"არ დაელოდოთ ხვალინდელ დღეს"- ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის საიდუმლო გაამხილა | Allnews.Ge

"არ დაელოდოთ ხვალინდელ დღეს"- ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის საიდუმლო გაამხილა

ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ყველამ ვიცით, რომ დიეტა სტრესთან, უხასიათობასთან, მუდმივ შიმშილის გრძნობასთან და ზოგადად, დისკომფორტთან ასოცირდება. ნანუკამ კი ისეთი რეცეპტი შეიმუშავა, რომლის მეშვეოითაც ყოველგვარი სტრესის გარეშე 6 თვეში ქალებს სასურველ ფორმაში ჩადგომას „ჰპირდება“.

გთავაზობთ ნანუკას რეცეპტს, რომელიც საკუთარი გადაცემის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა:

მოგესალმებით მეგობრებო:)

დიდი ხანია თქვენთან არ მიჭორავია და თემა, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ჩვენივე შესაძლებლობებია. დასტურად ფოტოსაც დავურთავ ნაამბობს.

ჩემი, არაჯანსაღი ცხოვრება იწყებოდა სიგარეტით და ყავით, გრძელდებოდა შემწვარ მოხრაკული საჭმლით, გიჟური რეჟიმით და დარღვეული ძილით. ამას რატომ გიყვებით, იმიტომ რომ ყველაზე უკიდურეს ზარმაც და არასწორი რეჟიმით მცხოვრებ ადამიანსაც კი, ერთ წამში შეუძლია შეცვალოს ყველაფერი.

საკმარისია გააქროთ რაციონიდან, შაქარი, ტკბილეული, ხილი ჭამოთ მხოლოდ დღის ორ საათამდე, ამოიღოთ ყველანაირი ბურღულეული (გრეჩიხის, ქინოას გარდა) არ მიირთვათ ზეთში შემწვარი არაფერი. არანაირი გაზიანი და ალკოჰოლური სასმელი. წყალი აუცილებლად და ფიზიკური აქტივობა. დაძინება დღეს (12 საათამდე) და გაღვიძება ხვალ.

6 თვეში, ყოველგვარი სტრესის, ნევროზის, ისტერიკის გარეშე ისეთ ფორმაში იქნებით, მიხვდებით რომ ეს, ცხოვრების თავიდან დასაწყისია. კვება ჩვევაში გადაგივათ, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ ჯანსაღი ცხოვრება, კარგი ვიზუალით.

1. იკვებეთ დღეში 4-ჯერ

2. შუალედი იყოს 2-3 საათი.

3. მეორე კვება შეიძლება იყოს ხილი.

4. არ დაგავიწყდეთ რომ გამოძინება აუცილებელია.

5. წყალი

6. არანაირი შემწვარი საჭმელი. პური, ხაჭაპური დაივიწყეთ და შემდეგ მათაც დაავიწყდებით

7. არანაირი ტკბილი.

8. ფიზიკური აქტივობა.

9. მწვანე ბოსტნეული, მოხარშული, გრილზე შემწვარი ხორცი, თევზი, არის ძალიან სასარგებლო და აუცილებელი.

10. თან იქონიეთ ნიგოზი (5-6 ლებანი, თხილი, ნუში) თავიდან ძალიან გეხმარებათ მშრალი ხილი.

მგონი არაფერი გამომრჩა. წარმატებებს გისურვებთ და არ დაელოდოთ ხვალინდელ დღეს და განსაკუთრებით ორშაბათს:)

დაიწყეთ ამ წამს თქვენი ნანუკა.

29432541-1886941798044461-8755730465391193879-n-1724658049.jpg