იცით, როგორ ირჩევენ პრეზიდენტს ამერიკაში? - აშშ-ის საარჩევნო სისტემის გზამკვლევი, რომელიც ბევრისთვის დამაბნეველია | Allnews.Ge

იცით, როგორ ირჩევენ პრეზიდენტს ამერიკაში? - აშშ-ის საარჩევნო სისტემის გზამკვლევი, რომელიც ბევრისთვის დამაბნეველია

აშშ-ში დღეს რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

75011160007-afp-2168355785-1730788626.webp

საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება და ყველაზე გვიან - ჰავაის შტატში.

გთავაზობთ საარჩევნო სისტემის დეტალებს, რომლებიც ბევრისთვის დამაბნეველია და განმარტებას საჭიროებს.

როგორ განისაზღვრება გამარჯვებული?

ამერიკაში პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ აირჩევა. საბოლოოდ მას ამომრჩეველთა კოლეგია ირჩევს, თუმცა, რა თქმა უნდა, მოქალაქეების ხმის მიცემას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამომრჩეველთა კოლეგიაში 538 წარმომადგენელია და მათი იქ ყოფნა შტატების მიხედვით განისაზღვრება. იმისათვის, რომ საბოლოოდ კანდიდატი პრეზიდენტი გახდეს, მას კოლეგიის სულ მცირე 270-მა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი.

თითოეულ შტატს კოლეგიაში იმდენივე წარმომადგენელი ჰყავს, რამდენიც კონგრესში. აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში შტატიდან ორი სენატორი და კონგრესმენების გარკვეული რაოდენობა შედის, რაც ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვზეა დამოკიდებული. ყველაზე მეტი, 55 ხმა ამომრჩეველთა კოლეგიაში კალიფორნიის შტატს აქვს — კონგრესში მას ორი სენატორი და 53 კონგრესმენი წარმოადგენს. ყველაზე ცოტა, 3 ხმით წარმოდგენილია მონტანა, ალასკა, ვერმონტი, დელავერი და ა.შ.

electionsprocess-kids-1140x684-1-1730788640.jpg

როდის გავიგებთ შედეგებს?

ხმების დათვლას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, თუმცა უკვე დილით ნათელი ხდება, ვინ შეიძლება გაიმარჯვოს.

ამავე დროს, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ წელს საბოლოო შედეგის გასაგებად ბევრად მეტი დრო იქნება საჭირო, რადგან ფოსტით იმაზე მეტმა ადამინმა მისცა ხმა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ამომრჩეველთა უმრავლესობა ხმას უშუალოდ არჩევნების დღეს აძლევს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ალტერნატიული საშუალებები უფრო პოპულარული გახდა.

133470695-us-elec-guide-976-header-nc-1-1730788661.png

რა არის ამომრჩეველთა კოლეგია?

ამომრჩეველთა კოლეგია არის აშშ-ს კონსტიტუციის საფუძველზე შექმნილი ორგანო, რომელიც შედგება 538 წევრისგან. იმისათვის, რომ კანდიდატი პრეზიდენტი გახდეს, მას სჭირდება მინიმუმ 270 წევრის ხმა.

ამომრჩეველთა კოლეგია აშშ-ს დამფუძნებელმა მამებმა კონსტიტუციით შექმნეს იმიტომ, რომ ეპოვათ ბალანსი პრეზიდენტის პირდაპირ წესით, ხალხისა და კონგრესის მიერ არჩევას შორის.

ამომრჩეველთა კოლეგია შედგება შტატების წარმომადგენლებისგან. თითოეულ შტატს კოლეგიაში ზუსტად იმდენი წარმომადგენელი ჰყავს, რამდენი წარმომადგენელიც ჰყავს კონგრესში. რაც შეეხება კოლუმბიის ოლქს, ის კოლეგიაში 3 წევრით არის წარმოდგენილი (აშშ-ს ყველაზე მცირერიცხოვანი შტატის მსგავსად).

ამომრჩეველთა კოლეგიაში თითოეულ შტატს წარმომადგენელთა განსხვავებული რაოდენობა ჰყავს და ეს დამოკიდებულია შტატში მცხოვრებთა რიცხვზე.

sss-1730788739.webp

რა მოხდება, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა საკმარისი 270 ხმა?

თეორიულად შესაძლებელია, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღოს ამომრჩეველთა კოლეგიის 270 წევრის ხმა. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი უნდა აირჩიოს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ყველაზე მეტი ხმის მქონე 3 კანდიდატს შორის, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის არჩევის ვალდებულება, 2 ყველაზე რეიტინგულ კანდიდატს შორის, სენატს ეკისრება.

შემთხვევა, როცა აშშ-ს პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატამ აირჩია, ერთადერთხელ, 1824 წელს მოხდა. მაშინდელ არჩევნებში ამომრჩეველთა კოლეგიაში ხმების საკმარისი რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რის შემდეგაც პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატამ აირჩია. ასე გახდა ჯონ ქვინსი ადამსი აშშ-ს მეექვსე პრეზიდენტი.

რა გზა უნდა გაიაროს აშშ-ს მოქალაქემ პრეზიდენტობამდე?

პირველ რიგში, აუცილებელია, რომ პირი დაბადებული იყოს აშშ-ში, ბოლო 14 წელი ცხოვრობდეს აშშ-ს ტერიტორიაზე და იყოს მინიმუმ 35 წლის. თუ ის ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, შეუძლია ბედი სცადოს.

თუ პირს სურს პრეზიდენტობა, მან თავისი ღირებულებათა სისტემის მიხედვით უნდა აირჩიოს, რომელი პარტიაა მასთან ყველაზე ახლოს და ამ პარტის სახელით იყაროს კენჭი.

ამის შემდეგ აშშ-ს ყველა შტატში კანდიდატები იწყებენ საარჩევნო კამპანიას, რათა მოიპოვონ სასურველი პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია, ანუ კანდიდატად ოფიციალურად დასახელების უფლება, პრაიმერებისა და კოკუსების საშუალებით.

წყარო