კაგოტები - ყველასგან განდევნილი იდუმალი ტომი, რომლის წევრებსაც სხვა ადამიანებთან კონტაქტი სასტიკად აკრძალულიი ჰქონდათ | Allnews.Ge

კაგოტები - ყველასგან განდევნილი იდუმალი ტომი, რომლის წევრებსაც სხვა ადამიანებთან კონტაქტი სასტიკად აკრძალულიი ჰქონდათ

აზიაში კასტის სისტემა ათასობით წელია არსებობს. ცნობილია, რომ ინდოეთს, ავღანეთს, პაკისტანს, ჩინეთს და იაპონიასაც კი ჰყავდათ თავიანთი ხელშეუხებელნი. და ზოგან ჯერ კიდევ არსებობენ. ყველგან დევნილები, სრულიად უძლურნი და არავითარი შანსი არ ჰქონდათ დაეტოვებინათ თავიანთი სოციალური ჯგუფი, პარიებს თითქოს მხოლოდ აღმოსავლეთში შეეძლოთ არსებობა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შუა საუკუნეების ევროპასაც ჰყავდა განდევნილთა თავისი კასტა – კაგოტები.

არავინ იცის, როგორ გაჩნდნენ კაგოტები საფრანგეთის დასავლეთში და პირენეებში. უფრო მეტიც, ზუსტი ახსნაც კი არ არსებობს, თუ როგორ გაჩნდა ეს სიტყვა. ისინი პირველად მოხსენიებულია XI საუკუნის წერილობით წყაროებში. მაშინაც კი ისინი ცალკე თემში მცხოვრები ხელშეუხებელი ადამიანები იყვნენ.

2024081115052689693-1723446445.jpg

სოფელი პირინეიში

ზოგიერთი უძველესი წიგნი აღწერს კაგოტებს, როგორც დაბალ და გამხდარ ადამიანებს, ხვეული მუქი თმებით. სხვებში კი პირიქით, ცისფერთვალება და ქერათმიან ხალხად არიან წარმოდგენილი. მაგრამ თითქმის ყველა წყარო ერთ რამეზე თანხმდება - კაგოტებს ჰქონდათ მრგვალი ყურები ბიბილოს გარეშე.

კაგოტები ყველასგან განცალკევებით ცხოვრობდნენ, ჩვეულებრივ სოფლებსა და ქალაქებს გარეთ. ხშირად ეს იყო ჭაობები, ფერდობები, ხევები და სხვა არამიმზიდველი ადგილები საცხოვრებლად და მიწათმოქმედებისთვის. კაგოტებს ჩამოერთვათ მრავალი უფლება და თავისუფლება - მათ ეკრძალებოდათ საფრანგეთის ნებისმიერი მაცხოვრებლისთვის ხელმისაწვდომი ძირითადი ნივთების ქონა. კაგოტებს არ შეეძლოთ არავისზე დაქორწინება მათი თემის გარეთ. მათ ასევე არ აძლევდნენ უფლებას ეჭამათ, დაებანათ ან თუნდაც უბრალო ადამიანებთან ემეგობრათ. ხელშეუხებლებს ასევე ჰქონდათ კიბისა და პლატფორმის მოაჯირებითა სარგებლობის უფლება. მათ არ აძლევდნენ ხიდების ღობეების შეხების უფლებასაც კი. მათ კრძალავდნენ ცალკე სასაფლაოზე, ეკლესიებისა და სამლოცველოებისგან შორს.

2024081115093789693-1723446526.jpg

რით განსხვავდებოდნენ ისინი სხვებისგან?

ამ ადამიანებს მოეთხოვებოდათ ქუჩებში სიარული სპეციალური ზარებით, რაც ყველას აცნობებდა განდევნილის მოახლოებას. ზუსტად ასე დადიოდნენ შუა საუკუნეების ევროპის გზებზე კეთროვანები, რომლებთანაც, სხვათა შორის, კაგოტებს გამუდმებით აიგივებდნენ. ითვლებოდა, რომ ამ კასტის წარმომადგენელთან შეხებით შეიძლებოდა კეთრი ან თუნდაც ჭირი დამართნოდათ.

კაგოტებს ასევე ადანაშაულებდნენ ყველა წარმოსახვით და წარმოუდგენელ ცოდვაში: ბავშვის გატაცებაში, ჯადოქრობაში, ღალატში და კანიბალიზმშიც კი. არქეოლოგებმა სპეციალურად შეისწავლეს კაგოტის საფლავების ნაშთები, რათა დაედგინათ, რა სჭირდათ ამ ადამიანებს. მაგრამ მკვლევარებმა უცნაური ვერაფერი აღმოაჩინეს. კეთროვანები და ჭირით დაავადებულები კაგოტებში არ იყო უფრო გავრცელებული, ვიდრე მოსახლეობის სხვა სეგმენტებში. და მათ არ ჰქონდათ რაიმე უცნაური დამახასიათებელი გადახრები მათი სხეულის სტრუქტურაში. სინამდვილეში, კაგოტები უბრალო სოფლისა და ქალაქის მაცხოვრებლების მსგავსი იყვნენ. ისინი იძულებულნი გახდნენ, ტანსაცმელზე გამოეკერათ გამორჩეული ნიშანი წითელი ჩიტის ფეხის სახით. განდევნის კიდევ ერთი ნიშანი იყო ფეხსაცმელი. ყველაზე ღარიბი გარიყულებიც კი ვალდებულნი იყვნენ ჰქონოდათ ფეხსაცმელი და ყველგან ეცვათ ისინი. კაგოტები არასდროს უნახავთ ფეხშიშველი. ამიტომ ხალხში გავრცელდა ისტორიები, რომ ფეხების ნაცვლად მათ ჰქონდათ კლანჭებიანი თათები.

2024081115141889693-1723446545.jpg

რას საქმიანობდნენ ისინი?

ასევე შეზღუდული იყო ხელობის არჩევანი, რომლითაც ევროპელი პარიები შეძლებდნენ დაკავებას. კაგოტებს უფლება ჰქონდათ აერჩიათ მხოლოდ ხის დამუშავებასთან ან სიკვდილთან დაკავშირებული პროფესიები. ისინი იყვნენ მეტყევეები, მშენებლები, მესაფლავეები და ჯალათები. ამ ტომის მრავალი წარმომადგენელი დურგალი იყო.

მიკერძოებული დამოკიდებულების მიუხედავად, კაგოტებს ანდობდნენ ხის ტაძრების აშენებას. დროთა განმავლობაში მათ მიაღწიეს დიდ სიმაღლეებს ამ უნარში. მაგრამ მათ შეზღუდვებით უწევდათ ეკლესიებში დასწრება. ტაძრის უკან იყო სპეციალური, ძალიან დაბალი კარი, რომლის ზემოთ იყო წარწერა „კაგოტი“. იხილეთ სრულად