იცოდით, ვინ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სტალინი ყველაფერს პატიობდა? - "წითელი არმიის ჯალათის" ისტორია
ის 15 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა სსრკ-ს თავდაცვის სახალხო კომისარიატს; მან შეძლო და თავიდან აიცილა სასჯელი დიდი ტერორის პერიოდში; აიცილა პასუხისმგებლობა ფინეთთან ბრძოლაში გადატანილი მარცხისთვის. "ჩაუძირავი კლიმენტი" - ასე მოიხსენიებდნენ კლიმენტ ვოროშილოვს მისივე თანამედროვეები.
კლიმენტ ვოროშილოვის მთელი განათლება სკოლის ორი კლასით შემოიფარგლებოდა, შემდეგ მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა, მერე კი რევოლუციურ მოღვაწეობას შეუდგა და ფრონტამდეც მიაღწია. თუმცა გაუნათლებლობას და მანერების დაუხვეწაობას ვოროშილოვისთვის ხელი არაფერში შეუშლია.
პოლიტბიუროზე განიხილებოდა წითელი არმიის ხემძღვანელობის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი. კლიმენტ ეფრემოვიჩმა მაშინვე გაუგზავნა წერილი იოსებ ბესარიონის ძეს: "როდის წავალ სასწავლებლად?" სტალინის ლაკონურმა პასუხმაც არ დააყოვნა: "არასოდეს!".
ოლეგ სუვენიროვი, საბრძოლო მეცნიერებების აკადემიის აკადემიკოსი, თავის წიგნში "Трагедия РКК", ვოროშილოვს წითელი არმიის ჯალათს უწოდებს. ავტორი ამტკიცებს, რომ კლიმენტ ეფრემოვიჩმა იმქვეყნად გაისტუმრა უამრავი ადამიანი, დაპატიმრების შესახებ ბევრი საბუთი პირადად მარშალის მიერ იყო ხელმოწერილი.
სტალინი ვოროშილოვს ისეთ ჩავარდნებს პატიობდა, რაც ნებისმიერ სხვას სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა. თავდაცვის სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელობისას ვოროშილოვმა ვერ შეძლო ფინეთთან ბრძოლისთვის არმიის მომზადება. დიდი სამამულო ომის დასაწყისში კი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების მთავარმა კომისარმა ვერაფრით შეუშალა ხელი ლენინგრადის ბლოკადას.
გეორგი ჟუკოვი წერდა: "ზოგადად ის დილეტანტი იყო სამხედრო სკითხებში." ბორის ბაჟაროვი, სტალინის მდივანიც ამტკიცებდა: "ეს იყო ძალიან უღიმღამო პერსონაჟი, რომელიც ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს მიეწება სტალინს და ყოველთვის მხარს უჭერდა. იყო ყოველთვის დამჯერი და ასრულებდა სტალინის ყველა დავალებას. სტალინის სკვდილის შემდეგაც, გარკვეულ ხანს დეკორაციის მიზნით რჩებოდა თანამდებობაზე."
სმენითი ჰალუცინაციები
ვოროშილოვი მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯებოდა უკურნებელი სენით. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, როცა ბოლშევიკი მებრძოლი იყო, ციხეში აღმოჩნდა, სადაც სასტიკად სცემეს და თავის ტრავმა მიიღო. ამის შემდეგ კლიმენტ ეფრემოვიჩი სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდა თავის ტკივილებით და ესმოდა სხვადასხვა ხმები: მატარებლის ჩავლა, ძაღლის ყეფა, ადამიანების ყვირილი და ა.შ. მედიკოსებმა ვერაფრი უშველეს. ამ კოშმარისგან თავის ნაწილობრივ დაღწევა ვოროშილოვმა მხოლოდ სპორტით შეძლო - აგარაკზე მარშალი საათობით ვარჯიშობდა. იხილეთ სრულად