ღვინო და ლუდი, კომპოტის მაგივრად – იცოდით, რატომ ასმევდნენ ფრანგულ სკოლებში მოზარდებს ალკოჰოლურ სასმელებს? | Allnews.Ge

ღვინო და ლუდი, კომპოტის მაგივრად – იცოდით, რატომ ასმევდნენ ფრანგულ სკოლებში მოზარდებს ალკოჰოლურ სასმელებს?

მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ალკოჰოლის მიღება მოზარდებისთვის აკრძალულია და მათ კანონი ალკოჰოლური სასმელის მიღების უფლებას 18 ან 21 წლამდე არ აძლევს.

დღეს ერთ ძალიან უცნაურ მოვლენაზე მოგიყვებით, რომელიც გასულ საუკუნეში საფრანგეთში მოხდა. საფრანგეთი ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია და ამ ქვეყანაში ღვინოს უდიდეს პატივს სცემენ. თავად ფრანგები არც მალავენ ამ სასმელის სიყვარულს, თუმცა ერთხელ საქმე იქამდე მივიდა, რომ სკოლებში ბავშვებს რთავდნენ ნებას, შესვენებებზე ღვინო დაელიათ.

og-og-1663283193297699992-700x366-1726121705.jpg

ალკოჰოლი ფრანგულ სკოლებში 1956 წლამდე სრულიად მიღებული იყო, 1956 წლის შემდეგ კი, მხოლოდ 14 წლამდე ბავშვებისთვის აიკრძალა. ამ ასაკზე უფროს ბავშვებს, ლიცეუმის მოსწავლეებს, უფლება ჰქონდათ, მიეღოთ მსუბუქი ალკოჰოლური სასმელი.

იმ დროში მშობლები შვილებს, სადილთან ერთად, კალათით ნახევარ ლიტრ ღვინოს ან ლუდს ატანდნენ. ფრანგ გლეხებს სწამდათ, რომ ღვინო არა მხოლოდ ძალას აძლევდა, ათბობდა და განწყობას ამაღლებდა, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც იყო. მათ სჯეროდათ, რომ ღვინო ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაშიც გამოდგებოდა.

მე-20 საუკუნის ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს დღეში 4 ჭიქამდე სასმლის დალევის უფლება ჰქონდა: სიდრის, ღვინის ან ლუდის. რა თქმა უნდა, სასმელს წყლით აზავებდნენ, რომ ბავშვებს ყელი არ ჩასწვოდათ და მშვიდად დაელიათ. ყველა შესვენებაზე სასადილოებში თბილ სასმელს არიგებდნენ, ჩაისა და კომპოტის ნაცვლად.

გარკვეული დროის შემდეგ მასწავლებლებმა დაიწყეს ჩივილი ბავშვების ქცევასთან დაკავშირებით: ისინი კარგავდნენ კონტროლს, გაკვეთილებზე იძინებდნენ და საერთოდ არ აინტერესებდათ არაფერი. ნელ-ნელა ზოგიერთი სკოლის დირექტორმა აკრძალა სპირტიანი სასმელის დარიგება მოსწავლეებისთვის.

9i8rtiy27uwb1-1726121775.jpg

ახალი კანონის შემდგომ, მშობლები ღელავდნენ, რომ მათ შვილებს სხვადასხვა ავადმყოფობა ემუქრებოდათ და გადაწყვიტეს: ვინაიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლებოდა ღვინის დალევა სკოლაში, მშობლები მათ ერთ ჭიქას დილით, სკოლაში წასვლამდე ასმევდნენ.

შედეგად, სკოლის დირექტორები ჩიოდნენ, რომ ბავშვები სკოლაში აწითლებული სახეებით და მოთენთილები მოდიოდნენ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მხოლოდ 1981 წლის სექტემბერში, ფრანსუა მიტერანის არჩევის შემდეგ, ალკოჰოლური სასმელები საშუალოა სკოლაში სრულიად აიკრძალა.

ერთი ჩვევა რომ აღმოფვრა, ის მეორით უნდა ჩაანაცვლო. ასე შეიქმნა მთელი რიგი სარეკლამო კამპანიისა რძის პროდუქტების ლოზუნგებით: "იმისათვის, რომ იყო ბეჯითი, ძლიერი და მხნე, დალიე რძე!"