საიდუმლო ექსპერიმენტის მსხვერპლი ტყუპები- სამ ძმაზე ჩატარებული საიდუმლო დაკვირვება, რომელიც წლების შემდეგ გამჟღავნდა | Allnews.Ge

საიდუმლო ექსპერიმენტის მსხვერპლი ტყუპები- სამ ძმაზე ჩატარებული საიდუმლო დაკვირვება, რომელიც წლების შემდეგ გამჟღავნდა

როდესაც 1980 წელს რობერტი კოლეჯში მივიდა, აღმოჩნდა, რომ მას ყველა იცნობს. ბიჭები მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ, როგორ არის. გოგონები ეხვეოდნენ და ეუბნებოდნენ, თუ როგორ უხარიათ მისი დანახვა. ეს გახლდათ რობერტის პირველი დღე ამ დაწესებულებაში, ის კი აზრზე ვერ მოდიოდა, თუ რა ხდება, სანამ ბოლოს და ბოლოს ოთახის მეზობელს არ შეხვდა.

პირველი, რაც მეზობელმა, მაიკლ დომიტცმა რობერტს ჰკითხა, იყო: „ნაშვილები ხარ?“ გაოცებულმა რობერტმა თანხმობით უპასუხა. „შენი დაბადების დღე 1961 წლის 12 ივლისსაა?“ დასტურის მიღების შემდეგ მაიკლა უთხრა: „მისმინე, არ დაიჯდერებ, მაგრამ შენ ტყუპისცალი ძმა გყავს“.

triplets-1000x1097-1722069801.jpg

ამგვარად, 19 წლის რობერტ შაფრანმა შეიტყო ედი გალანდის არსებობის შესახებ, რომელიც ერთი წლით ადრე ამ კოლეჯში სწავლობდა და ზუსტად მის მსგავსად გამოიყურებოდა.

რობერტი და ედი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს, მათ ერთნაირი ვარცხნილობა და მანერებიმანერები ჰქონდათ IQ-ს დონეც კი იდენტური აღმოაჩნდათ - ორივეს საშუალოზე გაცილებით მაღალი. ორივე ჭიდაობით იყო დაკავებული და ნანახი ფილმებიდან ერთსა და იმავე ფრაზებს იყენებდნენ. „ეს რაღაც არარეალური იყო,“ - იხსენებს რობერტი.

717-1722069846.avif

ედისა და რობერტს ძალიან გაუხარდათ ერთმანეტის პოვნა

ბიჭებმა ანალიზები ჩააბარეს, რომლებმაც ისედაც ცხადი რამ დაადასტურა - ისინი ძმები იყვნენ. საოცარი შეხვედრის შესახებ გაზეთები წერდნენ, ძმებმა ტელევიზიას რამდენიმე ინტერვიუ მისცეს, სანამ რობერტის მშობლების სახლში სატელეფონო ზარი არ გაისმა: ახალგაზრდა კაცი რეკავდა, რომელმაც საუბარი დაიწყო სიტყვებით: „არ დაიჯერებთ, მაგრამ…“

სამივე ძმის შეხვედრა

ნიუ იორკის სხვა კოლეჯში დევიდ კელმანმა რობერტისა და ედის ფოტოს გაზეთში ხილვისას გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ ისინი ზუსტად მის მსგავსად გამოიყურებიან.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამივე ბიჭი ებრაულმა ოჯახმა დაბადებისთანავე გადასცა ადგილობრივ სააგენტოს გასაშვილებლად. ერთი შეხედვით, ძმების შეხვედრა ამ ისტორიის „ჰეფი ენდი“ უნდა გამხდარიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს უზარმაზარი ცინიკური ექსპერიმენტის გახსნის დასაწყისი იყო, რომელიც ადამიანებზე ჩაატარეს.

bfb26b79a1b60b92c872f1b71ab20b7f920fa08445113c060d04a89b2d517703-1722069879._SX1080_FMjpg_.jpg

ბიჭებს გულწრფელად უხაროდათ, რომ ცხოვრებაში მათი მსგავსი ადამიანები გაჩნდნენ. ერთად სარესტორნო ბიზნესი გახსნეს, რეგულარულად ჩნდებოდნენ ტელევიზიაში, მადონას ერთ-ერთ ფილმშიც კი მიიღეს მონაწილეობა.

