გეოფაგია - რატომ უჩნდებათ ადამიანებს თიხისა და მიწის ჭამის სურვილი? - უცნაური მოვლენა, რომელსაც პლანეტაზე ათასწლოვანი ისტორია აქვს | Allnews.Ge

გეოფაგია - რატომ უჩნდებათ ადამიანებს თიხისა და მიწის ჭამის სურვილი? - უცნაური მოვლენა, რომელსაც პლანეტაზე ათასწლოვანი ისტორია აქვს

მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს არაერთი უცნაური ჩვევა ახასიათებთ. ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია გეოგაფიაა. გეოფაგია ნიშნავს ადამიანის მიერ ნიადაგიდან აღებული, საკვებად უვარგისი ნივთიერებების: მიწის, ნაცრის, ტალახის და ა.შ. ჭამას. ამ ფენომენმა უკვე დიდი ხანია, რაც მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო.

"მიწისმჭამელი ადამიანები" პირველად აღწერა ჰიპოკრატემ (მედიცინის მამამ), 2000 წლის წინ. ამის მერე გეოფაგიის შემთხვევები სულ უფრო იზრდებოდა. დღეისათვის არაა დარჩენილი კონტინენტი, დედამიწის კუთხე, სადაც გეოფაგია არ დაფიქსირებულა. მიუხედავად იმისა, რომ გეოფაგია ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს ხანიდან ნაცნობი ფენომენია, მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმებულან იმაზე, თუ რა მიზეზი აიძულებს ადამიანს მიწის ჭამას.

hq720-1728020665.jpg

მრავალ ვერსიას შორის ყველაზე დამაჯერებელი 3-ია:

1.საკვებად უვარგისი მიწის ჭამა ეხმარება ადამიანს, გაუმკლავდეს მწვავე შიმშილს: ორგანიზმმა ამ დროს თუნდაც არავითარი საკვები პროდუქტი არ მიიღოს, იგი დაზღვეულია მწვავე შიმშილის კრუნჩხვებისაგან;

2.მეორე ჰიპოთეზა ეხება ნუტრიენტებს (საკვებ ნივთიერებებს), რომელიც მოიპოვება მხოლოდ მიწაში. მათ შორისაა რკინა, თუთია, ან კალციუმი.

3.მიწის ჭამა ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა, რომელიც ორგანიზმს იცავს პათოგენური მიკროორგანიზმებისა და მცენარეული ტოქსინების მოქმედებისაგან.

main-qimg-13dbffeac006f4fbb1a615ce5b21fdd0-lq-1728020677.jpg

ვინ და სად ჭამს ყველაზე ხშირად მიწას?

მეცნიერებმა გეოფაგიის შესწავლისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოჰყვეს. პირველი და უმთავრესია ის დასკვნა, რომ ყველაზე ხშირად ადამიანები მიწას ტროპიკებში ჭამენ. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ გეოფაგია ძირითადად ბავშვებსა და ფეხმძიმე ქალებში შეინიშნება.

დასავლურ მედიცინაში გეოფაგია დიდი ხანია პათოლოგიად მიიჩნევა. თუმცა კამერუნში, ტანზანიაში ან კენიაში გეოფაგია ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად, კენიაში სრულიად უპრობლემოდ შეგიძლიათ შეიძინოთ კაოლინის (თეთრი ცეცხლგამძლე თიხა) შეკვრა, რომელსაც სხვადასხვა კვებითი დანამატი აქვს.

they-say-its-edible-soil-what-v0-dii7bocy402b1-1728020686.jpg

არის თუ არა გეოფაგია ფსიქიკური დარღვევა?

აშკარაა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გეოფაგია ფსიქიკურ დაავადებასთან არის დაკავშირებული. თუმცა მკვეთრი ზღვარის გავლება ანომალიასა და ნორმას შორის საკმაოდ რთულია. 2000 წელს აშშ-ის ტოქსიკური ნივთიერებებისა და დაავადებების რეგისტრაციის სააგენტომ განაცხადა, რომ დღეში 500 მილიგრამზე მეტი მიწის მიღება შეიძლება უკვე პათოლოგიად ჩაითვალოს. თუმცა ამავე უწყების სპეციალისტებიც კი აღიარებდნენ, რომ ეს ძალიან პირობითი შეფასებაა.