"აპოკალიფსი 2025 წლიდან დაიწყება"- რა ელის დედამიწას 2025-2028 წლებში ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით? | Allnews.Ge

"აპოკალიფსი 2025 წლიდან დაიწყება"- რა ელის დედამიწას 2025-2028 წლებში ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით?

ვანგას ნათელმხილველობის შესახებ მთელი მსოფლიოსათვისაა ცნობილი, თუმცა ყველამ არ იცის მისი წარმომავლობა და ხდება თუ არა მისი წინა საუკუნეში ნაწინასწარმეტყველევი რეალურად.

ვანგა, იგივე ევანგელია პანდევა გუშტეროვა, დაიბადა 1911 წელს ახლანდელი ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე. მისი მშობლები ღარიბი გლეხები იყვნენ და ჯერ კიდევ ევანგელიას პატარაობაში გარდაიცვალნენ. 13 წლის ასაკში ვანგა ქარიშხლისას სერიოზულად დაშავდა და თანდათან მხედველობის პრობლემები დაეწყო, 16 წლის ასაკში კი საერთოდ დაბრმავდა.

vanga-1-1720856551-1729407619.jpg

სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მას ნათელმხილველური ნიჭი ჰქონდა.

გამოცემა economictimes-მა გამოაქვეყნა ბულგარელი ნათელმხილველის “წინასწარმეტყველება”, მსოფლიოს დასასრულის შესახებ.

„ვანგას საშინელი პროგნოზებიდან ბოლო, რომელიც ცნობილი გახდა, არის მისი განცხადება, რომ სამყაროს აღსასრული 2025 წელს მოვა. (…) კაცობრიობა იარსებებს 5079 წლამდე, მაგრამ აპოკალიფსი, სავარაუდოდ, ვანგას თქმით, 2025 წელს დაიწყება“, – ნათქვამია მასალაში.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ნათელმხილველი ამტკიცებდა, რომ 2028 წელს ადამიანები „დაიწყებენ ვენერას, როგორც ენერგიის წყაროს შესწავლას“, ხოლო 2033 წელს „პოლარული ყინული დადნება, რაც გამოიწვევს ზღვის დონის მკვეთრ აწევას“.

2023 წელს ასევე NYP-მა უკვე გამოაქვეყნა სტატია ვანგას შესახებ. მასალა გამოქვეყნდა სათაურით „ბრმა მისტიკოსმა ბაბა ვანგამ საშინელი პროგნოზი გააკეთა 2023 წელს ბირთვული კატასტროფის შესახებ“.

ბირთვული კატასტროფის გარდა, გამოცემამ ასევე მოიყვანა მისი წინასწარმეტყველება, რომ 2024 წლიდან ყველა ბავშვი გაიზრდება ლაბორატორიებში.