"მე ლურსმანა მქვია, შვილიშვილებს კი ჩაქუჩა და ხერხა" - რომელია ყველაზე უცნაური სახელები საქართველოში? | Allnews.Ge

"მე ლურსმანა მქვია, შვილიშვილებს კი ჩაქუჩა და ხერხა" - რომელია ყველაზე უცნაური სახელები საქართველოში?

ილო­ნის მე­სა­მე თავის შვილს Tau Techno Mechanicus დაარქვა. მის პირველ და მეორე შვილებს კი არანაკლებ უცნაური სახელები X Æ A-Xii და Exa Dark Sideræl Musk ჰქვიათ. თუმცა, აქვცე უნდა ითქვას, რომ უცნაური სახელებით მასკი საქართველოში ნამდვილად ვერ გაგვაკვირვებს.

11111-1721280867.png

გთავაზობით ყველაზე უცნაურ სახელებს საქართველოში და მათი წარმოშობის ისტორიებს.

რუწიას მშობლებმა ერთმანეთი მეორე მსოფლიო ომის დროს გაიცნეს. დაჭრილი არსენ ზურაბაშვილი რუსეთში სამკურნალოდ გადაუყვანიათ. ორი კვირის შემდეგ მოსკოვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე დაჭრილი მიუყვანიათ. მათ შორის იყო გოგონა, სახელად ცირა. კახელი მამაკაცისა და მეგრელი გოგონას ნაცნობობა მალე სიყვარულში გადაზრდილა და საავადმყოფოდან გაწერილები რეაბილიტაციას მოსკოვში, ერთოთახიან ბინაში გადიოდნენ. ცირასა და არსენს მთელი ცხრა თვე ბიჭის მოლოდინში გაუტარებიათ, სახელიც წინასწარ შეურჩევიათ, მაგრამ გოგონას დაბადების შემდეგ, ცოლ-ქმარი სახელის შერჩევაზე ვერ შეთანხმებულა. საბოლოოდ მეგრულ შეუპოვრობას გაუმარჯვია და სახელიც უცნაური დაურქმევიათ. რუწია ბებო თავის სახელს ასე განმარტავდა: რუ - რუსეთს ნიშნავს და წია - წიეს (მეგრულად ბიჭს ნიშნავს) - ასე დაიბადა ახალი სახელი, რომელსაც ანალოგი არა აქვს.

რუწია ბებოს მსგავსად, საქართველოში არაერთი საინტერესო სახელისა და გვარის ადამიანი ცხოვრობდა, ახლაც ცხოვრობს და, ალბათ, მომავალშიც მრავლად თუ არა, იშვიათ "ეგზემპლარებად" მაინც იქნებიან.

როგორც 67 წლის ასლი კანკავა ამბობს, მისთვის სახელი ნათლიას დაურქმევია:

50 წლის დირექტორი საჯაია მარტვილში დაიბადა. როგორც მისმა ახლობელმა მითხრა, მშობლებს უნდოდათ, დიდი კაცი გამოსულიყო და დირექტორიც ამიტომ დაარქვეს, თუმცა ბიჭმა იმედი გაუცრუა, განათლება ვერ მიიღო, მაგრამ სახელი დირექტორი ხომ მაინც შერჩა.

72 წლის მოკონა ესებუას ნათესავები მის სახელს ასე განმარტავენ: მოკონა მეგრული სიტყვიდან მომდინარეობს და ქართულად სასურველს ნიშნავსო. მის მშობლებს რამდენიმე წელი შვილი არ ჰყავდათ და ამიტომაც დაურქმევიათ მოკონა.

კასანდრა უძილაური სოფელ ჩოხში ცხოვრობს. სახელი ცნობილ ტელესერიალ "კასანდრას" მთავარი გმირის პატივსაცემად დაარქვეს. ეამაყება, რომ ასეთი ლამაზი ქალის სახელი ჰქვია.

ლურსმანა გელანტია: - არ ვიცი, რატომ დამარქვეს ეს სახელი, მაგრამ 70 წელია ყველა ჩემს სახელზე ხალისობს.

- თქვენს შვილიშვილებს რა ჰქვიათ?

- ჩაქუჩა და ხერხა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. გიორგი, ნიკოლოზი და ლიზი. პირველი შვილიშვილი, ბიჭი რომ დაიბადა, მეზობლები მეკითხებოდნენ რა უნდა დაარქვათო? ვპასუხობდი, ჩაქუჩა-მეთქი.

ზარიზანი, არგენტინა, ქირურგი, ელშუქი...

1982 წელს გამოცემულ სატელეფონო ცნობარს თვალს თუ გადაავლებთ, იშვიათი სახელებისა და გვარების აბონენტებს აღმოაჩენთ. გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს.

72341357-1122119544655740-477818650733051904-n-1721279950.jpg

განაგრძეთ კითხვა