იცოდით, ვინ იყო დათა თუთაშხია სინამდვილეში? - ბევრმა არ იცის, რომ ის რეალურად არსებობდა - ტყეში მცხოვრები აბრაგის ნამდვილი ამბავი | Allnews.Ge

იცოდით, ვინ იყო დათა თუთაშხია სინამდვილეში? - ბევრმა არ იცის, რომ ის რეალურად არსებობდა - ტყეში მცხოვრები აბრაგის ნამდვილი ამბავი

ბევრმა არ იცის, რომ დათა თუთაშხია ნამდვილად არსებობდა. ეს პერსონაჟი ჭაბუა ამირეჯიბის გამოგონილი პიროვნება ჰგონიათ. სტატიაში მოკლედ გავიცნოთ თუ ვინ იყო გუძა შელია, დათა თუთაშხია პროტოტიპი.

აქვე მინდა აღინიშნოს, რომ თვითონ წიგნში ბევრი ეპიზოდია ამოღებული, რადგან იმ დროინდელ ხელისუფლებას ეს არ “აწყობდა”.

გუძა კაზას ძე შელია დაიბადა სამეგრელოში, კონკრეტულად წალენჯიხის რაიონ სოფელ საჩინოში, მეჯოგის ოჯახში. გვარი თუთაშხია(თუთაშხა მეგრულად ორშაბათ დღეს ნიშნავს-მთვარის დღეს) მეჯოგეების გვარია, მათ გამოყავდათ სხვადასხვა ჯიშის ძროხები და ამით ირჩენდნენ თავს ძირითადად, ასევე აბრაგობდნენ, აბრაგობა და გააბრაგება კი სამეგრელოში, როგორც საქართველოში, იმ ხნად ყველაზე გავრცელებული იყო, აბრაგები წითელ ხელისუფლებას ებრძოდნენ ძირითადად.

304772977-172891498630898-7320582154053707593-n-1725004444.jpg

გუძა შელიას აღნაგობა: საშუალოზე მაღალი, მძლავრი აღნაგობის, შესახედავად-წარმოსადეგი, აქვს ლურჯი თვალები, კეხიანი ცხვირი, უყვარს შავი ფერის ჩოხები და ხშირად იცვლის ცხენებს.

მას ყავდა და-ელე შელია, ვის გამოც შემდეგ გუძა გააბრაგდა, დაობლებული და-ძმა მის მამიდასთან და მამიდაშვილებთან ერთად გაიზარდნენ ზარანდიების ოჯახში. ”მუშნი თავს ევლებოდა დათას და მის დას-ელეს პატარაობიდანვე და მიუხედავად მათი დაპირისპირებისა მათ შორის ძმური სისხლისმიერი სიყვარული და პიროვნების ურთიერთპატივისცემა არასდროს შენელებულა, ეს პარადოქსად ჟღერს”-აცადებს გრაფი სეგედი.

გავრცელებული ვერსიით, გუძას უსამართლობის გამო დაწყებულ ჩხუბში, პოლიციელი შემოაკვდა და იძულებული გახდა, თავი ტყისთვის შეეფარებინა. აქედან დაიწყო მისი პიროვნების ლეგენდებით შემოსვა. ავს მთავრობა უგონებდა, კარგს - ხალხი უმატებდა და დღეს უკვე ძნელია გარკვევა, რომელი ამბავი სიმართლეა და რომელი მოგონილი.

unnamed-1725004453.jpg

ფაქტი ერთია: მის შესახებ დაწერილი რომანი, ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართულ ნაწარმოებად დარჩება ლიტერატურის ისტორიაში. რომანისგან განსხვავებულად დასრულებულა აბრაგის სიცოცხლე, შვილისგან მოკვლა მწერლის ფანტაზიის ნაყოფი გამოდგა.

90944898-2405434446223199-4555411540144029696-n-1725004462.jpg

სინამდვილეში - 1948 წელს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა პატიმრობაში მყოფი: გუძა კაზას ძე შელია, "დათა თუთაშხიას" პროტოტიპი".