გასაკვირი იყო, თუ რატომ გადაწყვიტა სააგენტომ, გაეშვილებინა ძმები სხვადასხვა ოჯახში. თავად ორგანიზაციამ ეს ახსნა იმით, რომ არ სურდათ, ახალ ოჯახში ყურადღება სამ ბავშვზე ყოფილიყო გადანაწილებული. სხვადასხვა ოჯახში კი თითოეულს მაქსიმალურ ყურადღებასა და სიყვარულს მიიღებდნენ. ამ სიტყვებში ჟურნალისტებს ეჭვი შეეპარათ, როდესაც ზოგიერთ კანონზომიერებას მიაქციეს ყურადღება. ასე, მაგალითად, სამივე ოჯახში უკვე ჰყავდათ სხვა ნაშვილები ბავშვები.

ამასთან, რობერტი შეძლებულ ოჯახს მიაშვილეს, ედი საშუალო კლასის ოჯახში მოხვდა, დევიდი კი უბრალო მუშის ოჯახში, რომელიც კუინზის ღარიბ უბანში ცხოვრობდა.

შემდეგ, სამივე ბავშვის მშობლებთან საუბარში გაირკვა, რომ ისინი წელიწადში ერთხელ მიდიოდნენ სააგენტოში, სადაც პასუხობდნენ უამრავ კითხვას, გადიოდნენ უამრავ ტესტს. სინამდვილეში, თავადაც არ იცოდნენ, რომ სამივე ოჯახი სოციალურ ექსპერიმენტში იღებდა მონაწილეობას.

1-65-1722069917.avif

ექსპერიმენტს ფსიქოანალიტიკოსი პიტერ ნოიბაუერი ხელმძღვანელობდა, რომელიც ბავშვის განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობდა მანჰეტენზე. მისი მიზანი გახლდათ, გამოევლინა, თუ რა ზემოქმედებს ბავშვის პიროვნებაზე დიდწილად - გენეტიკა თუ აღზრდა. თავის დროზე მისი ექსპერიმენტი ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა დააფინანსა გაშვილების სააგენტოს მონაწილეობით.

ნაშვილებ ბავშვებს, მათ შორის რობერტს, ედისა და დევიდს, მუდმივად უთვალთვალებდნენ, იღებდნენ ვიდეოზე მათ ცხოვრებას, აფიქსირებდნენ, თუ რა სათამაშოებით თამაშობდნენ, როგორ რეაგირებენ, როგორი ურთიერთობა აქვთ ოჯახთან და მეგობრებთან. ხანდახან მკვლევარები ბავშვებს თავიანთ სახლებში სტუმრობდნენ, თუმცა, მშობლებს ვიზიტის ნამდვილ მიზეზს არასოდეს უმხელდნენ.

დღევანდელი საზომით, მსგავსი ექსპერიმენტი ძალზედ არაეთიკურად მიიჩნევა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი ადამიანის უფლებების დარღვევით ჩატარდა, სპეციალისტები თანხმდებიან, რომ შედეგებს მეცნიერების გაცილებით წინ წაწევა შეეძლო იმაში, თუ რა განაპირობებს პიროვნების ფორმირებას: გენეტიკა თუ გარემოცვა. თუმცა, ამ ექსპერიმენტის შედეგები არასოდეს გამოქვეყნებულა. ცნობილი არ არის, ინახება ისინი სადმე, თუ გაანადგურეს. იხილეთ სრულად