"სახლში თუ რაიმე ძველი ნივთი იყო შენახული, ყველაფერი გადმოვალაგე და ახალი სიცოცხლე ვაჩუქე..." - მოყვარული ხელოვანის შემოქმედებითი სივრცე | Allnews.Ge

"სახლში თუ რაიმე ძველი ნივთი იყო შენახული, ყველაფერი გადმოვალაგე და ახალი სიცოცხლე ვაჩუქე..." - მოყვარული ხელოვანის შემოქმედებითი სივრცე

მადონა თედლიაშვილი გორის რაიონ სოფელ კარალეთიდანაა. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია, თუმცა ხშირად ინტერესდება სხვადასხვა სფეროთი. ამ ეტაპზე ნივთების რესტავრირებით არის გატაცებული და ჩვენი ყურადღებაც ამით მიიპყრო.

- წლების წინ საკუთარი კაფე-ბარი მქონდა, USAID-ის კონკურსში გავიმარჯვე, დამაფინანსეს და 3 წელი საკუთარ ბიზნესით ვიყავი დაკავებული. თუმცა შემდგომ ემიგრაციაში მომიწია წასვლა, კერძოდ - თურქეთში, სადაც 10 წლის განმავლობაში სეზონურად ვმუშაობდი ტურისტებთან. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ვნახე სამსახური. შარშან შემოდგომით დავბრუნდი და დიდი სურვილი მაქვს, აღარ წავიდე და სამომავლოდ აქ გავაკეთო ჩემი საქმე.

ხელნაკეთი ნივთების შექმნა ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ ასე სერიოზულად ორი წელია დავინტერესდი. სახლში თუ რაიმე ძველი ნივთი იყო შენახული, ყველაფერი გადმოვალაგე და ახალი სიცოცხლე ვაჩუქე. პროფესიონალი არ ვარ, ჰობია ჩემი და მინდა უფრო ღრმად შევისწავლო. სამომავლოდ მინდა პატარა სახელოსნო გავხსნა, სადაც ჩემს იდეებს ფრთებს შევასხამ.

406777843-1783975868731075-3704048291182956864-n-1724928516.jpg

ძალიან მიყვარს, როდესაც ძველ ნივთს ახალ სიცოცხლეს ვჩუქნი და ყოველი მათგანი მიყვარს. ვურჩევდი ყველას, რომ არ გადაყარონ ძველი ნივთები, ისინი ხომ ჩვენი წინაპრების ნაქონია და ყველა ნივთი ისტორიას ინახავს. უბრალოდ აიღონ, გააცალონ საღებავი და ლაქი, და შეღებონ. თავიდან თუ არ გამოუვათ, მეორე ჯერზე აუცილებლად გამოუვათ. უამრავი ვიდეო დევს იუთუბზე, სადაც ახსნილია. მეც სულ ვუყურებ ასეთ ვიდეოებს და ბევრს ვსწავლობ. მთავარია, მონდომება გქონდეს და აუცილებლად გამოგივა.

d6137e87-9824-4e8e-8fbe-12590a6a46dd-1724928527.jpg

უბრალო ხის ნაჭერიც კი შეიძლება სანათად იქცეს, ასეთი მაქვს კომშის ერთი ტოტი, რომელიც გახმა და მოჭრეს. ერთი ტოტისგან სანათი გავაკეთე. ყველა ნივთი შესაძლოა გამოიყენო. მაგალითად, ბაღში ქვები შევღებე და ზოგი - კუდ, ზოგი - ბაყაყად, ზოგი ფუტკრად და ჭიამაიად გადაიქცა. ძველი ბოთლები, რომლებიც განწირული იყო გადასაყრელად, "დავასაქმე" და ხეების გარშემო დიდი საყვავილეები გავაკეთე. ბაღში ქვები მოვაგროვე და ქვაფენილები გავაკეთე, ძველი საბურავიდან - ყავის მაგიდები. მოკლედ, შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს.... იხილეთ სრულად