"თბილისში ბინის პრობლემა ჯერ ვერ მოვაგვარე... მცხეთაში ჩემთან ახლოს ცხოვრობს ვიცე-სპიკერი და მისი მეუღლე" - იმედია კახიანი ოჯახზე, წარსულსა და როლებზე | Allnews.Ge

"თბილისში ბინის პრობლემა ჯერ ვერ მოვაგვარე... მცხეთაში ჩემთან ახლოს ცხოვრობს ვიცე-სპიკერი და მისი მეუღლე" - იმედია კახიანი ოჯახზე, წარსულსა და როლებზე

ამ ხნის მან­ძილ­ზე სტუ­დენ­ტი ვყო­ფილ­ვარ. ეკა­საც და ნი­ნი­საც თე­ატ­რა­ლუ­რის დიპ­ლო­მი აქვთ და ორი­ვეს ვე­უბ­ნე­ბი, - ოთხ წე­ლი­წად­ში რა უნდა გეს­წავ­ლათ? აგერ, მე 68 წელი ვსწავ­ლობ­დი-მეთ­ქი“, - იუ­მო­რით ამ­ბობს აღი­ა­რე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი იმე­და კა­ხი­ა­ნი... მან თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვლილ გზას ჩვენ­თან ერ­თად გა­და­ავ­ლო თვა­ლი...

- ბევრ რა­მეს მო­ვეს­წა­რი. ოთხმოც­და­მერ­ვე წელ­ში ვარ, სა­საყ­ვე­დუ­რო რა მაქვს, ჩემ­ზე ნაკ­ლე­ბი ასა­კის ამ ქვეყ­ნი­დან არა­ვინ წა­სუ­ლი­ყოს... როცა მე­კი­თხე­ბი­ან, გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე კარ­გად რო­მე­ლი დრო გახ­სოვ­თო? უკ­ვირთ, როცა ვამ­ბობ, ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო დრო დიდი სა­მა­მუ­ლო ომის წლე­ბი იყო-მეთ­ქი... სო­ფელ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. მამა თა­ვის დრო­ზე ციმ­ბირ­ში გახ­ლდათ გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი და ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ავად­მყო­ფობ­და, სამ­სა­ხურ­საც არ აძ­ლევ­დნენ, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად არა­სა­ი­მე­დოს. სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ პა­ტა­რა ეწერ­ში, ბა­ბუ­ა­ჩე­მის სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით, ათ წლამ­დე იქ ვიზ­რდე­ბო­დი. დედა სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და, პე­და­გო­გი გახ­ლდათ. ბო­ლოს პენ­სი­ა­ში გა­ვი­და, რო­გორც დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი. მარ­თლაც ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. მეც დე­დას­თან ვსწავ­ლობ­დი, ოთხი კლა­სი ამ სკო­ლა­ში და­ვამ­თავ­რე... მახ­სოვს, სო­ფელ­ში რო­გორ უჭირ­დათ. კა­ცე­ბი ომში იყ­ვნენ, ირ­გვლივ მხო­ლოდ მო­ხუ­ცე­ბი, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი გახ­ლდნენ. მა­მას კო­ლექ­ტივ­ში არ ამუ­შა­ვებ­დნენ. პა­ტა­რა მიწა გვქონ­და და ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ დე­დას ხელ­ფა­სი იყო. ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დი იყო. ქა­ლე­ბი დღე და ღამე მუ­შა­ობ­დნენ, ოჯა­ხებ­საც ინა­ხავ­დნენ და ქა­ლაქ­ში ქა­თამს, კვერ­ცხს, მჭა­დის ფქვილს ნა­თე­სა­ვებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ... დღეს რომ იძა­ხი­ან, გვი­ჭირ­სო, არ შრო­მო­ბენ და აბა, რა იქ­ნე­ბა?! სო­ფელ­ში რომ ჩავ­დი­ვარ, გული მის­კდე­ბა... აქაც, მცხე­თა­ში ბა­ლახს მი­აქვს ეზო. ფულს ვიხ­დი, პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ვერ ვნა­ხე, ვინც გა­მი­თი­ბავს.

- პა­ტა­რა იყა­ვით, როცა ქა­ლაქ­ში, მა­მი­დას­თან გად­მოხ­ვე­დით...

- დიახ, ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი ჭირ­და, თეთ­რი პური არ არ­სე­ბობ­და, შავი პური ტა­ლო­ნე­ბით იყი­დე­ბო­და. მთე­ლი დღე რიგ­ში უნდა მდგა­რი­ყა­ვი, ჯერ სა­მა­სი გრა­მის ტა­ლო­ნის, შემ­დეგ - პუ­რის რიგ­ში... თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მა­ინც სულ ამას ვამ­ბობ, როცა ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და, ის პე­რი­ო­დი მინ­და იყოს-მეთ­ქი...

kaxiani1-35618-1728721536.jpg

- რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ ის პე­რი­ო­დი, როცა დიდ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შედ­გით ფეხი?

