იცით, რატომ ითვლება ინდოეთში წმინდა ცხოველად სწორედ ძროხა და არა სხვა ცოცხალი არსებები? | Allnews.Ge

იცით, რატომ ითვლება ინდოეთში წმინდა ცხოველად სწორედ ძროხა და არა სხვა ცოცხალი არსებები?

ინდოეთში მოსახლეობა 1.4 მილიარდი ადამიანს შეადგენს. ბევრი მათგანი პატარა ფერმებში ცხოვრობს, რომლებიც ზრუნავენ ფერმაზე და ცხოველებზე.

ფერმაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოველი არის ძროხა, რომელიც ფერმერებს 2 საშუალებით ეხმარება: ის მათ აძლევს რძეს და მუშაობს ფერმაში. ფერმერებს არ აქვთ ძალიან დიდი შემოსავალი, ამიტომაც მათ არ შეუძლიათ იყიდონ ფერმისათვის ის აუცილებელი დანადგარები და მოწყობილობები, რომელიც მათ მუშაობას შეუმსუბუქებს. ინდოეთში წვიმა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს რადგან აქ 4 თვის განმავლობაში შეუჩერებლად წვიმს, რაც ნიადაგის სისველეს და შემდეგ დარბილებას იწვევს, თუმცა ძროხებს მაინც არ უჭირთ რბილ ნიადაგზე მუშაობა.

india-hindu-valentines-day-57752-1726730108.jpg

ფერმერები ძროხებზე ძალიან ზრუნავენ, ისინი ყველა პირობას უქმნიან იმისათვის, რომ ძროხები ბედნიერები იყვნენ. ამერიკელებს მოსწონთ საკუთარი მანქანის გარეცხვა, ხოლო ინდოელებს ძროხების ბანაობა ანიჭებთ ბედნიერებას. წელიწადში 2ჯერ აღნიშნავენ ძროხების დღესასწაულს, ეს იგივიეა რაც ამერიკაში “მადლიერების დღე".

მოხუც ძროხებს აღარ შეუძლიათ იმუშაონ ფერმაში, ამიტომაც ფერმის პატრონები მათ უშვებენ ფერმიდან და ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან ქუშაში, სადაც ხალხი დგას და ბალახს ყიდის ძროხებისთვის. ხალხი ყიდულობს ბალახს და აჭმევს ქუჩაში თავისუფლად მოსიარულე ძროხებს.ხალხი ძროხებს ასევე საკუთარ საჭმელსაც სთავაზობს, ხოლო მანქანით მოსიარულეები გზას უთმობენ.ინდოელები სასტიკად ეწინააღმდეგენიან ძროხის მოკვლას.აქ არის მოწყობილი ცხოველების საავადმყოფო სპციალურად მოხუცი და ავადმყოფილი ძროხებისთვის.მთავრობა და ზოგიერთი მდიდარი ადამიანი აფინანსებს ასეთ საავადმყოფოებს.

28india-superjumbo-1726730136.jpg

უცხოელებს არ ესმით თუ რატომ ხარჯავს ამდენ ფულს ინდოეთის მთავრობა ძროხებზე, როცა იქ არის უამრავი ღარიბი და გაჭირვებული ადამიანი, რომელსაც ფული სჭირდება?

არსებობს ორი თეორია, თუ რატომ შეიძინეს ძროხებმა ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი სტატუსი:

რელიგიური ვერსია

ინდოეთის თითქმის მილიარდნახევარი მოქალაქის უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარია. ამ რწმენის მიხედვით ძროხას წმინდა ხასიათი გააჩნია, თუ რელიგიურ ვერსიას გავყვებით, მაშინ უფრო სწორია იმის თქმა, რომ ძროხა არა ინდური, არამედ უფრო ინდუისტური წმინდა ცხოველია. ნეპალში ძროხა ასევე წმინდა ცხოველად ითვლება, და შეიძლება ეს იმასთან იყოს დაკავშირებული რომ ნეპალელების უმეტესობა - ინდუიზმის მიმდევარია, და არა ბუდიზმის.

უძველესი ინდუისტური ტექსტები ინახავს ინფორმაციას წმინდა ძროხის, სურაბჰის შესახებ, რომელიც ნებისმიერ სურვილს ასრულებდა. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ყველა ძროხაში არსებობს სურაბჰის სულის ნაწილი და თუ მას სწორად შესთხოვთ, ნებისმიერ ძროხას შეუძლია ადამიანის სურვილის ასრულება. ინდუსები ძროხას წმინდა ცხოველად მიიჩნევენ, რადგან მას მორწმუნის სამოთხეში მოხვედრა შეუძლია. ინდუიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღმერთი - შივა - ძროხის ყურიდან დაიბადა და არა ცხენზე ან ჯორზე, არამედ ნანდის ხარზეა მოკალათებული, რომელიც ასევე ინდური რელიგიის სიმბოლოა.

0201-ocencow-600-1726730164.jpg

პრაქტიკული ვერსია

ინდოეთში ძროხები შეუცვლელი არსებები არიან როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე ქვეყნის მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსხვილ რქოსან პირუტყვს დიდი სარგებელი მოაქვს ინდოელებისთვის, რადგან იძლევიან რძეს, რომლის გარეშეც ადგილობრივ მოსახლეობას სიცოცხლე უბრალოდ არ შეუძლია. რძეს აძლევენ ბავშვებს და ჩვილებს, თუ დედებს არ შეუძლიათ შვილები საკუთარი რძით გამოკვებონ. მისგან ამზადებენ ასევე ზეთს რელიგიური რიტუალებისთვის, რძის საშუალებით აყენებენ ჩაის და უბრალოდ სვამენ მას დიდი რაოდენობით.

ინდოელები ძროხას "გაუ-მატას" უწოდებენ, რაც სიტყვასიტყვით "დედა - ძროხას" ნიშნავს. ძროხები ასევე შეუცვლელები არიან სოფლის მეურნეობაშიც. რიგით ფერმერს ტრაქტორის ან სხვა ტექნიკის შეძენა არ შეუძლია, ამიტომ მიწის დასამუშავებლად როგორც წესი, ის შრომისმოყვარე ძროხებს იყენებს. რქოსან პირუტყვს ცხენების ნაცვლად ადამიანების ან საქონლის გადასატანადაც იყენებენ.