"სვანური სილამაზის ზეიმი“ - ვინ არის მატილდა გვარლიანის ძმა და როგორ ცხოვრობენ ისინი?
Victoria's Secret-ის პოდიუმზე მატილდა გვარლიანის დებიუტი შედგა. ქართველი მოდელი 15 ოქტომბერს NY-ში გამართულ შოუზე გამოვიდა.
მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც Victoria's Secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდა მოდელმა უდიდეს საერთაშორისო წარმატებას უკვე მიაღწია. მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას.
ახალგაზრდა მოდელი ძმასთან ერთადაც ხშირად პოზირებს და მასთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოებსაც აქვეყნებს. „საოცარი გოგო-ბიჭი“, „ყველაზე ლამაზი და-ძმა“, „სილამაზის ზეიმი“ - წერენ გულშემატკივრები.
როგორც აღმოჩნდა, დავით გვარლიანი წარმატებული დის ყველაზე დიდი გულშემატკივარია, თუმცა თაყვანისმცემელთა ნაკლებობას არც თავად უჩივის. მატილდა და დავითი გარეგნობით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და, როგორც თავად ამბობენ, ხასიათიც მსგავსი აქვთ.