„ოპოზიცია გასაქცევად ბარგდება!.. ბიძინა სიურპრიზს ამზადებს! რუსეთ-უკრაინის ომი სრულდება“ - რას წერს ლალი მოროშკინა? | Allnews.Ge

„ოპოზიცია გასაქცევად ბარგდება!.. ბიძინა სიურპრიზს ამზადებს! რუსეთ-უკრაინის ომი სრულდება“ - რას წერს ლალი მოროშკინა?

ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ლალი მოროშკინა მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება ორ კვირაში დაგეგმილ არჩევნებზე მეოთხე ვადით უმრავლესობით მოვა. მისივე თქმით, ოპოზიცია გასაქცევად ემზადება და ასევე მკვეთრად დადებითად შეიცვლება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქცევაც.

ის ვარაუდობს, რომ ივანიშვილი სიურპრიზს ამზადებს. ამის შესახებ ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

გთავაზობთ მის სტატუსს უცვლელად:

“ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა!

ოპოზიციის იდეოლოგები გასაქცევად ბარგდებიან (სიაშიც ამიტომ არ არიან) ეს მოხდება 20 -ში დაგეგმილი მსვლელობის მერე.

ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზს ამზადებს.

სალომე კენწეროში გატკბილდება აშშ-ს პოზიცია მკვეთრად შეიცვალა (დადებითად)...

ევროპარლამენტარები "ოცნების" წისქვილზე ასხამენ წყალს. (ესეც გეგმის ნაწილია)

რუსეთ-უკრაინის ომი სრულდება უმძიმესი შედეგებით უკრაინისთვის

ბაიდენ-პუტინმა თავის საქმე დაასრულეს, რაც მთავარია აშშ-მ უპრობლემოდ გაიტანა უკრაინიდან ამიაკი, რომლის გამოც დაიდგა ბოლო სპექტაკლი...

კავკასია თავისუფლდება აშშ-ს გავლენებისგან...

ჩინეთი თავის ერთადერთ გზას "ნატოს" ბაზების ავლით შუა აზია-საქართველო-თურქეთი-ევროპას კოსმოსიდან აკონტროლებს.

ახლო აღმოსავლეთი არც ისე ახლოა.

ანაკლიის პორტს აფხაზეთის დაბრუნება მოყვება..

რამოდენიმე ხმაურიანი დაჭერის მომსწრე გავხდებით...

პატრიარქი, როგორც ყოველთვის თავის დანაპირებს აასრულებს!

ოოოხ, როგორ გაგიკვირდებათ ბევრს, რა მოხდება 26-ის მერე! დილა მშვიდობისა საქართველო!"- აღნიშნავს ლალი მოროშკინა