- სა­სა­ცი­ლოდ! თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში 1955 წელს, შემ­თხვე­ვით მო­ვე­წყვე, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არ ვფიქ­რობ­დი, ვერც გავ­ბე­დავ­დი... მე მახ­სოვ­და ძვე­ლი დრო, დიდი სპარ­ტაკ ბა­ღაშ­ვი­ლი და რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, მეც თუ კი­ნო­ში ვიქ­ნე­ბო­დი, სპარ­ტაკ ბა­ღაშ­ვი­ლი კი მა­მა­ჩე­მის როლს ითა­მა­შებ­და... ჩემს მშობ­ლებს სურ­დათ, ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მეც ძა­ლი­ან მომ­წონს, დი­დე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­აა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქი­მი­ა­ში, ფი­ზი­კა­ში მო­მამ­ზა­დეს, გა­მოც­დებ­ზე ქუ­ლე­ბი არ მეყო და ჩა­ვი­ჭე­რი. ახლა არ ვიცი, რო­გო­რაა, მაგ­რამ მა­შინ, რაც უნდა მა­ღა­ლი ნი­შა­ნი მი­გე­ღო, ვერ მო­ე­წყო­ბო­დი, პატ­რო­ნი თუ არ გყავ­და... შემ­დეგ ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა, ცხო­ნე­ბულ­მა ნო­დარ ფი­რა­ნიშ­ვილ­მა მირ­ჩია, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რეო... თა­ვი­დან მკაც­რი უარი ვთქვი. ლექ­სი ხმა­მაღ­ლა არას­დროს წა­მი­კი­თხავს და იქ რა­მეს რომ და­მა­ვა­ლე­ბენ, ვერ შე­ვას­რუ­ლებ-მეთ­ქი... დამ­პირ­და, მე მო­გამ­ზა­დე­ბო. შე­მო­მიჩ­ნდა, - წამო, ჩა­ა­ბა­რეო. თან სა­ბუ­თე­ბის მი­ღე­ბის ბოლო დღე იყო. იმ­დე­ნი ქნა, გა­ვი­ქე­ცით, სა­ბუ­თე­ბი თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში შე­ვი­ტა­ნეთ. მე­ო­რე დღეს უკვე ტუ­რე­ბი იწყე­ბო­და (თე­ატ­რა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­მოც­დე­ბამ­დე სამი ტუ­რია, ეს თუ გა­და­ლა­ხე, მერე იწყე­ბა ნიშ­ნის დას­მა და გა­მოც­და­ზე მი­ღე­ბა)...

3-50a1c-35626-1728721552.jpg

- სა­ქარ­თვე­ლო­სა თუ უცხო­ეთ­ში, მარ­თლა ბევრ ფილმში ხართ გა­და­ღე­ბუ­ლი და მო­სა­გო­ნა­რიც ბევ­რი გაქვთ...

- პა­რიზ­ში შემ­ხვდა ცხო­ნე­ბუ­ლი რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, სა­დაც გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. ფილ­მს ფრან­გე­ბი იღებ­დნენ, მე ერთ-ერთ როლს ვთა­მა­შობ­დი... რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო, მან ხომ საფ­რან­გეთ­ში სა­ო­ცა­რი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა... ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვა გაგ­ვი­ხარ­და. მი­თხრა, ეს შენ ჩემ­გა­ნო. შევ­ხე­დე, რეზო ფულს მაძ­ლევ­და. ვკი­თხე, ეს რა ფუ­ლია-მეთ­ქი?.. - პა­რი­ზი ჩემი ქა­ლა­ქია. რო­გორც თბი­ლის­ში, ისე პა­რიზ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ზე­პი­რად ვიცი და აქ თუ თბი­ლი­სი­დან ჩემი ნაც­ნო­ბი ვნა­ხე, ჩვე­ვა მაქვს, ხუ­თას ფრანკს ვჩუქ­ნი, ჩემს სა­ხელ­ზე რაც უნდა, იყი­დო­სო. ვუ­თხა­რი, - ბა­ტო­ნო რეზო, არ გე­წყი­ნოთ, მაგ­რამ აქ ვმუ­შა­ობ და მე თქვენ­ზე მეტი მაქვს, ამი­ტომ ჩემი ფუ­ლით ვი­ყი­დი და თქვენს სა­ხელ­ზე-მეთ­ქი... არაფ­რით არ გა­და­ი­ფიქ­რა, ეს ჩემი წე­სი­აო და ასე ძა­ლით ხუ­თა­სი ფრან­კი მა­ჩუ­ქა... რე­ზომ გა­მაც­ნო შა­ლი­კო თა­ყა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ექ­ვთი­მეს შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი იყო.

