დივერსანტი დელფინები, "დანაღმული" ძაღლი, ციდან დრონის "ჩამომხსნელი" არწივი და ბიოლოგიურ იარაღად ქცეული მწერები- როგორ იყენებენ ცხოველებს ომში?
ომები ადამიანების გარდა, ჩვენი პლანეტის ფლორასა და ფაუნასაც აზიანებს და კლავს...
უკრაინის ფრონტის რამდენიმე ასეული კმ-ის გაყოლებით ორივე მოწინააღმდეგე მხარე პირველ რიგში ქარსაცავ ტყის ზოლებს ბომბავს, რადგან როგორც წესი, სწორედ ამ ხეების ქვეშაა ბლინდაჟები გათხრილი...
უკრაინის მსუყე შავმიწა ნიადაგი, რომელზეც მსოფლიოში საუკეთესო ხორბალი და მზესუმზირა მოჰყავდათ, დღეს მთვარის ზედაპირს დაემსგავსა მილიონობით საარტილერიო ჭურვისა და ნაღმსატყორცნის ნაღმის, ათი ათასობით საავიაციო ბომბისა და რაკეტის, მილიარდობით ტყვიის მიწაში ჩავარდნის შემდეგ, რაც ეკოლოგიაზე და შემდგომში მოყვანილი პროდუქტის ხარისხზე კატასტროფულად იმოქმედებს...
წყალქვეშა დივერსანტების რისხვა-ვიდეოკამერით აღჭურვილი საბრძოლო დელფინი პენტაგონის არსენალში...
ფრონტის ხაზის მიახლოებისას ზურგში ევაკუირებულ უკრაინელ მოქალაქეებს ხშირად თან ვერ მიჰყავთ შინაური ცხოველები და პატრონების გარეშე გაველურებული კატები და ძაღლები საკვებს ბრძოლის ველზეც ეძებენ...მათ შორის დაღუპული მებრძოლების ცხედრების სახითაც...
ამიტომაც,ფრონტის ხაზზე არასდროს არ უნდა გასინჯო თავისუფლად გაშვებული ღორისა და ქათმის ხორცი - ეს ჯერ კიდევ აფხაზეთის ომიდან მახსოვს...
მაგრამ გარდა ამისა, ფაუნის წარმომადგენელებს სამხედროები...რიგით ჯარისკაცებადაც იყენებენ და ისინი ბევრ მებრძოლზე გულადნი გამოდგებიან, როდესაც თავს „წირავენ“ სასიკვდილო დავალებას...
აბჭოთა საბრძოლო დელფინის საჩვენებელი ფიტული, აღჭურვილი სპეციალური მოწყობილობებით წყალქვეშა ნაღმების აღმოსაჩენად...
დავიწყოთ ზღვით...
საბრძოლო დელფინების მომზადების პროგრამები აშშ-სა და საბჭოთა კავშირშიც გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და ძალზე გასაიდუმლოებულ პროცესს წარმოადგენდა.
დელფინებს, ძირითად აფალინებს, სამხედრო მეზღვაურები სპეციალური პროგრამით წვრთნიდნენ, რომელშიც შედიოდა დელფინის მიერ საზღვაო პორტებში წყალქვეშა დივერსანტების აღმოჩენა და მათი ლიკვიდაცია დელფინის ცხვირზე დამაგრებული მახვილით, ასევე მაგნიტური ნაღმის წაღება და წყალქვეშა ნავზე მიმაგრება ან სულაც მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი კამიკაძე-დელფინის სპეციალურად შეჯახება მოწინააღმდეგის ხომალდის კორპუსზე...
პენტაგონმა სპარსეთის ყურის პირველ და მეორე ომებში საერთო ჯამში 76 საბრძოლო დელფინი გამოიყენა საზღვაო პორტებში ამერიკული სამხედრო ხომალდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მოწინააღმდეგის წყალქვეშა დივერსანტების შესაძლო თავდასხმებისგან თავის დასაცავად.
გარდა აფალინებისა, ამერიკელმა სამხედროებმა წყალქვეშა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად გაწვრთნეს კალიფორნიული ზღვის ლომებიც, რომლებიც დელფინებზე არანაკლებად სწრაფად პოულობდნენ წყალქვეშა სამიზნეს...
საბჭოთა კავშირი 1975 წლიდან იყენებდა წყალქვეშა დივერსანტების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად მომზადებულ საბრძოლო დელფინებს სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის გასაკონტროლებლად. იხილეთ სრულად