რამდენი ადამიანი ესწრებოდა 20 ოქტომბრის მარშს "საქართველო ირჩევს ევროკავშირს"? - პროგრამის მეშვეობით დათვლილია ადამიანთა დაახლოებითი რაოდენობა | Allnews.Ge

რამდენი ადამიანი ესწრებოდა 20 ოქტომბრის მარშს "საქართველო ირჩევს ევროკავშირს"? - პროგრამის მეშვეობით დათვლილია ადამიანთა დაახლოებითი რაოდენობა

სამთავრობო თუ ოპოზიციის მარშებისა და დემონსტრაციების დროს მასში მონაწილე ადამიანთა რაოდენობის დათვლა და მხარდამჭერთა "დატოლება" ხშირად ქვეყანაში განხილივის საგანი ხდება.

20 ოქტომბერს თბილისში მარში "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" გაიმართა. მოქალაქეები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან და თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ.

სავარაუდოდ რამდენი ადამიანი ესწრებოდა 20 ოქტომბერს გამართულ მარშს? ამ კითხვასთან დაკავშირებით გთავაზობთ World Military/ანალიტიკა-ს პოსტს.

"თბილისში გამართული აქციის განმავლობაში, @Visioner-თან ერთად ჩატარებული სხვადასხვა ფოტო-ვიდეო მასალის ანალიზის შედეგად, Mapchecking-ის გამოყენებით დადგინდა, რომ პიკურ მომენტში აქციაზე დაახლოებით 90-100 000 ადამიანი იმყოფებოდა."

464062892-122122241000453714-8464914044948218459-n-1729494017.jpg