საფ­რან­გეთ­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი. ნაღ­დი ქარ­თვე­ლი გახ­ლდათ. ფრან­გი ცოლი ჰყავ­და, მაგ­რამ შვი­ლებ­მაც ქარ­თუ­ლი სა­უ­კე­თე­სოდ იცოდ­ნენ. რე­ზოს თუ შორ მან­ძილ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა სჭირ­დე­ბო­და, შა­ლი­კოს მან­ქა­ნას თხო­უ­ლობ­და... ერთ დღე­საც რე­ზომ მი­თხრა, თუ დღეს გა­და­ღე­ბა არ გაქვს, წა­მო­დი, რა­ღა­ცას გაჩ­ვე­ნე­ბო. წავ­ყე­ვი. ჯერ ბა­ზარ­ში მივგრი­ალ­დით, აუ­ა­რე­ბე­ლი ყვა­ვი­ლი იყი­და, მან­ქა­ნა­ში ძლივს ჩავ­ტე­ნეთ, იმ­დე­ნი იყო; შემ­დეგ ღვი­ნო, ღვი­ნის შე­სა­ფე­რი­სი პურ-მა­რი­ლიც შე­ი­ძი­ნა და წა­ვე­დით... სა­დღაც სო­ფელ­ში ჩა­ვე­დით, შემ­დეგ საკ­მა­ოდ მოზ­რდილ სა­საფ­ლა­ოს მი­ვა­დე­ქით, რო­მელ­საც გა­ლა­ვა­ნი ჰქონ­და და კარ­გად გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი იყო. იქ მარ­ტო ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი... იქ გახ­ლდათ დაკ­რძა­ლუ­ლი: ნოე ჟორ­და­ნია, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის ცოლი ნინო პოლ­ტო­რაც­კა­ია-თა­ყა­იშ­ვი­ლი... ყვე­ლა საფ­ლა­ვი შე­მო­ვი­ა­რეთ, თითო ყვა­ვი­ლი ყვე­ლა საფ­ლავ­ზე დავ­დეთ. შემ­დეგ წა­ვე­დით, სა­დღაც დიდ ეზოს მი­ვა­დე­ქით და რომ შე­ვე­დით, იქა­უ­რო­ბა ისე­თი იყო, რო­გორც კარ­გი იმე­რე­ლი თა­ვა­დის ეზო. კო­ინ­და­რი, დიდი ცა­ცხვის ხე­ე­ბი და დიდი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კა­პი­ტა­ლუ­რი სახ­ლი. როცა ვი­კი­თხე, სად ვართ-მეთ­ქი? რე­ზომ მი­თხრა, ეს არის სო­ფე­ლი ლე­ვი­ლიო... იქ დაგ­ვხვდა ნოე ჟორ­და­ნი­ას სიძე ლე­ვან ფა­ღა­ვა. უკვე ასაკ­ში იყო, მაგ­რამ გვი­მას­პინ­ძლა, სახ­ლი დაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა და გვი­ამ­ბო, ვინ სად ცხოვ­რობ­და... ერთი დარ­ბა­ზი­ვით არის, სა­დაც კრე­ბებს ატა­რებ­დნენ. მი­ნის­ტრებს, მთავ­რო­ბის წევ­რებს ირ­ჩევ­დნენ, ამ­ზა­დებ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­ვალთ, მთავ­რო­ბა არ­ჩე­უ­ლი გვე­ყო­ლე­ბაო...

შემ­დეგ გა­მო­ვე­დით, იქვე ცა­ცხვის ძირ­ში პა­ტა­რა სუფ­რა გავ­შა­ლეთ, ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი თა­მა­დობ­და. იმ დროს, იქვე პირ­ველ სარ­თულ­ზე კარი გა­ი­ღო და მო­ხუ­ცი კაცი გა­მო­ვი­და. ჩვენს მა­გი­დას რომ მო­უ­ახ­ლოვ­და, გა­ჩერ­და, კარ­გა ხანს გვაკ­ვირ­დე­ბო­და, მერე შებ­რუნ­და და წა­ვი­და.... ლე­ვან ფა­ღა­ვას ვკი­თხე: ქარ­თვე­ლი თუ იყო, ჩვენ­თან რა­ტომ არ მო­ვი­და ან რა­ტომ არ მო­იწ­ვი­ეთ-მეთ­ქი?.. - ეს ჩვენ­თან არაფ­რით მოვა, სო­ცი­ალ-ფე­დე­რა­ლის­ტია, ჩვენ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი ვარ­თო... აი, მა­შინ ვთქვი, რომ ქარ­თვე­ლის გა­მოს­წო­რე­ბას საშ­ვე­ლი არა აქვს! რა დროს სო­ცი­ალ-ფე­დე­რა­ლის­ტო­ბა იყო, როცა დამ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი არა­ვინ ჰყავ­და?! გავ­გიჟ­დი კაცი, მაგ­რამ დღე­ვან­დელ ქარ­თვე­ლებს რომ ვუ­ყუ­რებ, აღა­რა­ფე­რი მიკ­ვირს... იხილეთ სრულად