პატიმრობა 141 078 წლით- რა დანაშაული ჩაიდინა ქალმა, რომელსაც ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი სასჯელი მიუსაჯეს? | Allnews.Ge

პატიმრობა 141 078 წლით- რა დანაშაული ჩაიდინა ქალმა, რომელსაც ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი სასჯელი მიუსაჯეს?

სამუდამო პატიმრობა და სიკვდილით დასჯა დღესდღეობით სასჯელის უმაღლესი ფორმებია, რომლებიც მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს და ზოგჯერ მათი არსებობა ბევრისთვის საკამათოა.

ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც დამნაშავეებს იმაზე ბევრად მეტი წლით მიუსაჯერს თავისოფლების აღკვეთა, ვიდრე ეს რეალურია. მსგავსი სასჯელი უფრო სიმბოლურია, ვიდრე პრაქტიკული, რაც ხაზს უსვამს ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას, დამნაშავეს არასოდეს ჰქონდეს გათავისუფლების შესაძლებლობა, თუნდაც მან წარმოდგენლად დიდხანს იცოცხლოს.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ჩამოი ტიპიასოს შემთხვევა, ტაილანდელი ქალის, რომელსაც მიესაჯა 141 078 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას პატიმრობა 1989 წელს მასშტაბურ პირამიდულ სქემაში მონაწილეობისთვის მიუსაჯეს. ქალის თაღლითური გეგმის შედეგად ათასობით ადამიანი დაზარალდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასჯელი მოგვიანებით ტაილანდის კანონმდებლობით შემცირდა, ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ სასჯელად რჩება.

600ab3bfc559d-1722678718.jpg

ყველაფერი კი ასე მოხდა:

1960-იანი წლების ბოლოს ჩამოიმ შექმნა ფონდი სახელწოდებით Mae Chamoy Fund, რომელიც დააარსა ისე, როგორც ნავთობის აქცია მაღალი შემოსავლით. ტაილანდის სამეფო საჰაერო ძალებთან და ტაილანდის ნავთობის ხელისუფლებასთან მისი კავშირების გამო, ფონდმა შეძლო თავის შენარჩუნება საოცრად დიდი ხნის განმავლობაში.

სქემამ მოიზიდა 16 231 კლიენტი და 1980-იანი წლების შუა პერიოდებამდე იარსება. მოგვიანებით Mae Chamoy Fund დაიხურა და ჩამოი დააპატიმრეს.

1989 წლის 27 ივლისს ჩამოი და შვიდი თანამზრახველი გაასამართლეს კორპორატიულ თაღლითობაში. მას მიესაჯა სულ 141 078 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ტაილანდის იმდროინდელი კანონმდებლობით ნათქვამია, რომ მაქსიმალური სასჯელი, რომელიც შეიძლება მოიხადოს თაღლითობისთვის, იყო 20 წელი. მას სასჯელი კიდევ ერთხელ შეუმცირდა, ორჯერ, და გაათავისუფლეს 1993 წელს.

resize-1722678745.webp