როგორ გამოიყურებოდა კესარია აბრამიძე ბავშობაში? - ფოტოები, რომლებიც აქამდე არ გინახავთ
კესარია აბრამიძე 22 სექტემბერს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. ის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც ცნობილია, კესარია (პირვანდელი სახელი - ბესო) აბრამიძე 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. ის იყოპირველი ქართველი, რომელმაც საჯაროდ აღიარა და ისაუბრა საკუთარი ტრანსსექსუალობის შესახებ. იყო ცნობილი სახე, მოდელი, ინფლუენსერი, თამაშობდა კინოში. 2018 წელს მის ტრანს მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა საქართველოს სახელით.
კესარიას საზღვარგარეთ გენეტიკური მასალის გაყინვა ჩაუტარდა, რისი საშუალებითაც შეეძლო ბიოლოგიური შვილის ყოლა. 2014 წელს განაცხადა, რომ სასქესო ორგანოს ოპერაციაც გაიკეთა, რითაც ნამდვილ ქალად იქცა.
საზოგადოების ნაწილში გავრცელებული იყო აზრი, რომ კესარიას სახეზე უამრავი პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. იხილეთ, როგორ გამოიყურებოდა კესარია აბრამიძე ბავშობაში. ფოტოების უმეტესობა საზოგადოებას აქამდე არ უნახავს.