იცოდით, რატომ დასდეს ბრალი ბერიას სასამართლოზე ყალბი ფულის დამზადებაში? | Allnews.Ge

იცოდით, რატომ დასდეს ბრალი ბერიას სასამართლოზე ყალბი ფულის დამზადებაში?

ლავრენტი ბერია ის ადამიანი იყო, ვინც მიზნის მისაღწევად ყველაფერზე იყო წამსვლელი, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როცა საქმე მნიშვნელვოანი მიზნის მიღწევას ეხებოდა.

გენერალი პავლე ფიტინი: „როდესაც საქმე ეხებოდა სტრატეგიულ საკითხებს, ლავრენტი პავლეს ძე ბერია გაორმაგებული ენერგიით მოქმედებდა და ჩვენც მოგვიწოდებდა, სრულად დავხარჯულიყავით მიზნის მისაღწევად. ჯერ კიდევ ჰიტლერული აგრესიის დაწყებამდე ჩვენს უწყებას – საგარეო დაზვერვას, მიზნად დაგვისახა ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ეფექტური მუშაობის განხორციელება ყველა მიმართულებით და ჩვენც ფართო ფრონტით შევუტიეთ საქმეს. გარდა იმისა, რომ მთელი გერმანიისა და გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევქმენით ფართო სადაზვერვო-დივერსიული ქსელი, დავიწყეთ სხვა კუთხით მუშაობაც და ეს იყო ეკონომიკური დივერსიების განხორციელება.

13532536493753-1724829429.jpg

ბერიას მითითებით, ერთ-ერთი ჩვენი დახურული უწყების წიაღში შევქმენით ყალბი ვალუტის საბეჭდი საამქრო. მაღალი ხარისხის პროფესიონალების დახმარებით ამ საამქროში, პირველ რიგში, ფაშისტური მარკები იბეჭდებოდა, ასევე, ბრიტანული გირვანქა სტერლინგები და ამერიკული დოლარები. თითოეული ამ ვალუტის ხარისხი ისეთი იყო, რომ თვით ამ ქვეყნების ბანკებიც კი ვერ არჩევდნენ მათ ნამდვილი კუპიურებისგან. გერმანული მარკები დიდი რაოდენობით შეგვქონდა ნაცისტების ტერიტორიაზე და ბრუნვაში ვუშვებდით, რაც მნიშვნელოვან ზარალს აყენებდა ფაშისტურ ეკონომიკას. ასეთივე ხარისხის იყო ბრიტანული და ამერიკული ვალუტებიც. თუმცა, ეს კუპიურები შენახული გვქონდა და არ ვიყენებდით, რადგან ანგლოამერიკელები მაშინ ჩვენი პარტნიორები, მოკავშირეები იყვნენ.

სამაგიეროდ, ფაშისტურ ეკონომიკას 1940–1942 წლებში კოლოსალური ზარალი მივაყენეთ. ერთ-ერთი სამხრეთამერიკული ფირმის დაკვეთით (ეს ფირმა სინამდვილეში საბჭოთა დაზვერვის მიერ იყო შექმნილი), გერმანიაში 200-200 „ფოლკსვაგენი“ და „მერსედესი“ დაამზადეს. გადახდა კი ყალბი კუპიურებით განხორციელდა და როდესაც მანქანები საოკეანო ლაინერით სამხრეთ ამერიკისკენ გაგზავნეს, ისინი 10 დღის შემდეგ ვლადივოსტოკის პორტში ჩამოტვირთეს. შემდგომ კი მოსკოვში, ლენინგრადში, კიევსა და თბილისში გადაანაწილეს. შესაბამისი ოპერაციები ჩატარდა ფაშისტების მიერ წარმოებულ საბრძოლო მასალებსა თუ სტრატეგიულ ნედლეულზე და ბერიას ინიციატივით დაბეჭდილმა ყალბმა ფაშისტურმა ვალუტამ, ერთი მხრივ, დიდი ზიანი მოუტანა ჰიტლერელებს, მეორე მხრივ კი, ჩვენმა ქვეყანამ საჭირო სტრატეგიული მარაგი შეივსო.“

1544018630-47456-1724829458.jpg

საბჭოთა კავშირში უმაღლესი ხარისხის ანგლოამერიკული ვალუტაც მზადდებოდა და საბჭოთა დაზვერვა დროგამოშვებით მათაც იყენებდა. თუმცა, იმდენად უმნიშვნელო რაოდენობით, რომ ამ ქვეყნებს მინიმალური ზიანიც კი არ შეხვედრიათ. 1945 წლის მიწურულისთვის ბერიას უწყების საიდუმლო საწყობში 100-100 მილიონის ანგლოამერიკული ვალუტა იყო შენახული, რაც 1946 წლის დასაწყისში გაანადგურეს.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ყალბი ფულის ბეჭდვის პრაქტიკა და მათი გამოყენება მტრული სახელმწიფოს ეკონომიკური დივერსიისთვის დიდი სიახლე არ ყოფილა. მთავარი ამ საქმეში ის იყო, რომ ბერიამ საკმაოდ კვალიფიციური კოლექტივი შექმნა ამ საქმისთვის და მათაც წარმატებით გაართვეს თავი ამ ამოცანას. სხვათა შორის, ამ კოლექტივის შემადგენლობაში ორი ქართველი მხატვარი მონაწილეობდა. მათ ვინაობას ვერ გავამხელ, თუმცა ვიტყვი, რომ ამ კოლექტივს ძალიან ცნობილი ქართველო ხელოვანი ხელმძღვანელობდა.“ იხილეთ სრულად