ჩრდილოეთ კორეაში მოქმედი კანონები, რომლებიც თავისი სიველურით შოკში ჩაგაგდებთ
ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილ და იზოლირებულ ქვეყნად ითვლება, რაც მის ტერიტორიაზე მოქმედი მთელი რიგი საშინელი კანონების გათვალისწინებით გასაკვირი სულაც არ არის. სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ფუნდამენტურ უფლებებს ართმევს და ყოვლად გაუგონარ, ტოტალიტარულ წესებს უწესებს.
1. ჩრდილოეთ კორეაში სულ 3 არხი მაუწყებლობს, რომლის კონტენტსაც მთლიანად მთავრობა აკონტროლებს.
2. "სამი თაობის დასჯის" წესი - თუ ჩრდილოეთ კორეაში დანაშაულს ჩაიდენთ, არა მხოლოდ თქვენ დაისჯებით, არამედ თქვენი ბებია, ბაბუა, მშობლები და შვილებიც კი. ეს სასტიკი კანონი კი იმისთვის მიიღეს, რომ დამნაშავეები ციხიდან არ გაიქცნენ.
3. ყველა მამაკაცსა და ქალს შეუძლია მხოლოდ მთავრობის მიერ დამტკიცებული 28 თმის ვარცხნილობიდან მხოლოდ ერთის შერჩევა! ყველა სხვა დანარჩენი - აკრძალულია. კანონი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 2013 წელს შემოიღო. მან სიაში საკუთარი ვარცხნილობა არ შეიტანა, რადგან სურდა მისი უნიკალურობა შეენარჩუნებინა.
4. ქვეყანაში კალათბურთის თამაშის საკუთარი წესები მოქმედებს, გაგიკვირდებათ და, მათ თამაშის მსვლელობაც კი შეცვალეს. მაგალითად, სლემ - დანკის 3 ქულა მოაქვს და არა 2, 2-ქულიანის ჩაგდება თამაშის ბოლო სამ წუთში 8 ქულად ითვლება. გარდა ამისა, თუ 3 ჩაგდებას გამოტოვებთ, ქულა გაკლდებათ.
5. დედაქალაქში საცხოვრებლად მთავრობის ნებართვაა საჭირო. კიმ ჩენ ინს სურს, რომ ფხენიანში მხოლოდ წარმატებული, მდიდარი და გავლენიანი ადამიანები ცხოვრობდნენ, ამიტომ თუ თქვენ დედაქალაქში ცხოვრება გსურთ, დიდი ბოდიში, მაგრამ ამისთვის მთავრობის ნებართვა დაგჭირდებათ.
6. მოსწავლეების მშობლებს თავად უწევთ შვილების მერხებსა და სკამებზე ზრუნვა, ვინაიდან სკოლის გადასახადი სასკოლო ინვენტარის თანხებს არ ფარავს.
7. სახლში ბიბლიის ქონა უკანონოდ ითვლება. ჩრდილოეთ კორეაში ბიბლია დასავლური კულტურის სიმბოლოდ ითვლება, რომელსაც ადამიანების გარდასახვა შეუძლია, ამიტომ მისი ქონა აკრძალულია. ერთი მორწმუნე ქალი, რომელიც ქვეყანაში ბიბლიას ავრცელებდა, დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.
8. "Apple Inc."-ს, "Sony"-ს და "Microsoft"-ს თავიანთი პროდუქციის ჩრდილოეთ კორეაში გავრცელების უფლება არ აქვთ. არანაირი "iPhone", ტელევიზორი ან ლეპტოპი ზემოაღნიშნული ბრენდის ჩრდილოეთ კორეელებისთვის! ამ ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან ცოტა რამ იცის ელექტრონიკისა და ტექნოლოგიების შესახებ, ვინაიდან მთავრობის მიერ გატარებული იზოლაციის პოლიტიკა ბევრ ინფორმაციას მალავს.
9. თქვენ ვერ შეძლებთ ქვეყანაში ჩრდილოეთ კორეის შესახებ დასავლური ლიტერატურის შეტანას. გახსოვდეთ, რომ უსაფრთხოების შემოწმების მიზნით ქვეყანაში შესვლისას "Lonely Planet"-ის გზამკვლევსაც კი ჩამოგართმევენ. თუ ტურისტი ხართ, საბაჟოზე მთელ თქვენს მუსიკას, ფილმებსა თუ წერილობით მასალებს დეტალურად შეამოწმებენ, და მხოლოდ ამის შემდეგ დაგრთავენ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვას. იხილეთ სრულად