ვინ არიან ცნობილი სვანი ბიჭები „ტიკტოკიდან“, რომლებიც ლახამულაში კოტეჯებს საკუთარი ხელით აშენებენ? -"პირველი ვიდეო 300 ათასმა ადამიანმა ნახა... ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეგრძელებინა"
ლევან მაღრაძე და დავით კვირიკაძე ცნობილი "ტიკტოკერები" არიან, რომლებიც საზოგადოებამ სვანეთში მდებარე რანჩოდან გავრცელებული სახალისო და ამავდროულად, საინტერესო ვიდეოებით გაიცნო.
ჯანსაღი ცხოვრებისა და მთის მოყვარული სვანი ბიჭები გამომწერებს სოფლის ცხოვრების ყოველდღიურობას უზიარებენ, განსხვავებული იმიჯისა და სტილის გამო კი მომხმარებლებმა ისინი ცნობილი სერიალის გმირებსაც კი შეადარეს, რის შემდეგაც მათი პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
400 კვ/მ ფართის 3 სართულიანი სრულად კეთილმოწყობილი კოტეჯი, რომელიც 12 სტუმარს თავისუფლად უმასპინძლებს, ბიჭებმა თითქმის უკვე დაასრულეს, სექტემბრის მიწურულს კი გეგმავენ, პირველი სტუმრები მიიღონ, რომელთაც, როგორც ამბობენ, თავად დახვდებიან.
ბიჭებთან ინტერვიუ Fortuna.ge-მ ჩაწერა, სადაც ისინი საკუთარ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.
დავით კვირიკაძე 22 წლის შემდგარი ფიტნესინსტრუქტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია და როგორც თავად გვითხრა, მომავალი ადვოკატი. გარდა ამისა, დაინტერესებულია სპორტით, განსაკუთრებით ბოდიბილდინგით.
ლევან მაღრაძე კი 30 წლის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული მხატვარი-არქიტექტორია, რომელმაც ამ სფეროში მოახერხა და წარმატებას მიაღწია. გარდა ამისა, არის მომღერალი, უკრავს გიტარაზე.
დათო: უკვე 10 წელია მეგობრები ვართ, მაგრამ იცით, როგორი მეგობრობა გვაქვს? ყოველ დღე რომ ერთმანეთს ვნახულობთ, სადმე წასასვლელი იქნება თუ საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ამასაც ერთად რომ ვაკეთებთ, ამიტომ, ერთმანეთს არა მეგობრებს, არამედ ძმებს ვეძახით. მათ შორის, TikTok-ზეც კი, ძმაკაცებად არავინ მოგვიხსენიებს.
მე სვანეთში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ლევანს კი დედა ჰყავს სვანი, ხშირად ჩამოდიოდა და ფაქტობრივად, ისიც სვანეთში გაიზარდა.
იმ პერიოდში კი, როდესაც ჩვენი მეგობრობა დაიწყო, ლევანი გარკვეული პერიოდი სვანეთში არ იყო ნამყოფი, ამიტომ ბავშვობის ნოსტალგიები კიდევ უფრო მძაფრად ჰქონდა, მე კიდევ იქ სახლი მაქვს, მშობლებიც იქ ცხოვრობენ, ამიტომ, რადგან უკვე მეგობრობა გვაკავშირებდა, ჩემთან, სახლში წავიყვანე.
ამის შემდეგ, ბავშვობის მოგონებებმა კიდევ ბევრჯერ გადაგვაწყვეტინა სვანეთში ერთად წასვლა. რანჩოზე კი, რომელსაც ჩვენი გამომწერები TikTok-ზე უყურებენ და სადაც მე ფიზიკურად ვმუშაობ, ლევანიც შემოუერთდა, სულ მეხმარებოდა – რასაც მე ვაკეთებდი, იმავეს ლევანიც.
შარშან ზაფხულს, როდესაც პირველი ვიდეო ჩავწერეთ, სტუმრები გვყავდა, მე და ლევანი მინდორში სამუშაოდ ვიყავით გასულები, ვთიბავდით, მუშაობის დროს ლევანმა უბრალოდ „სთორისთვის“ ფოტოები და ვიდეოები გადაიღო.
თბილისში დაბრუნების შემდეგ, შეუძლოდ იყო და დროის გასაყვანად TikTok-ის „ექაუნთი“ [ანგარიში] გახსნა, სადაც ზაფხულში გადაღებული ვიდეოები ატვირთა. ამ ვიდეოებმა იმხელა გამოხმაურება გამოიწვია, გამომწერები მალევე დაგვიგროვდა და დღეს მივიდა იქამდე, სადამდეც არის. იხცილეთ სრული ინტერვიუ "ფორტუნაზე".