ყოველთვის სანდოა თუ არა ოქროს სინჯი და როგორ მოწმდება სიყალბე მაგნიტის დახმარებით | Allnews.Ge

ყოველთვის სანდოა თუ არა ოქროს სინჯი და როგორ მოწმდება სიყალბე მაგნიტის დახმარებით

სოციალურ ქსელში ბევრი დაზარალებული ოქროდ შეძენილ ნაკეთობებზე წერს, რომლებიც შემდგომში ოქრო არ აღმოჩნდა. მომხმარებლებმა, რომლებსაც ეგონათ, რომ ოქრო ჰქონდათ ნაყიდი, როდესაც მისი ლომბარდში მიტანა ან გაყიდვა დასჭირდათ, აღმოაჩინეს, რომ ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ იყო ოქრო, ზოგ შემთხვევაში, სინჯი მასზე მითითებულს არ შეესაბამებოდა. თემას ვრცელი სიუჟეტი "იმედის დღეში" მარიამ მდინარაძემ მიუძღვნა:

რით განსხვავდება სხვადასხვა ხარისხის ოქრო ერთმანეთისაგან?თუ ოქროს საყიდლად მიდიხართ, იტალიურ ოქროს ყიდულობთ და რეალიზატორი გეუბნებათ, რომ 24-კარატიანია, ეს ნიშნავს, რომ მისი სინჯი 999-ია.

უფრო ნაკლებია 22-კარატიანი. ძალიან ხარისხიანია 750-სინჯიანიც. თუ ბეჭედი 18-კარატიანია, ეს ნიშნავს, რომ მასში 75% ოქროა, დანარჩენი კი მინარევი. მინარევი შეიძლება იყოს, ვერცხლი, სპილენძი, სხვადასხვა უფრო იაფფასიანი ლითონები.ყველაზე გავრცელებული 585, 583-იანი სინჯის 14-კარატიანი ოქროა. ასეთი ოქრო ხარისხიანად ითვლება, მაგრამ ყველაზე დაბალი ფასი აქვს.

ოქროს ფერი იმ მინარევზეა დამოკიდებული, რაც მას აქვს. შეიძლება ერთი და იგივე სინჯის მქონე ოქრო სხვადასხვა ფერი იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უკეთესია ან პირიქით. ერთს სხვა მინარევი ექნება, მეორეს კი - სხვა. იმ ნაკეთობას, სადაც სპილენძის მინარევი ჭარბობს, სპილენძისფერი დაკრავს. თეთრ ოქროში ნიკელია და მის ხარჯზეა თეთრი. ოქრო ყველგან, ყველა ნაკეთობაში ერთნაირია.

583-ზე ქვემოთ სინჯი უკვე ითვლება, რომ ნაკეთობა დაბალი ხარისხისაა.

ბევრი ადამიანი ოქროს წარმომავლობას აქცევს ყურადღებას. მაგალითად, გავრცელებულია მოსაზრება, რომ რუსული ოქრო კარგია. თუმცა, ეს მითია. რუსული ოქროც შეიძლება იყოს უხარისხოც და ხარისხიანიც.

სოციალურ ქსელში ხშირად წერენ ადამიანები, რომ მათ მიერ შეძენილი ოქროს ნაკეთობა ყალბი ან შეუსაბამო სინჯის იყო. ოქროს ხარისხის დასადგენად მომხმარებელთა ნაწილი გარკვეულ გარემოებებს ითვალისწინებს. მაგალითად, მისი წარმოების ადგილს. ხშირად არჩევანს რუსული, თურქული, იტალიური და სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ პროდუქციას შორის აკეთებენ. იხილეთ სრულად