერ­ხებს და გაგ­ვა­ხა­რებს.

- მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი და­ი­წყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ფეხ­ბურთზე ლა­პა­რა­კობს. რო­დე­საც პე­და­გო­გე­ბი სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში იკ­რი­ბე­ბით, გი­ორ­გის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობთ?

- რა თქმა უნდა, ეს დღე­ე­ბი ჩვენ სულ გი­ორ­გი­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ეს ბიჭი ძა­ლი­ან გვე­ა­მა­ყე­ბა. იხილეთ სრულად