"12 წლის ასაკში წარმოუდგენელი ჭორი ამიგორეს, ძალიან ბევრმა დაიჯერა... უშიშროების მიერ აგორებული ამბავი იყო" - ირმა სოხაძე ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდებზე | Allnews.Ge

"12 წლის ასაკში წარმოუდგენელი ჭორი ამიგორეს, ძალიან ბევრმა დაიჯერა... უშიშროების მიერ აგორებული ამბავი იყო" - ირმა სოხაძე ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდებზე

მომღერალი ირმა სოხაძე გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" კარიერის ყველაზე რთულ პერიოდებზე საუბრობს და იხსენებს იმასაც, თუ როგორ გახდა მოზარდობის ასაკში საშინელი ჭორის მსხვერპლი:

- ადამიანებს ცუდი უფრო სჯერათ, ვიდრე კარგი. ჭორის უფრო მარტივად სჯერათ, ვიდრე სიმართლის. 12 წლის ასაკში წარმოუდგენელი ჭორი ამიგორეს. მერე როგორც გავიგე, ეს უშიშროების მიერ აგორებული ამბავი იყო და მე კი არ ამიგორეს, იმ საოცარ პიროვნებას აუგორეს, ვისაც ერჩოდნენ. ვითომ პედოფილი იყო.... ისე რომ ეთქვათ ვიღაც ბავშვზე, ვინ გამოეხმაურებოდა და მე მიმაყოლეს. საშინელი ჭორი იყო. ძალიან ბევრმა დაიჯერა და ვითომ გულნატკენები იმეორებდნენ. რეკავდნენ, არ ვიცი, რა ხდებოდა. პატარა ვიყავი. 1968 წლის გაზაფხული იყო. ბაბუა ავად იყო და მამაჩემს ლენინგრადში ჰყავდა წაყვანილი. ვერ გადაიტანა, 58 წლის ასაკში დაიღუპა. ეს ტრაგედია მალევე მიჰყვა და ჭორი აღარც გვახსოვდა. თუმცა, იქამდე ხალხი იმ კაცის სანახავად მიდიოდა, უნდა მოვკლათ, ეს რა გააკეთაო, ამბობდნენ. ადამიანი ჭორს მარტივად იჯერებს... მშობლები განიცდიდნენ. მე მერე, გვიან გავიგე. დედაჩემს ტელევიზიის ხელმძღვანელობამ დაურეკა, რომ მივსულიყავი. დონარა კინწურაშვილი მეჯდა 1 საათი, მელაპარაკებოდა, მამღერებდა, დავუკარი კიდეც. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა.

მაგრამ, ტელევიზიით აჩვენეს ხალხს, რომ ცოცხალი ვიყავი და ყველაფერი კარგად იყო. ბიძაჩემი ისეთი კაცი იყო, ჭიანჭველა არ ჰყავდა მოკლული. მან ეს ჭორი ავტობუსში ვიღაც ქალისგან გაიგონა და კინაღამ სცემა. ქალი პირველ პირში ჰყვებოდა, თითქოს ექთანი იყო და მე დაზარალებული მიმიყვანეს მასთან და თავზე მადგა. ბიძაჩემმაც ვეღარ მოითმინა... ასეთი აგენტურა ჰყავდათ, დადიოდნენ და ხალხში ლაპარაკობდნენ. 13-14 წლის რომ ვიყავი, მერე გავიგე, რომ ჩემზე მსგავსი ჭორი იყო. ვისაც ეს ამბავი მოუგონეს, ის ადამიანი ძალიან მიყვარდა. მამაჩემის მეგობარი იყო და თავად დაურეკა... იხილეთ სრულად