იცით, რატომ ყივიან მამლები ყოველთვის ერთსა და იმავე დროს? - საინტერესო ფაქტი, რომელიც ცოტამ თუ იცის | Allnews.Ge

იცით, რატომ ყივიან მამლები ყოველთვის ერთსა და იმავე დროს? - საინტერესო ფაქტი, რომელიც ცოტამ თუ იცის

თუ სოფელში გაიზარდეთ ან ცოტა ხნით მაინც მოგიწიათ იქ ცხოვრება, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ მამალზე კარგი და სანდო მაღვიძარა არ არსებობს- ეს მაშინ, როცა დილით ადრე ხართ ასადგომი; მაგრამ თუ სუფთა ჰაერზე საწოლში ნებივრობა და დილის ძილი თქვენი ჰობია, მაშინ ნურას უკაცრავად- ეს აბეზარი ფრინველი არა და არ მოგასვენებთ და ჯიუტად შემოსძახებს ყიყლიყოს მანამ, სანამ იძულებული არ გახდებით მის ბრძანებას დაემორჩილოთ და ლოგინიდან წამოდგეთ.

მაინც რატომ ყივიან მამლები გამთენიისას ყოველთვის ერთსა და იმავე დროს? როგორ მუშაობს ეს ბიოლოგიური მაღვიძარა, რომლის გამორთვა შეუძლებელია? ამ კითხვაზე პასუხს იაპონელი ორნიტოლოგები გაგვცემენ, რომელთაც გამოიკვლიეს და შეისწავლეს ცოცხალი მაღვიძარას მოქმედების მექანიზმი.

istockphoto-1222602841-612x612-1727763572.jpg

თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ მამალი (და ზოგადად ქათმები) პირველად მოაშინაურეს ინდოეთში დაახლოებით 2000-3000 ათასაწლეულში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. იქ ისინი წმინდა ფრინველებად ითვლებოდნენ. მამლებთან იყო დაკავშირებული უამრავი ცრურწმენა და წინასწარმეტყველება. მაგალითად, მამლის და ზოგადად ქათამის დაკვლა და საკვებად გამოიყენება არ შეიძლებოდა. ისინი ინდოელებს გაშვებული ჰყავდათ თავიანთ ეზოებში ავი სულებისა და უბედურებისაგან ოჯახის დასაცავად.

მამლის რეპერტუარში დაახლეობით 24 განსხვავებული ხმოვანი სიგნალია. მისი ყივილი კი 90 დეციბალის სიძლიერეს აღწევს.

ახლა კი დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას: რატომ ყივიან მამლები დილაობით ერთსა და იმავე დროს? - ცნობილია, რომ ისინი რეგულარულად სამჯერ ყივიან-შუაღამისას, გამთენიისას და დილით, თუმცა მამლის ყივილი დღის ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგონოთ. ორნიტოლოგების აზრით, მამლის ყივილი არის დემონსტრირება მის უპირატესობისა, კერძოდ იმისა, რომ ამ ეზოს, ამ ტერიტირიის ბატონ-პატრონი ისაა. გარდა ამისა, ყივილით ისინი კონტაქტს ამყარებენ მეზობელ-კონკურენტ მამლებთან.

დიდი ხნის მანძილზე აინტერესებდათ ადამიანებს, თუ რატიომ ყიოდნენ მამლები გამთენიისას ზუსტად ერთსა და იმავე დროს, სანამ იაპონელმა მეცნიერებმა არ ჩაატარეს ექსპერიმენტი და პასუხი არ გასცეს ამ კითხვაზე: როგორც ვარაუდობდნენ, მამლის ყივილი არის ერთგვარი განაცხადი იმისა, რომ ახალი დღე დგება. პირველ სიგნალს იძლევა ყველაზე უხუცესი, დომინირებადი, პირველი რანგის მამალი, რომელსაც ექოს აძლევენ მეორე რანგის მამლები და ასე შემდეგ. საოცარია, მაგრამ ეს ფრინველები საოცრად მკაცრად იცავენ იერარქიას.

2020050714461237332-1727763592.jpg

მამლის ყივილი ტერიტორიულ აკუსტიკურ სიგნალს მიეკუთვნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფრინველების ურთიერთობაში, განსაკუთრებით ველურ ფრინველებს შორის. თუმცა შინაური მამლები აგრძელებენ მთელი სოფლისთვის საქათმეში თავისი უფლებების შესახებ შეტყობინებას. ყივილი გამოწვევაა სხვა მამლებისა, რაზეც სხვები ასევე ყივილით პასუხობენ.მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი სისტემა ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ადამიანი მოიშინაურებდა ქათმებს. სწორედ ყივილი ეხმარებოდა მათ დაეცვათ თავიანთი ტერიტორია და მოეგერიებინათ მცირე ზომის მტაცებლები და თუ მამალი ღამით უდროო დროს ყივის, ეს ერთგვარი სიგნალია იმისა, რომ საქათმეში რაღაც ვერაა რიგზე და ქათმებს თავს მტაცებელი დაესხა.

მაგრამ იაპონელი მეცნიერების ექსპერიმენტის ყველაზე საინტერესო შედეგი იყო იმის დადგენა, რომ მამლებს არ გააჩნიათ ბიოლოგიური საათი. ამის ვარაუდი მანამდეც არსებობდა, თუმცა ეს უკვე მეცნიერულად დასაბუთდა. ექსპერიმენტის დროს მამლებს ათავსებდნენ აბსოლუტურად ბნელ ოთახში, ისე, რომ ისინი სინათლეს საერთოდ ვერ ხედავდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფრინველები მაინც აგრძელებდნენ ყივილს გამთენიისას ერთსა და იმავე დროს..ამ დაკვირვების საფუძველზე სწავლულებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ მამლების ბიოლოგიური რიტმი შეესაბამება ჩვეულებრივ დღე-ღამურ რიტმს. სწორედ ამიტომ იღვიძებენ ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე დროს და ომახიანი ყივილით გვამცნობენ ახალი დღის დაწყებას.

წყარო